პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სხვა ძირითად მიმართულებაზე, თუმცა, დღეს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რომლებსაც დღეს ვისმენთ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას – სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?
დღეს, იგივე საუბარია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხზე, რაზეც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. გაცილებით წინ ვართ ყველა პარამეტრით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისზეც ისინი საუბრობენ. გახსნან მოლაპარაკება, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ.
Blog
-

საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ შანტაჟის მექანიზმია.. კატეგორიულად მიუღებელია – კახა კალაძე
-
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
დედაქალაქში – ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
-
“თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში. 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს ბოდიშს არ მოვუხდი!”- ჩიკვაიძე მოსამართლეს
“მკვლელობის მონაწილე ხართ, თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში. 30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერისეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს ბოდიშს არ მოვუხდი. შენ ხარ მკვლელი დედაკაცი და ამისთვის პასუხს აგებ. მკველო, მურისიძის მონა”.
ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლე იზა გელენჯერიძეს სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც მოსამართლემ ჩიკვაიძე დარბაზიდან გააძევა.
-
ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეიტლება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.სორდიას თქმით, მასსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითნებურად დაიწყო მისი ჩანთის შიდა ჯიბის შემოწმება.
-
არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას – ახალი თეატრის დასი
“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ” – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი რეჟისორ დავით დოიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე, ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.
ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც უსამართლო ტყვეობაშია ამჟამად, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ, არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე.
ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე, ვერ ვხედავთ!
არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ”, – წერია განცხადებაში.
-
”კიდევ ერთი უკან დახევა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა” – შაჰინი გრანტების აკრძალვაზე
“ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან”.
ამის შესახებ წერს სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში.
გუშინ, “ოცნების” პარლამენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღება საბოლოოდ აკრძალა.
-
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თავისუფალია
აზერბაიჯანელ ჟურნალისტი, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორი, აფგან სადიგოვი თავისუფალია. ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს:
“დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
➡ Ხვალ, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარვადგენთ.
◾ საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
◾ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
◾ თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას.მოხარულები ვართ, რომ დევნილი ჟურნალისტი თავისუფალია. კვლავ ვუცხადებთ სოლიდარობას მას და მის ოჯახს”, – წერს ორგანიზაცია.
სადიგოვი აზერბაიჯანში 2016 წლის შემდეგ, არაერთხელ გაასამართლეს, მათ შორის ორჯერ – სისხლის სამართლის წესით. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დევნილად და პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
-
დათო დოიაშვილის განთავისუფლება არასწორია! – ქეთი დოლიძე
”დათო დოიაშვილის განთავისუფლება
არასწორია!
არასწორი!”აცხადებს რეჟისორი, ქართული ოცნების მხარდამჭერი, ქეთი დოლიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდაჭერისა და პროტესტში აქტიური ჩართულობის პარალელურად, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
-
ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის დამოუკიდებლობას! – ნორვეგიის საგარეო გრანტების აკრძალვაზე
“ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის დამოუკიდებლობას!” – -ასე ეხმაურება, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება.
“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს კანონში გრანტების შესახებ შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს.
ეს ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამის შეცვლისკენ”, – წერია განცხადებაში.
-
“სოლიდარობა დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” მამაც დასს, ყველას ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას” – “სამეფო უბნის თეატრი”
“სამეფო უბნის თეატრი” დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” სოლიდარობას უცხადებს.
“სოლიდარობა დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას!
დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.
დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
მუდამ თქვენს საიმედო მეგობრად, “სამეფო უბნის თეატრი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.