Blog

  • ელისაშვილი, ცნობილი პოლიტიკური აკრობატი, ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს, თუმცა ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს – ვოლსკი

    ელისაშვილი, ცნობილი პოლიტიკური აკრობატი, ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს, თუმცა ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს – ვოლსკი

    „ალეკო ელისაშვილი – ეს ცნობილი პოლიტიკური და ფიზიკური აკრობატი, სალომე ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს. სალომე ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს. მას აქვს ქარტია და უნდა, რომ წარმოადგინოს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი თქმით, ევროპისკენ წაუძღვება საქართველოს და ეს გზა უნდა გაიაროს დაპირისპირებებსა და სისხლის ღვრაში. ეს არის მისი იდეა და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეუერთდა. ალეკო ელისაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესს გაემიჯნოს და ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაარქვას იმას, რასაც თვითონ ქადაგებს, მაგრამ მიზანი ხომ ყველასი ერთია? ყველამ დაინახა, რომ არცერთი ლოზუნგი, რასაც „რევოლუციური საბოლოო მიზანი“ ჰქვია, არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, რომ ამას არჩევნებში ჩართვით მოახერხებს, ზოგი კი საბოტაჟით. ეს პოლიტიკური ფაფხურის იმდენად დაბალი დონეა, რომ ამაზე ძნელია სიღრმისეული ანალიზი გააკეთო. ფაქტია, რომ ოპოზიცია აჭრილია და ცდილობენ, თავისი რიგები შეამჭიდროონ. მთავარ მიზანს არც ერთი თმობს და არც მეორე. ალეკო ელისაშვილმა რა თქვა და სალომე ზურაბიშვილმა რა უპასუხა ეს მცირე შეკამათებებია იმ დიდ სცენარში, რომელიც დიდი ხანია ჩვენ თვალწინ ვითარდება. შიგნით რაღაც გარკვეული გადაძახილები არის ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“,

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

  • ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია – WSJ

    ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია – WSJ

    დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია, იუწყება ამერიკული გამოცემა Wall Street Journal, რომელიც ეყრდნობა იმ პირებს, ვინც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შინაარსს იცნობს.

    როგორც Wall Street Journal წერს, ტრამპმა პარასკევს ზელენსკის უთხრა, რომ მისი მითითებით მხოლოდ ამერიკული საბრძოლო მასალის მარაგების აუდიტი ჩატარდა – მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

    „მაგრამ მან განაცხადა, რომ არ მიუცია ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, შეეჩერებინა შეიარაღების მიწოდება,“ – უთხრეს გამოცემას წყაროებმა.

    ორშაბათს ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პარტიებს გაუგზავნის, ხოლო პენტაგონმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ამ მიწოდებას უკვე იწყებს.

    ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას ისევ მოუწევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. პენტაგონმა მაშინვე განაცხადა, რომ უკვე იწყებს გადაზიდვებს.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ დროებით შეაჩერა კიევისთვის იარაღის, მათ შორის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ჭურვებისა და სხვა რაკეტების მიწოდება. ოფიციალურად ეს ახსნილი იყო ამერიკული მარაგების ამოწურვით, თუმცა ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ რეალურად ამერიკული შეიარაღების ოდენობა შეშფოთებას არ იწვევდა.
    დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის მიერ დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა უკვე სამჯერ შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ყველა ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უქმდებოდა და სამხედრო დახმარება კვლავ აღდგა.

  • ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“ – პროკურატურა

    ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“  – პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

    „დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.

    სამართალდამცავებმა ე.წ. დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე რვა პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია – ანდრეი ერმაკი

    „მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩრდილოეთ კორეული ჯარების მონაწილეობა ვერ დამალა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო იაფი ჩრდილოეთ კორეელი „მოხალისეების“ რეკრუტირების გზას ხსნის. ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები შემდეგ – ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს თუ კალინინგრადში განლაგებულები.[…]უნდა მოხდეს საფრთხეების აღკვეთა და არა შეწყნარება. რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    “ჩვენ უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ჩვენ მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღის. მაგრამ ისინი ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ამ არეულობაში უამრავი ადამიანი იღუპება.[…]გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ჩერდება. მე არ ვარ კმაყოფილი ამით”,

    განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

  • D

    NEw POST1

  • დავაკავეთ პირი, რომელმაც ყვარელში 2 ადამიანი დაჭრა – შსს

    დავაკავეთ პირი, რომელმაც ყვარელში 2 ადამიანი დაჭრა – შსს

    შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ. -მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

  • რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება – გვარამია

    რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება – გვარამია

    „რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.
    მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.
    ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
    ოლიგარქია უნდა დაემხოს!
    p.s. ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს! ❤
    p.p.s. რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ “ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა”. სამწუხაროა.“,

    ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია  „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

  • გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც შექმნის საფუძველს, მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები – სამადაშვილი

    გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც შექმნის საფუძველს, მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები – სამადაშვილი

    “ჩემთვის კიდევ ერთხელ გაუგებარია, რატომ უნდა ვაჩუქოთ ჩვენ გამარჯვება “ქართულ ოცნებას” იქ, სადაც მას აქვს გარანტირებული მარცხი, მაგალითად, თბილისში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, ვინც აცხადებს, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის სწორი გზა. გადახედოს საკუთარ პოზიციას, შეხედოს, მათ შორის, ამ კვლევას, რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ სრული კონსოლიდაციის პირობებში ჩვენ გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც, ცხადია, შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ისედაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ კვლევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა არის გამარჯვების ფორმულა და გაუგებარია, ამ გამარჯვების ფორმულაზე რატომ ამბობს დღეს ვიღაც უარს”

    ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც დილით გადააყენეს გარდაცვლილი იპოვეს – ეჭვი თვითმკვლელობაზეა

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს –  გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

    “რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დაადგინონ ზუსტი გარემოებები. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა”. – ეს  განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტა გაავრცელა.

    მინისტრობამდე რომან სტაროვოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.