Blog

  • გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო სამინისტრომ ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა

    გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ ”ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა. ელჩის საგარეო უწყების შენობაში შესვლის კადრებს სამთავრობო რუსთავი 2 ავრცელებს.

    გუშინ საგარეო სამინისტროში მივიდა პეტერ ფიშერიც. უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ “აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

    ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.

  • ”ქართული ოცნება” შეურაცხყოფს ელჩებს, მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს – ლუაზო

     

    ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს ევროპელ ელჩებს და მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს. ვერ ვხვდები, რატომ ხდება, რომ – ამავდროულად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში თავის ქართველ კოლეგას ხვდება. ახსნა?

    წერს ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე.

  • [ფიშერი] ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს! – გერმანიის საგარეო საქართველოს საგარეოს

    ”ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს ”- ასე აფასებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო უწყების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის დაბარების ფაქტს.ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს.

    “მტკიცედ უარვყოფთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განგრძობით აგრესიულ რიტორიკას თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და დღეს მის უსაფუძვლო დაბარებას. ის ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს”. – წერია განცხადებაში.

  • განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში – საგარეო ფიშერზე

    ” განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში”-ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.

    შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. 

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

    ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

    ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით,  სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა  და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.

    საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ “ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში”.

    მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.

    მე დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას გადმომცემენ. მაგრამ ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ.

    მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა საგარეოში შესვლამდე.

  • ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეეს ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა – დეტექტივი

    ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ  მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.  მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ჯანგველაძეზე ფიზიკურად მოქმედებას, რადგან მისი ძმა ე.წ. კანონიერი ქურდია.

    ”ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშივილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიყლი ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

    ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის “დედ ჰასანის” შვილიშვილი.

    ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე “თბილისი ტაუერთან” შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა”. – თქვა რობიკო გოგიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

    გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სასტუმრო ამბასადორის დაცვის უფროსიც.

    “დამირეკა დაცვის თანამშრომელმა, და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა”. – თქვა მან IPN-ის ცნობით.

  • ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო…საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსი ასევე მიიწევდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. არ შეიძლება, რომ ევროპამ მოლდოვის დაკარგვაც დაუშვას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების გაწევის საჭიროებას და როგორ გაუშვა შანსი ხელიდან ბელარუსთანაც. მოლდოვა არ უნდა დაიკარგოს.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება- იუკნევიჩიენე

    თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება- იუკნევიჩიენე

    თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე საუბრობს.

    “რეჟიმის იმის ჩვენება სურს, რომ თითქოს ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ. მაგრამ ეს ტყუილია! ისინი იტყუებიან ყოველდღე, როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტები. რატომ იტყუებიან? იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელშია. მოთხოვნები გაწერილია შესაბამის დოკუმენტებში და “ქართულ ოცნებაში” ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს.

    წლების წინ, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქვეყანაში სხვა მდგომარეობა იყო. უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება არ არის უსასრულო. იცავს თუ არა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს? პროცესი ყოველწლიურად ფასდება. ეს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, არამხოლოდ საქართველოზე. თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება, სხვაგვარად წარმოუდგებელია. მაგრამ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიასთან ერთად. როდესაც ვუყურებ ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის მოთხოვნებს და იმას რაც საქართველოში ხდება, ძალიან გაოცებული ვიქნები თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველო ამ მოთხოვნებს ასრულებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. თანაც ეს უკანონო დაკავებები. ეს ნამდვილად არაა დემოკრატია.

    ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

    “რასა იუკნევიჩიენე: მდგომარეობა უარესდება ყოველდღიურად. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ და არაფერია ამაში გასაკვირი. იმედი ახლა არის ხალხი ქუჩაში. მეტი ადამიანი ქუჩაში ნიშნავს მეტ იმედს. რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, თუ რას ნიშნავს “ოცნების” მმართველობა საქართველოსთვის, ეს ნიშნავს უკეთეს მომავალს ქვეყნისათვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ იქნება ეს სანქციები თუ ზეწოლა რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც რეკომენდაციები არ შესრულებულია.

    ეს იყო გზავნილი ხალხის მიმართ, რომ თქვენს გვერდით ვართ და არ მივცემთ უფლებას რუსეთს თქვენით ისარგებლოს. მაგრამ, “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მანიპულაციისათვის გამოიყენა, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პროევროპული ძალაა. ახლა ყველა ნიღაბი მოხსნილია. საინტერესოა, “ოცნების” ამომრჩევლებმაც თუ გააცნობიერეს, რომ ისინი მოატყუეს. რეალური განწყობების შესაფასებლად, საჭიროა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაატარებენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცედურებს ხანდახან ალბათ ლუკაშენკოც იცავს. აქ მთავარი ისაა, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, როდესაც წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე შეზღუდულია. ეს ნამდვილად არ არის არჩევნები”, – აღნიშნავს რასა იუკნევიჩიენე.

  • დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – ფიშერი

    დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – ფიშერი

    “დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ, რას გადმომცემენ.

    მაგრამ, ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ელჩების მიმართ.

    მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“

    აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

  • ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში – კობახიძე

    ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში – კობახიძე

    „რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე “

    აცხადებს “ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე.

  • თუშეთში ავარიას 2 ადამაინი ემსხვერპლა.

    თუშეთში ავარიას 2 ადამაინი ემსხვერპლა.

    თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

    მომხდარზე, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.