Blog

  • დავაკავეთ პირი, რომლის მითითებით არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა – შსს

    შსს-მა დააკავა ადამიანი, რომლის მითითებითაც მისსავე მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა. არასრულწლოვანი აღებული თანხის ნახევარს ბრალდებულს უხდიდა.

    დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს განცხადებაში

  • ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს! რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს – ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე

    ”ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს! რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს ” – პარტია ფედერალისტები რეჟიმის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება და მისი სატელიტები სამი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ლელოს აკრძალვას ითხოვენ.

    “როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს.  რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ. ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით.

    ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას – რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების.

    ამ გადაწყვეტილებით რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს.

    ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს.

    დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება” – ნათქვამია განცხადებაში.

  • “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან – იუკნევიჩიენე  პარტიების აკრძალვაზე

    “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან – იუკნევიჩიენე პარტიების აკრძალვაზე

    შემაშფოთებელი ამბავი საქართველოდან.

    მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელსა და ახალის, აკრძალვის მიზნით სარჩელი შეიტანა.

    “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან.

    წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

  • პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება! – ხოშტარია

    პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება! – ხოშტარია

    „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიების დასახელებას, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება.

    • „ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია. საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება! ბოლომდე“, – წერს ელენე ხოშტარია.

    ცნობისთვის, დღეს  “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ის პარტიები ჩამოთვალა, რომლებსაც რეჟიმი აკრძალვას უპირებს:

    • ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
    • კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, ნიკა მელია, გირჩი, დროა
    • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

    “ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია (დროა) და გირჩი – მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში, კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია-მელია-გირჩი-დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებან არიან რეგისტრირებული”.- განაცხადა პაპუაშვილმა.

    ცნობილი ხდება პარტიების სია, რომელიც არ აიკრძალება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული პარტიების აკრძალვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პარტიები პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

    • “ფედერალისტები”;
    • “დროა”;
    • “გირჩი”;
    • “გახარია – საქართველოსთვის”;
    • “სტრატეგია აღმაშენებელი”
    • “ევორპული საქართველო”

    ”აგრეთვე – კი ევროპას, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ – ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება”. – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • რომელ პარტიებს აკრძალავს “ქართული” ოცნება

    ”ქართულ ოცნებას” პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს – “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ის პარტიები ჩამოთვალა, რომლებსაც რეჟიმი აკრძალვას უპირებს:

    • ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
    • კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, ნიკა მელია, გირჩი, დროა
    • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

    “ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია (დროა) და გირჩი – მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში, კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია-მელია-გირჩი-დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებან არიან რეგისტრირებული”.- განაცხადა პაპუაშვილმა.

    ცნობილი ხდება პარტიების სია, რომელიც არ აიკრძალება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული პარტიების აკრძალვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პარტიები პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

    • “ფედერალისტები”;
    • “დროა”;
    • “გირჩი”;
    • “გახარია – საქართველოსთვის”;
    • “სტრატეგია აღმაშენებელი”
    • “ევორპული საქართველო”

    ”აგრეთვე – კი ევროპას, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ – ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება”. – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • მადლობა გაქვთ სათქმელი, უფლება მოგეცით რომ აქ სხედხართ და პარლამენტის დეპუტატი გქვიათ – კირცხალია გახარიას პარტიას

    ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოხვედითო, ამ დაგვიანებას თავისი მიზეზი აქვს და არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი, მათი პატრონებისგან, რომელშიც ეს დანაყოფი კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით – მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს თქვენთვის, მაგრამ ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი [გიორგი გახარია], რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული. […]

    რაც შეეხება თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს, რამდენიმე დღის წინ და ალბათ, ჭკვიანურად დალაგებულ მესიჯბოქს, სანამ შემოხვიდოდით აქ, თორემ თქვენი 8%-ია მხოლოდ ლეგიტიმური – ერთი გახსოვდეთ და აქ დარბაზში გეუბნებით, მადლობა გაქვთ მოსახდელი თითოეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ, ხომ. მაგრამ გახსოვდეთ მკაფიოდ და ნათლად – ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელ ამომრჩეველსაც თქვენ ატყებდით არჩევნებამდე, თითქოს წარმოადგენდით განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და არა იმას, რაც საზოგადოებამ კარგად ნახა.

    ასე მიმართა ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას პარტიის წევრებს.

  • ვგმობთ ჟურნალისტების დაკავებას, მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას – ქარტია

    ”ვგმობთ ჟურნალისტების დაკავებას, მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გასულ კვირაში მედიის წარმომადგენლების დაკავებას ეხმაურება.

    “ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში პროფესიული თემის წევრების დაკავებას და გმობს მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მათთვის წაყენებულ დაუსაბუთებელ ბრალსა და მათ მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სასჯელს.

    ამ ქმედებებს ქარტია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვად და პროფესიული თემის დაშინების მცდელობად აფასებს და ქართულ ოცნებას საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს. 

    22 ოქტომბერს, პოლიციამ უხეში ძალის გამოყენებით დააკავა ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებისას ის ტროტუარზე იდგა და პოლიციას ემოციურად უხსნიდა, თუ რა მოხდებოდა, თუკი საქართველო რუსეთთან დაახლოებას განაგრძობდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე დიდი ხანია, სამეურვეო საბჭოს წევრის მანდატის ფარგლებში, აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და მისი მენეჯმენტის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.  

    22 ოქტომბერსვე, სახლთან დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი. მას სასამართლომ 14-დღიანი ამინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მოთხოვნით შარშან დააკავეს, საექსტრადაციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე დაჰყო. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. 

    24 ოქტომბერს სახლთან დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, მაიკო ბოკერია. შსს მათაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს,  როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას – 5,000-ლარიანი ჯარიმა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სანამ მას საზოგადოებრივ მაუწყებელში ეთერი ჰქონდა, ყოველ საინფორმაციო გამოშვებას მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით იწყებდა. ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. 

    24 ოქტომბერსვე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. სასამართლომ მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

    25 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, პოლიციამ დააკავა ნიკა პატარაია, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის დროება ოპერატორი. სასამართლომ ოპერატორს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

    წინა დღეებში დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს ტელეკომპანია ფორმულას საღამოს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია, დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი და სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. სასამართლომ მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, შესაბამისად, 6, 5 და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 24 ოქტომბერს, იმავე საბაბით დააკავეს გადაცემა ყოველდღეს თანაწამყვანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

    ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პუბლიკას ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილის შემთხვევა. 24 ოქტომბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. პუბლიკას ინფორმაციით, პოლიციელებმა ჟურნალისტი მანქანაში  ჩასვეს, სადაც ის დაახლოებით 50 წუთს შეაყოვნეს. მათ ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს დაკავშირებოდა. მოგვიანებით, პოლიციელებმა ჟურნალისტი სახლში დააბრუნეს, უთხრეს რა რომ „სხვაში შეეშალათ“. პუბლიკას აზრით, საქმის გარემოებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს – პოლიციელებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ და ის მხოლოდ ფაქტის გახმაურების შემდგომ გაათავისუფლეს. 

    სასჯელმისჯილ ჟურნალისტებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.” – წერია ქარტიის განცხადებაში. 

  • გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატ – ირაკლი ფავლენიშვილი

    „მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას, მე მგონი მერე თავის ბოლო პარტნიორსაც უღალატა. ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. საბოლოოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს „ქოცურ“ წიაღს, თუმცა მგონი, ამ „ქოცურ“ წიაღში დიდად არც იბრუნებენ ამ ადამიანს. ამიტომ, მართლაც ტრაგიკული გახლავთ ის ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მას ჰქონდა. საბოლოოდ, ის არც ოპოზიციის მიერ არის აღქმული ოპოზიციად და მგონი, მგონი არც ხელისუფლების მიერ არის აღქმული ხელისუფლებად, ეს არის მისი ტრაგედიის არსი.[…]საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ზოგადად, კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული იმიტომ, რომ უკვე ყველანაირი უფლება არის შეზღუდული. ქრესტომათიული მაგალითი არის ჩვენს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ალბათ, სასწავლო კურსშიც შეიტანენ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე გათვლებით, ასი ათასობით მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებზე რომელ პარტიებსაც ხმას აძლევდნენ, ის უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ ექნება არსებობის საშუალება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული, დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“

    ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

  • „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

    „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

    პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ და  დღეს გამართულ სასესიო სხდომას დაესწრებიან.

    „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება, ყველა კითხვას გასცემს პასუხს – ალექსი ახვლედიანი

    ”თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება, ყველა კითხვას გასცემს პასუხს”  – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

    „მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ქვეყანაში ბრუნდება, ის არც აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს“, – თქვა ახვლედიანმა.

    რიჟვაძე 7 ივლისს, ალექსი ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის გამო კლინიკაში მოხვდა, მეორე დღეს კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

    მის ტანსაცმელში ნაპოვნი წერილი თავად რიჟვაძეს ეკუთვნის, სადაც ის შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს.საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა ყოფილი მაღალჩინოსანი.

    ახვლედიანს იარაღის შენახვის წესების დარღვევაში ედება ბრალი.