Category: ახალი ამბები

  • ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს! – BBC “ოცნებას” პასუხობს

    “ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს!” – ასე პასუობს, “ფორმულასთან” , BBC- ი “ქართული ოცნების” დავის წამოწყებას მათ წინააღმდეგ.

    “ჩვენი დოკუმენტური ფილმი, “როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის”, რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს”. – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

  • მიქანაძე აცხადებს, რომ მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნების სწავლა შეეძლებათ, რაც ეროვნულებზე უნდა ჩააბარონ

    “მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი პროფილური გავხადოთ. ამიტომ, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს – რითიც, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მხოლოდ ის საგნები ისწავლონ, რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ეს ინტენსიური, 1-წლიანი სასწავლო პროგრამა იქნება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ”

    აცხადებს ივანიშვილის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე.

  • სისასტიკის ახალი დონე. თავად მოიგონეს ეს თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს? – სერ უილიამ ბროუდერი

    ”საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ზემოქმედება კვირების განმავლობაში გრძელდება. სისასტიკის ახალი დონე. ერთადერთი კითხვა ის არის, თავად მოიგონეს ეს თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს,” 

    ასე ეხმაურება, მაგნიტსკის აქტის შემქმნელი, სერ უილიამ ბროუდერი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

    „მაგნიტსკის აქტი“,  2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. წლების განმავლობაში აქტის ადრესატების სია გაფართოვდა და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული. „მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.

    შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს – ორ მოქმედ მაღალჩინოსანსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს. ესენი არიან:

    • ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
    • მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე;
    • კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
    • ზურაბ მახარაძე, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი.
  • “უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს” – სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

    ”შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ” – “ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
    ”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
    გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
    დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
    შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
    გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას”.
  • ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას! – ევროკომისიის პრესსპიკერი BBC-ს გამოძიებაზე

    „ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასე რომ, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს მიუღებელი იქნება. ჩვენ ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“,

    ასე ეხმაურბეა, ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერი BBC- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

  • ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად – თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე

    პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. პარტიის ინფორმაციით, იწყებენ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად, რათა ქიმიური იარაღის გამოყენებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.

    “ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია! მსგავსი დანაშაული საქართველოს ისტორიაში გვახსოვს მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილს რუსების მხრიდან.

    ჩვენ ვიწყებთ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობას ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ექსპერტთა ჯგუფთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

    ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ათი ათასობით მშვიდობიანი დემონასტრანტის წინააღდეგ ქიმიური იარაღის გამოყენაბაში, პასუხს აგებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმებით!

    ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს ემატება ქიმიური იარაღის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში გამოყენება, სადაც არის სკოლა და ზიანი მიადგა არამხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ საფრთხე შეექმნა სკოლის მოსწავლეებს და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

    არცერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ!

    არცერთი ფაქტი არ ჩაიფარცხება!

    და არცერთი გადაწყვეტილების მიმღები არ დარჩება დაუსჯელი!” – ნათქვამია თავისუფლების მოედნის განცხადებაში.

    გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართულმა ოცნებამ, პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

  • ჩვეულებრივი სისულელეა, ყველაფერს კადრულობენ – კალაძე BBC-ის გამოძიებაზე

    ჩვეულებრივი სისულელეა, ყველაფერს კადრულობენ – კალაძე BBC-ის გამოძიებაზე

    „ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“,

    ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    შეგახსენებთ, რომ BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

     

  • ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, ივანიშვილი დაისჯება – თევზაძე

    კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ ბრიფინგზე BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი დანაშაული, “ამის გამო ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აუცილებლად დაისჯება”.

    “9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლია საკუთარი შვილები და ქართველი ხალხი. […] ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა წამება და ეს წამება კვალიფიცირდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო ინსტიტუციებში მას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც ჩაიდინა” – ამბობს თევზაძე.

  • ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას – მიქელაძე

    BBC-ის გამოძიების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველანი ჩვენი სხეულებით ისედაც ვგრძნობდით.

    ქართული ოცნების ხელისუფლებამ უბრალოდ გაწირა ათიათასობით ადამიანი და ახალგაზრდა უმძიმესი დაზიანებისთვის და როგორც BBC-ის გამოძიება აჩვენებს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. მთელი რიგი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ქიმიური ნივთიერება ე.წ. კამიტი იყო.

    კამიტი​​ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის შემდგომში სხვა მიზნითაც გამოიყენებდა და 1930-იან წლებში მოხმარებიდან ამოიღეს, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო.

    ვინ მისცემდა ამ საშუალების გამოყენების შთაგონებას ქართულ ოცნებას, თუ არა ჩაჟანგებული და დამპალი ავტორიტარული რეჟიმები ჩვენს მეზობლად?!

    ეს დოკუმენტური გამოძიება გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საქმეებზე. მხოლოდ ჩვენს ერთ ორგანიზაციას 50-ზე მეტი საქმე მიაქვს სტრასბურგის სასამართლოში პროტესტთან, წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. სწორედ ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას და მათ შორის, საპირისპიროს დამტკიცება გამოყენებული ქიმიური იარაღის ბუნებაზე, და ვნახოთ ამას როგორ გააკეთებს.

    მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება ყველა წამებულისა და ძალადობაგამოვლილი ადამიანის სასარგებლოდ. ის შეიძლება გვიან დადგეს, მაგრამ აუცილებლად დადგება.

    წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

  • არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს – კობახიძე

    არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს – კობახიძე

    “ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს. ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განტმკიცების თვალსაზრისითაც”,

    განაცხადა ამის შესხებ, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.