Category: ახალი ამბები

  • კრისტალ ჯგუფის მფლობელ სტეფანიანს პატიმრობა 2 000 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა

    უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კრისტალ ჯგუფის მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს სასამართლომ პატიმრობა 2 მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალა.

    კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.

     

  • ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. უწყების კადრებში ჩანს, რომ ის ნაცემია.

    “გამოძიებით დგინდება, რომ  მიმდინარე  წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის  საქალაქო სასამართლოს კანცელარიის  შენობის  გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

    დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით,  მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი  სამედიცინო  კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც”.- ნათქვამია განცხადებაში.

    მათი ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად, მაგრამ ეს დამარცხებაც მოვა – ზურაბიშვილი

    „განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.[…]გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე“,

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრიი ერმაკი თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.შესაბამისი განცხადება, ქვეყნის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

    “ადმინისტრაციის უფროსმა ანდრიი ემარკმა გაადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. […] მადლობელი ვარ ანდრეის იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული პოზიცია ყოველთვის იმგვარად იყო წარმოდგენილი, როგორც საჭიროა. ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო. თუმცა, მსურს, რომ ხმები და სპეკულაციები არ იყოს. რაც შეეხება ადმინისტრაციის ახალ უფროსს, ხვალ კონსულტაციები მექნება მათთან, ვისაც შეუძლია, რომ ამ ინსტიტუტს გაუძღვეს”. – თქვა ზელენსკიმ.

    ცნობისთვის, დღეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

  • 1 წლის შემდეგაც, ქართველებმა უნდა იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის – მაკკლირი

    ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს მათ წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ მიმართ. საქართველო ვლადიმერ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზე იმყოფება. მათი დემოკრატია და ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა. ერთი წლის შემდეგაც, ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ზეწოლა და იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის.

    წერს ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში.

  • პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა – პაპუაშვილი საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე

    პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა – პაპუაშვილი საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე

    ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადაწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რადოენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელი დააკმაყოფილონ. საქართველოს მოქალაქეებს რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება“,

    განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, პოლონეთის მიერ, საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე.

  • კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყოველ სიტყვას  კიდევ ერთხელ ხელს ვაწერთ – პაპუაშვილი

    კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყოველ სიტყვას კიდევ ერთხელ ხელს ვაწერთ – პაპუაშვილი

    რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მის ყოველ სიტყვას ხელს ვაწერთ კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება.

    2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების თარიღებზე და ეს აღიარა წერილობით ცოტა ხნის წინ საელჩომაც, შესაბამისად, ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი.

    მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.

  • ქართველები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ

    2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გამოსცა ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელთა დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს შეეხება.

    ახალი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

    • სომხეთის რესპუბლიკა
    • ბელარუსის რესპუბლიკა
    • მოლდოვას რესპუბლიკა
    • უკრაინა

    საქართველოს მოქალაქეები ამოღებულ იქნენ ამ სიიდან.ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:

    • გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
    • მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.

    რეგულაცია, რომლის სრული სახელწოდებაა „ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლოა შეეხოს უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება და სეზონური სამუშაოს ნებართვის ზოგიერთი დებულება“, გამოქვეყნდა პოლონეთის რესპუბლიკის კანონების ჟურნალში (Dz. U. poz. 1617) 2025 წლის 25 ნოემბერს.

  • 24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ (ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

    სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

    სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01.

    სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, ანდრეი ერმაკის სახლს ჩხრეკს

    უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებს.

    როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ადგილზე დაახლოებით ათი ოფიცერი იმყოფება.

    რამდენიმწ წუთის წინ, ერმაკმა დაადასტურა, რომ ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და ანტიკორუფციული პროკურატურა (САП-ი) ნამდვილად ატარებს ჩხრეკას მის სახლში, რათა შეამოწმონ მისი შესაძლო კავშირები კორუფციონერ ტიმურ მინდიჩის დანაშაულებრივ სქემასთან.

    ”დღეს ჩემს სახლში [უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო] НАБУ და [პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური] САП საპროცესო მოქმედებებს მართლაც ატარებენ.გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ ბინაზე სრული წვდომა მიეცათ და ადგილზე ჩემი ადვოკატები იმყოფებიან, რომლებიც სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, [გამოძიებასთან] სრულიად ვთანამშრომლობ.”- წერს ანდრეი ერმაკი.