Category: ახალი ამბები

  • სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – ჯაღმაიძე

    სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – ჯაღმაიძე

    სამჯერ გვაქვს პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან დაყენებული, მათ შორის მზია ამაღლობელზე. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი და ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი, მაგრამ არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რომელიმე პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს.

    თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • საქართველო რუსულ ბანაკშია – მარკო მიხელსონი

    საქართველო რუსულ ბანაკშია – მარკო მიხელსონი

    საქართველო რუსულ ბანაკშია, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი.

    ესტონელი პარლამენტარი ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის პოსტს ეხმაურება, რომელიც წერს: „რატომ უშვებს საქართველო რუსულ ფრენებს ირანში მისი ტერიტორიის გავლით?

  • დიდი მოთხოვნის გამო, საახალწლო სოფლის მუშაობა 14 იანვრამდე გახანგრძლივდება – კალაძე

    დიდი მოთხოვნის გამო, საახალწლო სოფლის მუშაობა 14 იანვრამდე გახანგრძლივდება – კალაძე

    დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოების და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება.

    14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები – წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას.

    თბილისის მერიის ცნობით, თქვაჰ კახა კალაძემ FB-LIVE-ში.

  • ბათუმის ნავთობტერმინალში სუს და საგამოძიებო სამსახური შევიდა

    ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ,  ბათუმელები ავრცელებს.

    გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები.

    “როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები”

     

  • ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, იყო შესამაბისი სტანდარტების – დარახველიძე

    გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ეს იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. მათ შორის, იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, გაკეთდა განმარტება, რომ თითქოს და გამოყენებული იყო კამიტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე. გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს გაეცემა პასუხი.

    ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც განმარტა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესამაბისი სტანდარტების.

    ჩვენ ვთანამშრობლობთ გამოძიებასთნ, შესაბამისად, ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარმოდგენილი გამოძიების წინაშე…

    შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების შესაბამის საპოლიციო დანაყოფებში. რაც შეეხება, კონკრეტულ ნივთიერებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება წარდგენილი იქნება გამოძიების წინაშე და საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და დარწმუნდებით, რომ არანაირი მომწამვლელი ნივთიერება და, მათ შორის, კამიტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ყოფილა გამოყენებული…

    ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებ საზოგადოებას, და თითქოს ის ფაქტი, რომ, რაც, ასე ვთქვათ, ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა, და საუბარი იმაზე, რომ თითქოს და გამოყენებული იყო კამიტი არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული, არც გვქონია არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    თქვა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • შსს-ს ვთხოვდით ინფორმაციას, რა გამოიყენეს აქციაზე, პასუხი არ მიგვიღია – ომბუდსმენის მოადგილე

    “სამწუხაროდ, არ მიგვიღია დამატებითი ინფორმაცია. მოგეხსნებათ, ჩვენ ვსწავლობდით საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს და ამის შესწავლის ფარგლებში მივმართეთ სწორედ და შსს-საც ვთხოვდით კონკრეტულად რა სახის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს ამაზე ინფორმაციას. ასევე, ვთხოვდით ინფორმაციას იყო თუ არა გამოყენებული რაიმე სახის ქიმიური ნივთიერება და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპამდე ინფორმაცია არ მიგვიღია”

    აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.

  • შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), აცხადებს რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.

    “საია 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების (ე. წ. გავრილოვის ღამის) შედეგად დაზარალებულთა უფლებებს უკვე მრავალი წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო დონეზე.

    ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე რამდენიმე დაზარალებულის საქმის განხილვა დასრულდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულებისთვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება.

    ამ პირებს შორის არიან, მათ შორის, ისეთი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ სარჩოს გადახდაც დაეკისრა.

    სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, აღარ საჩივრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა, აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.

    იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით, გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებიც, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს.

    საყურადღებოა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც – რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული, წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას.

    აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე გამოცხადებს.

    მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მიზნით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები”. – წერს საია.

  • ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს – შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

    მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდათ, ის უქნიათ, მე თვითონაც დავაძალებ ჩემს მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის. ისევე, როგორც დამთავრდა ყველა ის მიმართვა სტრასბურგის და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც ყალბი ნარატივებით მივიდნენ.

     

    ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე

  • გამოიძიეთ ოცნების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება – ჰელსინკის კომისია კონგრესს

    აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი სტივ კოენი განცხადებას ავრცელებენ რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

    “ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები მიაყენა. ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა შესახებ იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი ქცევა ქართულ ოცნებას რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე დაიხევენ უკან.

    მოვუწოდებთ აშშ-ს ხელისუფლებას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დაუწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებს. ამავდროულად, კვლავ მოვუწოდებთ კოლეგებს კონგრესში მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტ დამატებით საშუალებას მისცემს მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”. – წერია განცხადებაში.

  • კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია – ჩახუნაშვილი

    “ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება ჩვენი მედიკოსების, რომ თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა საჭირო.

    პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველასთვის ღია იყო, ყველა კომპონენტის დაცვით, კონფიდენციალურობის დაცვით. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ გავუგზავნეთ კითხვარები შესავსებად.

    როდესაც კითხვარების პასუხებში ვნახეთ, რომ იყო საყურადღებო ელემენტები, შევთავაზეთ კვლევა, რომელშიც შედიოდა ელექტროკარდიოგრამა, კაპილაროსკოპია, კლინიკური ანამნეზი, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. ეს ყველაფერი შეჯამდა, პროფესიონალურად იქნა ნანახი.

    კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზი, კლინიკური კვლევა არის სულ სხვა რამ”,

    ამის შესახებ ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.