Category: ახალი ამბები

  • მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ – ზელენსკი “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე

    მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ – ზელენსკი “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე

    დიპლომატია და რეალური დახმარება გვერდიგვერდ უნდა მიდიოდეს. რუსეთი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ქვეყანაზე და სწორედ ახლა ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი თემები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება იხსნის სიცოცხლეს და ზრდის დიპლომატიის შანსებს. სწორედ ამიტომ, ყოველი შეხვედრა კონკრეტულ შედეგებს უნდა იძლეოდეს — ახალ გადაწყვეტილებებს საჰაერო თავდაცვის შესახებ, დახმარების ახალ პაკეტებსა და ცის დასაცავად ახალ შესაძლებლობებს.

    პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჩვენ სწორედ ეს განვიხილეთ — უკრაინის რეალური შესაძლებლობები რუსული ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენი თავდაცვა და მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პოზიციები დიპლომატიაში. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან შინაარსიანი დისკუსია დიპლომატიასა და ჩვენს ნაბიჯებზე. დღეს პარიზში იმართება „მსურველთა კოალიციის“ ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან სახელმწიფოთა მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები, მინისტრები და ელჩები. ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს.

    მადლობელი ვარ ემანუელის მისი ლიდერობისა და დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. გმადლობთ ამ შეხვედრისთვის.

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

  • ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა – აშშ-ის საელჩო საქართველოში

    ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა – აშშ-ის საელჩო საქართველოში

    ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება.

    ამის შესახებ, განცხადებას, საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

  • ევროკავშირი უკრაინას ყოველ ნაბიჯზე მხარს დაუჭერს – ანტონიო  კოშტა

    ევროკავშირი უკრაინას ყოველ ნაბიჯზე მხარს დაუჭერს – ანტონიო კოშტა

    „ვიმყოფებით პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გავაძლიეროთ წვლილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღწევად.[..] ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“,

    ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, ტრამპმა“ ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა მადურო  – სააკაშვილი

    სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, ტრამპმა“ ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა მადურო – სააკაშვილი

    ”სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, ტრამპმა“ ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა მადურო” – აცხადებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

    „სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, „დიფსთეითის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ტრამპმა“ დაატყვევა და ამერიკის ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა და კოლეგა დიქტატორი მადურო, (ისეთივე არალეგიტიმური, როგორც თქვენი მმართველობა და ასევე მე-14 წელი ხელისუფლებაში მყოფი), რითაც დაუბრუნა თავისუფლება ვენესუელას.

    აი, ასე იცის ამერიკის კანონიერი მოთხოვნების დაცინვამ და ურჩობამ, არადა თქვენც გაქვთ წაყენებული ამერიკისგან გამოგზავნილ წერილში მთავარი მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თქვენი ორღობის დიქტატორი ჯერ Credit Suisse-ს ფულის დაბრუნების საკითხს აწვება და ტრამპს კარის ფილოსოფოსის პირით უთვლის მუქარებს.

    ხოდა კიდევ ერთი ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის – მადურო, როგორც ირკვევა, ასე უცებ იმიტომ აღმოაჩინეს, რომ თავისიანებმა ჩააბარეს. ხოდა ახლა გადავხედოთ ივანიშვილის „თავისიანებს“. კობახიძემ და მისმა კოლეგებმა იციან, რომ ბატონი აპირებს ოჯახური დიქტატურის გაფორმებას და პრემიერად ცოტნეს დასმას, ისიც კარგად იციან თუ რა მოუვიდა მათ წინამორბედებს და ისიც, რომ ივანიშვილის ასაკში ადამიანი უკვე არ იცვლება და ერთი და იგივეს გამეორება სჩვევია.

    ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ივანიშვილი კი აძლევს ყოველთვიურ კონვერტს ორი ათასამდე საჯარო მოხელეს, მოსამართლეებს, სპეცრაზმელებს და საპატრიარქოს, მაგრამ მთავრობის წევრებს ივანიშვილის გარეშე ბევრად მეტი ფულის გაკეთება შეეძლებათ და არც ყოველდღიურ შიშში მოუხდებათ ცხოვრება. ხოლო ინსტიტუციურად პოლიციაც, სუსიც, სპეცრაზმიც და პრინციპში პროკურატურაც კობახიძის და მისი ჯგუფის ხელშია და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ივანიშვილის სახით, მომეტებული საფრთხის წყაროს განეიტრალება და მოშორება. თან ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ბრიყვულად სჯერა, რომ მისი საყვარელი პატრონი ძალიან მალე უკან უხმობს, მათ სენტიმენტები არ აწუხებთ. თანაც თუ ადრე ივანიშვილისთვის მთავრობა ხალხის ბრაზის მეხამრიდი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა – კობახიძე არ უყვართ, მაგრამ ივანიშვილი უფრო ეზიზღებათ და მას სარეზერვო კადრებიც აღარ დარჩა ცოტნეს გარდა.

    ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ივანიშვილმა შექმნა თავისი არსით რუსული რეჟიმი, რომელიც იჭერს როგორც რუსები, „კანონებს“ წერს როგორც რუსეთში, მთელ ცივილიზებულ სამყაროს გადაეკიდა როგორც ეს მოსკოვიდან მოსთხოვეს. აგერ კრემლის დაუძინებელი მტერიც მე-5 წელია ვყავარ ტყვეობაში და მაინც ჰოი საოცრებაც და კრემლი არ მალავს ივანიშვილით უკმაყოფილებას.

    პუტინი თვლის, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს ბორიას 2 მილიარდი მიაშავა არჩევნებზე, პროპაგანდისტულად მუდმივ დახმარებას უწევს, ჯერ ჩემს გარემოცვაში აგენტი ჩანერგა და შემდეგ ივანიშვილს მიაწოდა ჩემი საქართველოში ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ივანიშვილმა მაინც გადააგდო და არ შეასრულა მთავარი დაპირება – აფხაზეთის და ოსეთის აღიარება, რაც გააფორმებდა პუტინის 2008 წელს გამარჯვებად.

    ივანიშვილმა რაღაც “телодвижения” კი გააკეთა, წულუკიანის კომისიის სახით, ოსებთან ბოდიშის მოხდის დაანონსებით, მაგრამ იცის რომ ტერიტორიების აღიარება ბოლო წვეთი იქნება ქართველი ხალხის მოთმინების ფიალაში და ამიტომ ვერ ბედავს. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც რუსებს დაუნიშნა ძალოვნები ფარცხალაძის, ლილუაშვილის და გახარიას სახით, ახლა პირველადაა, რომ არცერთი ძალოვანი მოსკოვს არ შეუთანხმა, იმ შიშით რომ მოსკოვმა თუ ის ძალიან გაუბრაზდა თავის კრეატურას ბორიას სახით, ისინი არ გამოიყენონ ივანიშვილის ასაყირავებლად.

    სწორედ ამიტომაა, რომ რუსები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას არსებული სტატუს-კვოთი, იმიტომ რომ მათ საქართველო ივანიშვილისთვის კი არ უჩუქნიათ, არამედ არა 80%-ით როგორც ახლა, არამედ 100%-ით თავის მფლობელობაში სურთ. ასე რომ არც ის არის გამორიცხული, რომ ФСБ-მ ამჯერად კობახიძის ჯგუფი წაახალისოს ივანიშვილის გასაწევად, საქართველოს უფრო მყარად ჩაბარების გარანტიების სანაცვლოდ.

    ივანიშვილი ყველაფერს იმსახურებს რუსეთთან შეკვრისთვის და ქართული სახელმწიფოს დანგრევისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის საბოლოო ფორმალურ დაკარგვას არ იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ნებდება და იბრძვის.

    და იმის შესახებ თუ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ დავწერ შემდეგ დღეებში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • დავაკავეთ პირი, მან სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს

    დავაკავეთ პირი, მან სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს

    შს სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია 990 ადამიანი

    ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია 990 ადამიანი

    ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, – ინფორმაციას ამის შესახებ  The Guardian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, დაკავებულია 990 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი არასრულწლოვანი.

    აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში (HRAI), ცნობით, ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პროტესტი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 ლოკაციაზე გავრცელდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

    უსაფრთხოების ძალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს რეპრესიები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, კომენტარების შემდეგ, რომელმაც მომიტინგეებს „მეამბოხეები“ უწოდა.

    გასულ ღამეს პროცესის ესკალაცია გაგრძელდა. ძალოვნებმა გამოიყენეს ტყვიები. ყველაზე მეტი – ხუთი – ადამიანი დაიღუპა ქალაქ მალექშაჰში. დაშავდა კიდევ 30-მდე პირი მას შემდეგ, რაც ძალოვნებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

  • ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს

    ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს

    ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც 2019 წელს პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა დობორჯგინიძე ჭკადუას ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “ფარნაოზ ჭკადუა დააპატიმრეს, დღეს ჩამოვიდა საქართველოში, 2019 წლიდან მისჯილი აქვს საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩხუბში მონაწილეობის გამო ოთხი წელი, მას შემდეგ პოლონეთში ცხოვრობდა. როგორც ვიცი შეწყალების მოთხოვნა აქვს დიდი ხანია დაწერილი სალომეს მიმართა და არ დააკმაყოფილა.ბოლო ორი წელია ყოველდღე ველაპარაკები ფარნაოზს საგარეო პოლიტიკაზე, და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, ნაცები კი ლანძღავენ იმის გამო, რომ “ქოცურ” აზრებს წერს. თუ ვინმე იმსახურებს შეწყალებას ფარნაოზია!” – წერს დობორჯგინიძე.

  • ვენესუელასთან დაკავშირებით, მთავრობის განცხადება არის ადეკვატური – ვოლსკი

    ვენესუელასთან დაკავშირებით, მთავრობის განცხადება არის ადეკვატური – ვოლსკი

    ვენესუელასთან დაკავშირებით, მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ადეკვატური, შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია – საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

  • ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის

    ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის.

    “საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ. მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა. ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა – ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე.

    ჩემი პროფესიული ფოკუსი უკვე კერძო სექტორზეა: ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსები და ეკონომიკა. მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები ასევე მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ. ეს არ ნიშნავს საჯარო ინტერესებზე უარის თქმას – ეს ღირებულება კვლავ რჩება ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედად, ყოველთვის და ყველგან ვიბრძოლებ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებისთვის.

    მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ გზაზე მოვდიოდი. წინ ახალი ეტაპია”, – წერს ლილუაშვილი.

  • პოლიციამ 10 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

    პოლიციამ 10 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

    შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.

    „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.