Category: ახალი ამბები

  • ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ. შეუჩერდათ საწარმოო პროცესი – სეს

    ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ. შეუჩერდათ საწარმოო პროცესი – სეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

    “სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე გ. ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

    ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს ,,Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

    სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით. აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • არალეგიტიმური ”ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ – მიხელსონი

    არალეგიტიმური ”ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ – მიხელსონი

    საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ. ჩემთვის პატივია ვიდგე იმ კეთილ ევროპელებს შორის, რომლებმაც არ დაივიწყეს ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი და რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობას, გააფართოვოს თავისი იმპერია საქართველოს ხარჯზე.

    ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ „ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“.

  • კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ! ისედაც ციხეში ცუდი სუნია! ან ქალთა ციხეში წაიგვანეთ – სააკაშვილი

    კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ! ისედაც ციხეში ცუდი სუნია! ან ქალთა ციხეში წაიგვანეთ – სააკაშვილი

    “თქვენი ჭირიმე, ძალიან გთხოვთ ახლა კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ!

    ისედაც, ბოლო დროს, ციხეში განსაკუთრებით ცუდი სუნი დადგა.

    ან ქალთა ციხეში წაიყვანეთ ან სულაც ივანიშვილის ზოოპარკის, ყაველაშვილის მიერ დაცარიელებული ზებრის გალიაში ჩასვით, SPARE US ! :)”

    წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაჯანსაღება – ბოჭორიშვილი EU-ზე

    ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაჯანსაღება – ბოჭორიშვილი EU-ზე

    ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული, ეს კრიტიკა, რაც დღეს გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო.

    ამ წლების განმავლობაში არაერთი იყო ამ წლების განმავლობაში… სწორედ ასეთ უსამართლო მიდგომებს ეფუძნება ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს, ჩვენ, ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის, რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ, გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად მჯერა, ორივე მხარისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების ჯანსაღ ფორმატში წარმართვა.

    თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან არ არის იმის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება სრულიად უსამართლო იყო და შეიძლება, იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს არც ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა, ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ის ადამიანები, რომელთაც ავალიათ ერთგვარად საქართველოსთან და ამ რეგიონთან ურთიერთობების განვითარება, იმის ნაცვლად, რომ ამას შეიწყონ ხელი, პირიქით, აზიანებენ საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით ამ ურთიერთობებს.

    ამ პირობებში საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვაკეთებთ – იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, რაც იქნება თანხვედრაში სწორედ იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელი სტანდარტებისკენაც მივისწრაფით და რომელი ევროპაც მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ ის, რაც მოსწონთ სხვაგან ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში და ჩვენ შევძლოთ განვითარების ისეთ დონეზე მისვლა, რომ კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნისთვის, ურთიერთობებისთვის და საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად გამოვიყენოთ.

    თქვენ ახსენეთ ტრანზიტი, სატრანზიტო ფუნქცია, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია მერე ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან.

    მარტივი რეალობა და ჭეშმარიტებაა, ელემენტარულია, რუკას თუ შევხედავთ, მივხვდებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ზოგადად შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, ამ გლობალური ცვლილებების თუ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პირობებში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები, ჩვენს რეგიონთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს, რომ შეხედოს ამ ურთიერთობებს და გადახედოს ერთგვარად.

    ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი TV იმედზე.

  • ლევან იოსელიანმა ციხეში ახალაია, ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და სხვები მოინახულა

    ლევან იოსელიანმა ციხეში ახალაია, ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხაბეიშვილი და სხვები მოინახულა

    დღეს ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

    სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

    “სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას”- ნათქვამია განცხადებაში.

  • 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი

    8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი

    გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

    „თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ – აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, -2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6 -8, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ლაშა დარსალია სახ.მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა-საგარეო

    ლაშა დარსალია სახ.მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა-საგარეო

    მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. ინფორმაციას “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

    “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

  • “ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების რუსული კანონი I მოსმენით მიიღო

    “ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების რუსული კანონი I მოსმენით მიიღო

    “ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 82 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.

    ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ.ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ “ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად”.

    რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.

  • გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე „რუსული კანონი“ – სიორიძე

    გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე „რუსული კანონი“ – სიორიძე

    “საერთოდ, ეს და მსგავსი კანონები არის ამ რუსული კანონების სერიალის გაგრძელება. ის შედეგი, რომელზეც ჩვენ 2-3 წლის წინ ვსაუბრობდით. ის გზა, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო გადის. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი, თუმცა არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, უკვე აქვს მას ადეკვატური გამოხმაურება. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის შეფასება, რომელსაც მსგავს საკითხებზე კომპეტენტური პოზიციის და დასკვნების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენს ამ ბრძოლაში, თუმცა ყველაზე ეფექტური ყოველთვის არის ხალხის მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის ძალა, როგორც ეს რუსული კანონების აქციების დროს გამოჩნდა“,

    ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.