Category: ახალი ამბები

  • 8-10 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    8-10 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

    “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – აცხადებს სააგენტო.

  • “კოდა”,  “კუმისი”, “სავანეთი”, “დილა” – კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

    “კოდა”, “კუმისი”, “სავანეთი”, “დილა” – კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

    „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ – აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.

    “აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.

    ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ – კალაძე

    რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ – კალაძე

    მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. […]

    საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა.

    თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს – გურამ მაჭარაშვილი

    რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს – გურამ მაჭარაშვილი

    დღეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკვე პირდაპირი, ხელჩართული ბრძოლა მიდის და იმას ვხედავთ, რომ რასაც ჩვენ, ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ ძალიან ღიად საუბრობს – აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე […]

    ზოგადად, არცერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი. ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე […] საქართველოში უკვე ქართველი ხალხი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და რაც სიმართლის სახით კულისებიდან გამოგვქონდა.

    აცხადებს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.

  • ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა

    ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა

    შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 39 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული ეფექტიანი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგია.

    ჩვენი მიზანია, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ხასიათის საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.” – განაცხადა უწყების ბრიფინგზე დარახველიძემ.

  • საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას – აი ფაქტი

    საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას – აი ფაქტი

    2026 წლის 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად შემოვიდა ნავთობტანკერი “სილვარი” (IMO 9291262). გემი, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია. ინფორმაციას “აი ფაქტი” არცელებს.

    უკრაინამ ტანკერი 2025 წლის 13 დეკემბერს დაასანქცირა. 2024-2025 წლებში ამ გემის მფლობელი და მმართველი კომპანიები, აშშ-სა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაასანქცირეს. ამ ფაქტის შემდეგ გემი ინდური კომპანიის მართვასა და საკუთრებაში გადავიდა.

    “ტანკერმა, ღია მონაცემთა წყაროების მიხედვით, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა. საქართველოს წყალში მისი სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის ფიქსირდება.მანამდე, მონაცემები უცნობია, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა. ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით – გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა).AIS სისტემის გათიშვის გარდა, ეს გემი სხვა, “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” დამახასიათებელ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს. equasis.org-ზე არ იძებნება ავტორიტეტული კომპანიის მიერ გემისთვის მიცემული დაზღვევა. ტანკერი 21 წლისაა. 2022 წლიდან მოყოლებული სამჯერ შეიცვალა სახელი, ექვსჯერ მმართველი კომპანია, ორჯერ – მფლობელი და ექვსჯერ დროშა. გემს 2005 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე MATTERHORN SPIRIT ერქვა. 2022 წლის აგვისტოში გემი ირანული საზღვაო იმპერიის ნაწილი გახდა. მას THEMIS 1 დაარქვეს, მფლობელი THEMIS LINES INC გახდა, მმართველი კი – KOBAN SHIPPING LLC. სწორედ ეს მმართველი კომპანია დაკავშირებულია ირანულ ქსელთან.ტანკერის მართვაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ Fractal Marine DMCC, Koban Shipping LLC, Oceanlink Maritime DMCC და Armada Global Shipping DMCC. ყველა ეს კომპანია, რომელიც 2024 წლის ივნისამდე მართავდა ან ფლობდა გემს, სანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის (გაერთიანებული სამეფო, აშშ, ევროკავშირი) მიერ. ახლა გემს ინდური კომპანია LASIGLIA INVESTMENT INC ფლობს და მმართველი არის FLEET TANQO PVT LTD.

    განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Fractal Marine DMCC – დუბაიში (არაბთა გაერთიანებულ  საემიროებში) დაფუძნებული გადამზიდავი კომპანია. უკრაინის მთავრობა მას თვლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთ მთავარ ოპერატორად: 2023 წლის დასაწყისში იგი შედიოდა რუსული ნავთობის სამ უმსხვილეს გადამზიდთა რიგებში. Fractal Marine მართავდა 28 ტანკერისგან შემდგარ ფლოტს, რომელიც რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა”, – წერს “აი, ფაქტი”

  • ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს – კობახიძე

    ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს – კობახიძე

    „აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ჯო უილსონი.ამ ყველაფერს ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს. საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“

    განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • თუ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით – ქადაგიშვილი

    თუ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით – ქადაგიშვილი

    „როგორც კი რეფორმა დაიწყო, ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველამ თავისი შიშები გამოავლინა. საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს – ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა. კარგად ვიცით, რომ ყველა ეტაპზე განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს. ტექნიკურ საკითხებსა და საინჟინრო სპეციალობებზე უმძიმესი მდგომარეობაა – ანალოგიური მდგომარეობაა ჰუმანიტარული თუ ფუნდამენტური მიმართულების კუთხითაც. სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ რესურსებით მოახდინოს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ისეთი ძლიერი საუნივერსიტეტო კერა მივიღოთ, რომელიც ყველა მიმართულებით განათლების ხარისხის უპირობო აწევის შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს. რეფორმა რთულია, შეკითხვებიც ბევრია, ვიღაცისთვის მტკივნეულიც კი – ყველას ობიექტური თუ სუბიექტური წუხილი შეიძლება გააჩნდეს. ჩვენ თუ ჩვენ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით.[…]გამოცხადდა მიზანი და გზები და ამასთან დაკავშირებით ახლა კონკრეტული სჯა-ბაასია. ამიტომ, მთავრობამ უნდა თქვას რა არის მისი ჩარჩო-ხედვა. ამ ჩარჩო-ხედვაში იქნება დისკუსიები, რომელსაც ძალა აქვს. მთავრობამ თავისი ექსპერტული თუ სხვა მონაცემების ანალიზის შედეგად დაინახა, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია და თქვა, რომ ასე ვხედავო. საინტერესოა სხვა ექსპერტის თუ პროფესურის ხედვაც, მაგრამ მთავრობამ თავისი კონსოლიდირებული პოზიცია უნდა თქვას”,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

  • დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან – ხოშტარია “ოცნებას”

    დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან – ხოშტარია “ოცნებას”

    „საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი „ქოცების“ ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე.

    დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება – ვერ ეღირსებით!

    ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე.

    „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!“

    ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

  • ერთი აფთიაქი რომ  გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე – სარჯველაძე

    ერთი აფთიაქი რომ გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე – სარჯველაძე

     

    “არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ.რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი.ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთიაისახება ფასში”

    აცხადებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.