Category: ახალი ამბები

  • NATO-ს სამიტამდე, მაკრონის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს – მედია

    ფრანგული მედიის ცნობით, NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს. ინფორმაციას,  გამოცემა Valeurs actuelles რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მედიის ცნობით, მოჭრილი თითი ერთჯერად აკეტში იყო  მოთავსებული, რომელიც  სასახლის კორესპონდენციის განყოფილებამ 9 -10 ივლისის შუალედში მიიღო.

    გავრცელებული ცნობით, უკვე დადგენილია თუ ვის ეკუთვნის მოჭრილი თითი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს.

  • გიორგი ვაშაძე, მგონი, საბავშვო ბაღიდან ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე – ხუხაშვილი

    გიორგი ვაშაძე, მგონი, საბავშვო ბაღიდან ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე – ხუხაშვილი

    „დიდი ოპოზიციური ერთიანობის ჩამოყალიბება, თითქოს საგარეო კურსთან გატარებული ფრონტის ხაზით, თეორიულად მომხიბლავად ჩანს, მაგრამ რეალურად, ეს ფრონტის ხაზი ძალიან პირობითია. სინამდვილეში, თუ გადავხედავთ ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს, დავინახავთ, რომ რეალურად, საზოგადოებაში ორპოლუსიან პოლიტიკურ პროცესზე მოთხოვნილება არ არსებობს, იმიტომ რომ ორპოლუსიანობა ნეგატიურ დღის წესრიგს ნიშნავს ანუ, თითქოს ტატამზე ორი მხარე ადის და ერთმანეთს თავ-პირი უნდა დაალეწოს, ეჭიდაოს. სინამდვილეში პოზიტიური დღის წესრიგის მოთხოვნაა. ამომრჩევლის უმრავლესობა პოზიტიურ დღის წესრიგს არცერთ ამ ორ პოლუსთან არ აკავშირებს – არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ალბათ, ამ დიდი კოალიციის ორბიტალური მიზიდულობის ცენტრადაა განხილული. ამომრჩევლის უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის. აქტიური ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი ითხოვს მომავლის არჩევანს ანუ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ არჩევნები იყოს აქტიური და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, ამომრჩეველს პოლიტიკურმა ბაზარმა ალტერნატიული არჩევანი უნდა შესთავაზოს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს მოგვცემს იმას, რომ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე წავა და საარჩევნო პროცესი ლეგიტიმაციას შეიძენს. ამომრჩეველს პოზიტიური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება და არა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.[…]  ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს არ მოეთხოვება, რომ ხელისუფლებაში 50%-იანი შედეგით მოვიდეს. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია ისაა, რომ ერთგვარი ოქროს გასაღები ჩაიგდოს ხელში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ასეთი ალტერნატიული ცენტრი გაჩნდა 10-15%-ის ფარგლებში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ექსკლუზიურად ვერ მოდის და ამ ალტერნატიულ ცენტრზე იქნება დამოკიდებული, ვისთან შევა ალიანსში. შესაბამისად, ამ ოქროს გასაღების მქონე ცენტრს, შეუძლია მაქსიმალური პირობები წაუყენოს ერთსაც და მეორე მხარესაც ანუ 15%-ით მიიღოს ძალაუფლების 50%-იანი წილი. ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება გვჭირდება. მულტიპარტიული კოალიცია ქვეყანაში დამყარდება არა დიდი კოალიციებით, არამედ ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაშლით, რათა საბოლოოდ მივიღოთ სწორი და სახელმწიფოებრივად სასარგებლო კონფიგურაცია“

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადამ, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს.

     

  • თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი – მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოზე

    თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი – მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოზე

    მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს […] და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული.[…] ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. პირველი კომენტარი მე ჯერ კიდევ გერმანიაში გავაკეთე, იქვე და მე ვთქვი, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქზე ხელი აღმართოს”

    ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა – მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ახალქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამცხე-ჯავახეთი იყო.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა.

    მიწისძვრა თბილისის დროით  08:45 საათზე დაფიქსირდა.

  • მოვიშორეთ ყოველგვარი ეჭვი, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, იქნება! – ზელენსკი

    ეს არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომლებსაც ადასტურებს მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია. არასდროს გვქონია ასეთი უსაფრთხოების საფუძველი და ეს არის G7-ის დონე. ამ საფუძველზე ჩვენ ავაშენებთ უძლიერეს ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებების ახალ, იურიდიულად სავალდებულო არქიტექტურას.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მოვხსენით ნებისმიერი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. იქნება! პირველად, ამას ეთანხმება არა მხოლოდ ალიანსის ყველა წევრი, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ენერგიულად აახლოებს მას. არასდროს არ ჟღერდა ნატოს სხვა წევრების სიტყვები “თქვენ თანასწორი ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანაბარი. და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატოში შესვლით”,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული – დეკანოიძე „თავდაცვის კოდექსზე“

    „თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ არ მჯერა „ქართული ოცნების“ პირობებში მათ აინტერესებთ ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი თავდაცვის ძალები, ვინაიდან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც 11 წლის განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუხატავს გულისხმიერება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. გარდა ამისა „თავდაცვის კოდექსში“ არის თავები, რომელთა წინააღმდეგი ვარ, ეს არის ალტერნატიული სამსახური, რომელიც შეიძლება გადაიქცეს კორუფციის ერთ-ერთ ნიშნულად. კანონი ყველას არ მიესადაგება, არის დისკრიმინაციული და გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე შესაძლებელია ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“,

    საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.

  • არჩევანი ჩვენია და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს – ზურაბიშვილი NATO-ზე

    “ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

    გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

    ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

    არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს.”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს.

  • თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ – ბერძენიშვილი

    თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ – ბერძენიშვილი

    “მთავრობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნება უნდა მართოს და ისე უნდა გადაიღონ კინო როგორც მას მიაჩნია სწორად და ისე არა, როგორც რეჟისორს მიაჩნია, ისე უნდა წერონ მწერლებმა, როგორც ირაკლი იტყვის და შარლ პერომ ისე უნდა დაწეროს ზღაპარი როგორც ირაკლი იტყვის, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე, არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ შემთხვევაში პირველი და ერთადერთი დამარცხებაც კი ნიშნავს კატასტროფას. კინოცენტრი არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ ესაა საქართველოს დამარცხება. თუკი აქ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და თეა წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარა ვართ”

    ამბობს მწერალი ლევან ბერძენიშვილი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას. 

  • შეიძლება ჩინური პროდუქცია იყოს – მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

    “ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მიზეზი ვნახოთ. შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს. ხომ იცით, სათამაშოებზე რაც ხდებოდა. მე არ ვიცი, მის სისხლში რომელი მეტალი იყო აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. მაგრამ, ძალიან ბევრია, საწვავია, ის არის და შეიძლება, ნებისმიერ თქვენგანსაც ჰქონდეს […] საერთოდ, ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ, დაველოდოთ. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ მას ვიღაც მტერი ჰყავს, ჩემი ვერსია მექნებოდა, მაგრამ, მერწმუნეთ, მას შიგნით, საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია, რაზე უნდა ყოლოდა?”.

    ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა. მეუფე იაკობის თქმით, შესაძლოა, მეუფე შიო ჩინურ პროდუქციასაც მოეწამლა.

  • როცა ქვეყნის პრემიერს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ნიშნავს, რომ საქართველო გასულია ევროატლანტიკური სივრციდან – გვარამია

    როცა ქვეყნის პრემიერს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ნიშნავს, რომ საქართველო გასულია ევროატლანტიკური სივრციდან – გვარამია

    “დიპლომატიურად როცა გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებებს მაშინ ვერ გაიგეს, მაგრამ სრულიად გასაგებია სინამდვილეში რაც ხდება. როცა ქვეყნის პრემიერმინისტრს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ეს ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ საქართველო გასულია იმ სივრციდან, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია. გასულია როგორც მისი ოფიციოზი და გაყვანილი ჰყავს მას ქვეყანა თან”

    აცხადებს, ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.