Category: ახალი ამბები

  • ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

    ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

    მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა. ინფორმაციას ადასტურებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    მსოფლიო პატრიარქმა გუშინ, 18 მარტს ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

  • გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

    “პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს” – კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ნათქვამია ერდოღანის წერილში.

  • Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    უცნობი დრონები შენიშნეს აშშ-ის ბაზის თავზე, სადაც ცხოვრობენ მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეთი – წერს Washington Post.

    ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ფორტ-მაკნეირის თავზე, სადაც ცხოვრობენ მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, დაფიქსირდა დაუდგენელი წარმომავლობის უპილოტო აპარატები. The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ გაუშვა ისინი.

    ვაშინგტონში შენიშნული დრონები გამოჩნდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ გამოაცხადა გლობალური გაფრთხილების დონე საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ბაზა დახურა საფრთხეების გამო. ამ კვირაში ნიუ-ჯერსიში მდებარე გაერთიანებულმა ბაზამ მაკგუაირ-დიქს-ლეიქჰერსტმა და ფლორიდაში მდებარე მაკდილის ავიაბაზამ სამხედროების დაცვის დონე „ჩარლი“-მდე გაზარდეს.  ეს ნიშნავს, რომ სარდლობას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს შესაძლო თავდასხმაზე ან საფრთხეზე. უფრო მაღალი დონე მხოლოდ „დელტაა“, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც თავდასხმა უკვე მოხდა ან მოსალოდნელია.

    Washington Post-ის ცნობით, აშშ-ში შიშობენ, რომ ირანის საპასუხო მოქმედებები შეიძლება გავრცელდეს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე. აღნიშნულია, რომ ფორტ-მაკნეირის თავზე დრონების გამოჩენის გამო ხელმძღვანელობამ განიხილა მაღალი რანგის ოფიციალური პირების სხვა ადგილას გადაყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ გადაუყვანიათ. მათი ბაზაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ოქტომბერში გაავრცელა.

    ფორტ-მაკნეირზე განთავსებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და პენტაგონის ზოგიერთი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი. ტრადიციულად, ბაზაზე პოლიტიკური ლიდერები არ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი გადავიდა ამ რაიონში მდებარე ბაზებზე უსაფრთხოების მოსაზრებებით.

    ბაზა მოხერხებულად მდებარეობს კაპიტოლიუმის გორაკთან და თეთრ სახლთან ახლოს, თუმცა მას არ აქვს ისეთი მასშტაბის უსაფრთხოების ზონა, როგორიც სხვა ბაზებს აქვთ დედაქალაქის რეგიონში.

  • საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    აშშ გეგმავს 50 ქვეყნის მოქალაქეებისთვის $15,000-ის ოდენობის ვიზის დეპოზიტის მოთხოვნას არალეგალური დარჩენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. სიაში დაემატა საქართველოც, როგორც „მაღალი რისკის“ ქვეყანა.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს ვიზის დეპოზიტის (visa bond) პროგრამას და 2 აპრილიდან ის  50 ქვეყანაზე გავრცელდება.ამ ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ $15,000-ის დეპოზიტის გადახდა მანამდე, სანამ მიიღებენ B1/B2 ვიზას (ბიზნესი/ტურიზმი).

    ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ:

    • ვიზის პირობებს დაიცავენ
    • დროულად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში
    • ან საერთოდ არ იმოგზაურებენ

    სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებას აშშ–ში არალეგალური დარჩენის პრევენციით ხსის. პროგრამამ უკვე აჩვენა ეფექტურობა:

    • დაახლოებით 1000 ადამიანს მისცეს ვიზა ამ სისტემით
    • მათგან 97% დროულად დაბრუნდა

    შედარებისთვის:

    • ბაიდენის ბოლო წელს, ამ 50 ქვეყნიდან 44,000-ზე მეტმა ადამიანმა გადააჭარბა ვიზის ვადას

    გადასახადის გადამხდელების ფულის დაზოგვა

    • ერთ არალეგალურად დარჩენილი პირის დეპორტაცია აშშ-ს საშუალოდ $18,000 უჯდება
    • პროგრამა შეიძლება წელიწადში $800 მილიონამდე დანაზოგს იძლეოდეს

    დამატებული ქვეყნები

    ახალ სიაში მოხვდნენ:
    საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი

  • სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.

    „წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

    ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

  • პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    “პატრიარქმა ახლობლებთან დატოვა სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი – გადაწყვეტილება პატრიარქის სურვილისამებრ იქნა მიღებული” – ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნება [იყო]. ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს. ამას კიდევ ამ დღეებში გამოხატავს მთელი მოსახლეობა, სანამ დაიკრძალება. უცხოეთიდანაც მობრძანდებიან“, – განაცხადა მეუფე იობმა.

  • გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს  – ფაშინიანი

    გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ფაშინიანი

    “გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს ” – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

    „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

  • ამ დროის განმავლობაში, ილია II ხალხისთვის მტკიცე საყრდენად იქცა – ყაველაშვილი

    ამ დროის განმავლობაში, ილია II ხალხისთვის მტკიცე საყრდენად იქცა – ყაველაშვილი

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ თითოეული ჩვენგანის გულში უდიდესი ტკივილი გამოიწვია.

    ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.

    კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს – კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ.

    წერს ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

  • 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ

    16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ

    საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება, ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

    „დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16:00 საათზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან – რომან გოცირიძე

    პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან – რომან გოცირიძე

    “პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უკეთ შეამკობს გარდაცვლილ, მართლაც რომ ისტორიულ პიროვნებას. ხან ხელისუფლება გაიჭრება წინ ზღვარგადასულ ქება-დიდებაში და ხან ოპოზიცია. ჯერ-ჯერობით ფრეა.”

    წერს, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე.