Category: ახალი ამბები

  • მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

    მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

    მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

    „კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად.

    შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი.

    ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.

    რაც შეეხება გადასვენებას, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.

  • ლუკაშენკომ 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    ლუკაშენკომ 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    ბელარუსში 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ კოულს შორის შეხვედრის შემდეგ — ამის შესახებ ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური იუწყება.

    როგორც „ნაშა ნივა“ და სხვა მედიასაშუალებები წერენ, გათავისუფლებულთა სიაში არიან ტელეარხის ჟურნალისტი ეკატერინა ანდრეევა, ბლოგერი ედუარდ პალჩისი და უფლებადამცველი ნასტა ლოიკო. ასევე გათავისუფლდა ნიკიტა ზოლოტარიოვი, რომელსაც არასრულწლოვან ასაკში მიუსაჯეს ხუთი წელი სასწავლო კოლონიაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.

    კიდევ ერთი გათავისუფლებული არის პისკის მცხოვრები სერგეი მოვშუკი, რომელსაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ექვსი წლითა და ექვსი თვით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

    მისი მეუღლე ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში შეიწყალეს და ბელარუსიდან გააძევეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ასევე საპროტესტო აქციების მონაწილე კირილ კაზეი, რომელიც შვიდწლიან სასჯელს იხდიდა, და ყოფილი მებაჟე ნიკოლაი კულეშოვი, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს საზღვრის გადაკვეთაში, რომლებსაც დაკავება ემუქრებოდათ.

    ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კოულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებთან ერთად.

    მედიისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, მინიმუმ 15 პოლიტიკური პატიმარი ლიტვაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი ბელარუსის ტერიტორიაზე დარჩებიან.

    ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებით, პოლიტპატიმრები პირველ რიგში გათავისუფლდნენ ბელარუსის პრეზიდენტის „ჰუმანიზმის პრინციპების“ შედეგად; დემოკრატიული ძალების ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ამ გათავისუფლებას „დიდი სიხარული“ უწოდა.

    ხუთშაბათს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა ამერიკული დელეგაცია ჯონ კოულის ხელმძღვანელობით.

    გასულ წელს ლუკაშენკო რამდენჯერმე შეხვდა კოულს და ამ შეხვედრების შემდეგაც ხდებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

    დეკემბერში კოლონიები დატოვეს და ბელარუსიც დატოვეს 2020 წლის პროტესტების ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კოლესნიკოვამ, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვიქტორ ბაბარიკომ და ნობელის პრემიის ლაურეატმა უფლებადამცველმა ალეს ბელიაცკიმ.

    იმ დროს ლუკაშენკომ შეიწყალა 123 ადამიანი. სექტემბერში კი გაათავისუფლეს 52 პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის ვეტერანი ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელმაც ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.

  • ვგლოვობთ ილია მეორის გარდაცვალებას და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს – რუბიო

    ვგლოვობთ ილია მეორის გარდაცვალებას და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს – რუბიო

    ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

    “ვგლოვობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და მდგრადი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდობით განისვენოს”, – წერია რუბიოს სამძიმრის წერილში.

  • ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

    ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

    “ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე…” –  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    “ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს. დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით [გადაწყვეტილება], სწორედ რომ მხოლოდ ხუმრობაა. ყველას აქვს მეორე პასპორტი და არ ვიცი, რა რეალური ბერკეტები არსებობს იმის დასაბლოკად, რომ ამ ადამიანებმა არ გამოიყენონ სხვა პასპორტები დიპლომატიურის ნაცვლად, რათა კვლავ იარონ პარიზის მოდის კვირეულებზე ან მოინახულონ თავიანთი შვილები ძვირად ღირებულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში საფრანგეთში.

    ერთი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ბრიუსელი და ევროკავშირი მზად იყვნენ სანქცირებულ პირთა ვრცელი სიის გამოსაქვეყნებლად, რომელთაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებოდათ. ჩვენ ვიყავით ამ ინფორმაციის გამავრცელებლები, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, გაჩნდა გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები. ჩვენ დავდეთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა.

    არა მხოლოდ არაფერი მომხდარა, არამედ ჩნდება კითხვა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ: რატომ არ წარუდგენთ საბჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების რეჟიმს?! გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ კონსენსუსი არ გაქვთ. ვიცი, რომ კონსენსუსი არ არის და უნგრეთი წინააღმდეგია, მაგრამ ამით მაინც გააგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო სრულ იზოლაციაშია და მხოლოდ უნგრეთის ფარს ამოეფარა. გთხოვთ, გააკეთეთ ეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

  • პენიტენციური აცხადებს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“

    პენიტენციური აცხადებს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“.

    „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“, – განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

    პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გასვენებაში მიიყვანონ.

    „ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“,-დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

  • ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა – რასა იუკნევიჩიენე

    ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა – რასა იუკნევიჩიენე

    ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს საქართველოში. ჩვენთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილებიდან ვისწავლოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ავტორიტარული მმართველობა – ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში კრემლის წარმატებაც არის. მან და მისმა პარტიამ ქართველ ხალხზე მანიპულირება მოახდინა. საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებდა. მათ მანიპულირება აქაც, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც შეძლეს.[…] ეს არასწორი იყო, ისევე როგორც პუტინის შემთხვევაში 2022 წლამდე. ახლა ევროკომისია რეალობას ხედავს. ეს კომისიის 2025 წლის ანგარიშშია ასახული. წევრი სახელმწიფოების მიმართ ბევრი კრიტიკა მაქვს. მათ იმის ძალა აქვს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ. საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს და იმედია მიდგომა შეიცვლება, კერძოდ, სანქციების დაწესება შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე. მებრძოლი ქართველი ხალხისთვის დახმარება ის იქნება, რომ მათი დავიწყება არ მოხდეს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გასვენებაში მიყვანას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გასვენებაში მიყვანას ითხოვს

    ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

  • “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა.” – განაცხადა TV პირველთან, ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა. ოღონდ, მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა, ე.ი. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი, ამოხდა. […] ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. […] პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან.

  • სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

    რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკავშირდება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    უკავშირდება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული.” – ასე განმარტავენ “ქართული ოცნების: საგარეო საქმეთა სამინისტროში შტატების გადაწყვეტილებას.

    “ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.” – განუცხადეს ტაბულას საგარეოში.

    შეესაქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს – საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად, შესაძლოა, $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდა მოუწიოთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.