Category: ახალი ამბები

  • ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის დეპუტატი არ დაგვიჯდება ოპოზიციას სალაპარაკოდ ეთერში – გოცირიძე

    „წინასაარჩევნოდ ნორმალურ ქვეყნებში ელემენტარული კულტურის და ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია გაიმართოს დებატები. დებატებში პირველ რიგში მონაწილეობას უნდა იღებდეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი. მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერი კი არა „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგიჯდება სალაპარაკოდ და არც სახელისუფლებო მედიები დაგითმობენ ეთერს ოპოზიციას. ისინი ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებს და დადიან მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში, სადაც ოპოზიციასაც კი არ ეძახიან. ამიტომ “ქართული ოცნების” საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება, არათუ ივანიშვილთან დებატები. თავისთავად მოთხოვნა, რომ გამოვიდეს ის კაცი, რადგან ნახევრად გამოვიდა ჩრდილიდან და დაჯდეს და იდებატოს ოპოზიციასთან, არის ლოგიკური, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, არათუ ოპოზიციასთან, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთანაც არ დაჯდება იმდენად ეშინია, თუნდაც, ჩაწყობილი შეკითხვების. ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოჩნდეს, ერთხელ მივა პანაშვიდზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პანაშვიდზე მისვლა არ მოუწევს და დიდხანს იცოცხლებენ ის ადამიანები, რომელთანაც ივანიშვილი შეიძლება მივიდეს, ორჯერ მივა, ალბათ, ეკლესიაში აღდგომას და ერთხელ თეატრში, დაახლოებით ეს არის ალბათ, ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა,“

    – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

  • დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ პრეზიდენტს! – ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება

    მარტის აქციებზე დაკავებული დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაგრძელდება.

    დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმა.

    როგორც, ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ, შესაბამისად გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისთანავე მიმართავენ პრეზიდენტს 21 წლის ახალგაზრდის შეწყალების მოთხოვნით:

    “10 თვეა მიმდინარეობს და არაფერი დამადასტურებელ არ არსებობს, რომ ლაზარე დამნაშავეა ამ საქმეში. ვფიქრობთ, რომ იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი. დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე” ამბობს თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა.

    31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

  • დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა საქართველოსთვის საზიანოა – ბოკუჩავა

    ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის, თავისუფალ სამყაროში. მაგრამ, პოლიტიკურად, დასავლეთის კომუნისტური ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტითა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის.

    თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

  • ზალუჟნი უკრაინის მიერ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50-ის ჩამოგდებას ადასტურებს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაური დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს. ზალუჟნი ადასტურებს საჰაერო-სამეთაურო პუნქტი Ил-22-ის ჩამოგდებასაც.

    • “უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს მტრის А-50-ის ტიპის შორ მანძილზე რადიოლოკაციური ძებნის დანიშნულების თვითმფრინავი და საჰაერო მართვის პუნქტი, თვითმფრინავი Ил-22. მადლობა საჰაერო ძალებს აზოვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის”. – წერს ზალუჟნი.

    ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვარს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს, ხოლო Ил-22М11 დააზიანეს.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ივანიშვილის ბიჭებს ამბიციები გაუჩნდათ, ბიძინაც თვალში ეპატარავებათ – ხუხაშვილი

    ივანიშვილის ბიჭებს ამბიციები გაუჩნდათ, ბიძინაც თვალში ეპატარავებათ – ხუხაშვილი

    ”ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს დაბრუნებად არ განვიხილავდი, რადგან არავის არ ჰქონია განცდა, რომ ის სადმე წასული იყო. ეს უფრო მისი ლეგალიზებაა პოლიტიკაში. ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას სერიოზული გადაჯგუფება მოუწევს იმისათვის, რომ საარჩევნო წელს ახალ პოლიტიკურ ციკლში, მოცემულობაში შევიდეთ, ასევე, არამხოლოდ მათ, არამედ მთლიანად საზოგადოებას. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი სპონტანურად არ გადაუდგამს, მას გარკვეული მოტივები აქვს. ჩვენ ამ მოტივების იდენტიფიცირება სწორად უნდა მოვახდინოთ და პოლიტიკური პროცესი ამას უნდა მოერგოს. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ასეა – დღეს ეს პოლიტიკა ერთი კაცის ირგვლივ ტრიალებს.

    მე არ მესმის, ამ პერიოდში რატომ უნდა გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, მას გარკვეული მოტივები, მოსაზრებები, შფოთვები, შიშები აქვს, რის გამოც ის დაბრუნდა. მან პირველ ეტაპზე, თავისი ამოცანა გადაწყვიტა, ანუ საკუთარი თავის ინსტიტუციონალიზმი მოახდინა იმისათვის, რომ პირადად მის მიმართ მიმართული რისკები დაეზღვია. ამ ეტაპზე, მან ეს ამოცანა შეასრულა. მისი ლეგალიზებით პოლიტიკაში გარკვეულწილად კიდევ ერთი ბარიერი დააყენა, მის მიმართ გარკვეული ქმედებების გზაზე, როგორც თვითონ ფიქრობს, რომ მოსალოდნელია დასავლეთის მხრიდან. ასევე, როგორც ჩანს მის დისტანციურ მართვას შეექმნა გარკვეული პრობლემები, ეს მისი ახალგაზრდა ბიჭები, დაფრთიანებულები, როგორც ჩანს, მის დირექტივებს შეფერხებებით ასრულებდნენ. მან ჩათვალა, რომ იმისათვის, რომ ძალაუფლების აბსოლუტი,რაც არის მისი მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე ერთადერთი მოდელია, როგორც შეიძლება ქვეყნის მართვა, ამ აბსოლუტთან დაკავშირებით გარკვეული ბზარი გაჩნდა, მას ხელით მართვაზე დასჭირდა გადასვლა, რომ შიდა სტაბილურობა აღადგინოს“,
    […] დღეის მდგომარეობით პოლიტიკური ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ისეთ პრობლემებს ვერ უქმნიან, რომ ბიძინა ივანიშვილის ასეთი პირდაპირი ჩარევა ყოფილიყო საჭირო. ბიძინა ივანიშვილი, {ამ გზას} იმისთვის კი არ დაადგა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს, არამედ დაადგა იმისათვის, რომ ეს აბსოლუტი დაერღვა, ანუ ტელეფონით მართვა გაუჭირდა. რატომ? – იმიტომ, რომ იშოვეს დიდი ფული, იგივე ღარიბაშვილის, კალაძის და კობახიძის ბუჩქებიდან გამომძვრალი ბიჭების დაჯგუფებამ. მათ რაღაც ამბიციები გაუჩნდათ, გარკვეულწილად ბიძინაც თვალში ეპატარავებათ. ბიძინამ, რომ ესენი მიუშვას და არჩევნების მოგებას ამათი სახელი რომ დაერქვას, ამას ბიძინა როგორ გადაიტანს, მაშინ ეს ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა.

    ბიძინას ლეგალიზება პოლიტიკაში ოპოზიციას ფოკუსის გასწორების საშუალებას აძლევს, მაგრამ გარკვეული გადალაგება ამას სჭირდება. მთავარი ოპოზიციური კოალიციები კი არ არის, მთავარია კოალიცია ხალხთან. ანუ პარტიებმა ამომრჩევლის მოზიდვა უნდა მოახერხონ“,

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

  • მე ნაძირლობად მიმაჩნია თქვენი თანხმობა ამ პოზიციის დაკავებაზე და სხვა არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი–ტორესა მოსი კონსტანტინე გამსახურდიაზე

    ამ საზოგადოების დაავადების მთავარი გამოვლინება ის კი არ არის, მაგალითად თეა წულუკიანმა რომ ნატაშა ლომოური გაუშვა, მთავარი ისაა ქეთევან დუმბაძე რომ დათანხმდა მაგ პოსტს და მაგის მერე ვიღაცები კიდეც გამარჯობას რომ ეუბნებიან, ეთანამშრომლებიან და აქეთ გედავებიან შენ რატომ არ თანამშრომლობო.

    იგივე შეგვიძლია ვთქვათ გიორგი კეკელიძის და ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაზე. პრობლემა ისაა გიორგი კეკელიძეს აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად რომ უშვებენ და კოკო გამსახურდია რომ დათანხმდა ამ ადგილის დაკავებას.

    შემოუთვლია, ბოიკოტში მყოფ მწერლებთან მინდა შეხვედრაო. ჰოდა, აგერ საჯაროდ გავცემ პასუხს. მე ნაძირლობად მიმაჩნია თქვენი თანხმობა ამ პოზიციის დაკავებაზე და სხვა არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი.

    ტორესა მოსი, მწერალი

  • ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დროებით ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • აშშ, ამბობს რომ ჩამოაგდეს რაკეტა, რომელიც მათი სამხედრო გემის წინააღმდეგ იყო გაშვებული

    აშშ აცხადებს, რომ ჩამოაგდეს რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში მათი სამხედრო გემის წინააღმდეგ იყო გაშვებული – ინფორმაცას, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. 

    სარდლობა აცხადებს, რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა” გაუშვეს, ის ჰუდიდას სანაპიროს მიდამოებში ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა.

    “გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა”. – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.

    აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ დაზიანებები არ დაფიქსირებულა.

  • უკრანას გაყინული კონფლიქტ არ სჭრდება! – ანდრეი ერმაკი

    უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა და სურს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში. ჩვენმა პარტნიორებმა იციან და პატივს სცემენ ჩვენს პოზიციას. მე მივიღე მონაწილეობა მაღალი დონის თითქმის ყველა შეხვედრაში, განსაკუთრებით ლიდერებთან და არასდროს მომისმენია, რომ რომელიმე ჩვენს პარტნიორს განეხილა რაიმე კომპრომისი ჩვენი მხრიდან, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, მათ შორის ყირიმის საკითხი.

    ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.