Category: ახალი ამბები

  • ხულიო ეგლესიასი დომინიკის რესპუბლიკაში აეროპორტში დააკავეს

    80 წლის მომღერალი ხულიო იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკის აეროპორტში საკვების ჩემოდნით დააკავეს, იუწყება Dominican Today.

    მომღერალს, რომელიც აქ ბაჰამის კუნძულებიდან ჩაფრინდა, მებაჟეებმა 40 კგ-ზე მეტი საკვები, მათ შორის ხორცი, კენკრა, ბოსტნეული და ხილი აღმოუჩინეს. სანიტარული რეგულაციები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დომინიკის რესპუბლიკაში, კრძალავს ასეთი საქონლის იმპორტს კერძო პირების მიერ. შედეგად, იგლესიასი რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს, მოგვიანებით კი ჩემოდნის შიგთავსი ამოიღეს. მომღერლის დაკავება საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე პირველად არ მომხდარა.

    ხულიო იგლესიასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანურენოვანი შემსრულებელია. მისი დისკოგრაფია მოიცავს ათეულობით ალბომს. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის გრემის მფლობელია და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავიც არსებობს. 

  • ამ ომში ის გაიმარჯვებს, ვინც ყირიმს გააკონტროლებს – ბენ ჰოჯესი

    ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[…]ს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის.[…]პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით“,

    ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ბაქოში, მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

    აღნიშნულ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    “დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

    შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.

  • თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ – ნაპოვნია მისი ძაღლი

    თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. ბოლო ცნობებით, 08:25 საათის მდგომარეობით, ნაპოვნია მისი ძაღლი, ლაბრადორის ჯიშის, რომელთან ერთადაც მანამდე კაცი შენიშნეს.

    “ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის.გთხოვთ ყველას დამეხმარეთ ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ დამირეკეთ 591000220. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს რადგან პოლიცია იმედს ვერ გვაძლევს და უკვე დიდი დროა გასული ” – წერს, დათი გავაშელის ცოლი.

  • თუ საჭიროება დადგება, მელიასთან თანამშრომლობა კომფორტული იქნებოდა – კუპრაძე

    უახლოეს მომავალში არც კი განვიხილავთ, არც მსჯელობას არ ვგეგმავთ რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ. […] ახლა ერთობებზე ლაპარაკი მე მგონია, რომ არის ადრე და ეს რომ მგონია, ვეყრდნობი მოქალაქეების ინტერესებს და თუ რაიმე ტიპის დაკვეთა არსებობს ან იარსებებს საზოგადოების მხრიდან ლელოსთანმიმართებით, ეს დაკვეთა გვეცოდინება არჩევნებთან ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე 10 თვეა. პრინციპი, არასოდეს თქვა ნებისმიერ ფორმულირებაში, არ არის სწორი, ამიტომაც ძალიან გულწრფელად ვამბობ, პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ამ ეტაპისთვის და უახლოეს მომავალში, რაც შეიძლება ნიშნავდეს 1-2-3 თვეს, მსჯელობაც კი არ იგეგმება ამ საკითხზე…[…]

    […] სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორთან, ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან, გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს – ეს არის ის, რომ არსებობს პოლიტიკოსი, პერსპექტივაში პოლიტიკური პარტია, რომლის დაფუძნებასაც აპირებს და რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის იქნებოდა კომფორტული, თუ ამის საჭიროება დადგება.

    რატომ ვამბობთ, რომ კომფორტული იქნება ნიკა მელიასთან თანამშრომლობა? იმიტომ, რომ რიგი თანამშრომლობის წარსული გამოცდილება ნიკა მელიასთან მიმართებით გვაქვს. მის მიმართ არ გაგვაჩნია მძიმე პოლიტიკური შეკითხვები ან არაფორმალურ მმართველობასთან ან ძალადობრივ პოლიტიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო და ლიდერი იყო, მას ბოდიში აქვს ბევრჯერ მოხდილი ნაციონალური მოძრაობის წარსულის გამო. მას სწორად აქვს გადააზრებული, როგორც პოზიტიური შედეგები ნაციონალური მოძრაობის, ასევე უარყოფითი. ამიტომ სრულიად გასაგებია ის, რომ მასთან პოლიტიკური თანამშრომლობის დისკომფორტი არ გაგვაჩნია.

    თქვა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

  • იარაღიც რომ დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ!სასწორზე ერის არსებობა დევს – კულება

    “თუ დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის შეჩერებას უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის აქ სასწორზე ამ ერის არსებობა დევს”.

    ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ABC NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 6-მდე გაიზარდა.

    დაშავებულია 24 ადამიანი.

    ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

    შედარებით მსუბუქი დაზიანებების მქონე ექვსი პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილიუს, მექანიზაციის, ჩარგლის, მოლითის, ერისთავის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, კნოლევის, ქართველიშვილის, ღრმაღელის და ინდუსტრიის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნადიკვარის (ნაწილობრივ), ორთაჭალის, ნიშნიანიძის, ერეკლე მეორის, ტყავის, კოტე აფხაზის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, ბამბის რიგის, სანაპიროს, გორგასლის, გურამიშვილის, სადგურის, იერუსალიმის, ღვინის, ხანძთელის, საიათნოვის, თონეთის და აბოვიანის ქუჩების მოსახლეობას.

  • თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება არ მჭირდება – ნიკა გვარამია

    თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება არ მჭირდება – ნიკა გვარამია

    “”5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

    მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება.. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

    პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

    შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ: ყველას”,

    აცხადებს, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და ასევე შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობაზე ამბობს, რომ თავისი მიზნების მისაღწევად “ყველას” დალაპარაკება.

  • ჩინეთში ვიზიტი პროდუქტიული იქნება – დავითაშვილი

    უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებს ხვდება. ჩვენ გვესმის, რომ როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც. იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე, ბევრი ინიციატივა თუ სურვილი ვერ განხორციელდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში.

    განაცხადა ამის შესახებ,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.