მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.
კიბერშეტევა დილის 5 საათზე დაიწყო.

მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.
კიბერშეტევა დილის 5 საათზე დაიწყო.
“6-მა პირმა ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ განაცხადა” – სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, 23 და 24 იანვარს ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს.
„17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში ხელწერილით გაათავისუფლეს).
ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც.
ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა ”ხმამ”, რომლის ორი წევრი გუშინ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს, აღსრულების ბიუროში აქცია გამართა ორი მოთხოვნით : შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
“ჩვენ დღეს აქ შემოვედით და აქედან გასვლას არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნა არის შეჩერდეს ძალადობრივი გამოსახლებები. ვნახეთ, რომ დღეს გადადეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ გადადეს დროებით.
როდის მოუვათ ხელახალი შეტყობინება, ეს არ ვიცით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 26-ში ახალი გამოსახლებაა დაგეგმილი – ზანდუკელის ქუჩაზე ასახლებენ მრავალსულიან ოჯახს, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი.
ამ ოჯახს რიკო კრედიტი ართმევს სახლს. რომ შევაჯამოთ, ორი მოთხოვნა გვაქვს: შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები. ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების ყურებისას, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული“, – განაცხადეს მოძრაობის წევრებმა
ხვალ, 25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, სამრეკლოს და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის, ივერიელის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, ჟორდანიას და არტურ ლაისტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, გოძიაშვილის, სააკაძის, გოთუას, დიდგორის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საბურთალოს, ცაგარელის, ბახტრიონის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დვალის, კუპრაძის, სუხიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

”აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს პრინციპი, რომ ზამთრის პერიოდში გამოსახლება საერთოდ არ ხდება იმიტომ, რომ განსაკუთრებით მძიმეა პირობები. ეს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაა და რატომ არ შეიძლება ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობდეს? რატომ არ შეიძლება არსებობდეს პრაქტიკა, როდესაც სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, ქონების მფლობელის ინტერესებს. ამას სისტემური მოგვარება სჭირდება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”.
ამის შესხებ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად.
ძალიან მიყვარხართ! P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო? ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ.
არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას.
სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის“,
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
„100%-ით ვეთანხმები, მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, უფრო მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა – გამოძალვები, წამებები, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ… 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – ვერ გეტყვით, ვის მიერ…. გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფით არის ნაკერი ის, რასაც ახორციელებენ – ეს არის დესტრუქცია, ქვეყნის ჩამოშლა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ასევე, არსებობს ნიადაგი იმისა, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება – არ ვიცი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ფლანგს აირჩევს ის.
ვიმედოვნებ, რომ განვლილი გზიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება“,
ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ, თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.
დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები.
მანამდე ტელეგრამის არხებმა და სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის კოროჩანსკის რაიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ და გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავის დაცემა და აფეთქება მიწაზე.
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.
ბელგოროდის გუბერნატორმა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინების გარეშე, მანამდე ტელეგრამის არხზე დაწერა: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით.”
ილ–76 სოფელ იაბლონევოდან ხუთ-ექვს კილომეტრში დაეცა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელმა.
იყვნენ თუ არა მართლაც ბორტზე უკრაინელი ტყვეები, ამის შესახებ მედიას გასხვავებული ვერსიები აქვს.
არაფერია უცნაური იმაში, რომ ავიაცია გამოიყენება გაცვლის განსახორციელებლად.
ტყვეთა გაცვლის კადრებში ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ პატიმრები შეხვედრის ადგილზე ავტობუსით გადაჰყავთ. მაგრამ პატიმრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დაკავების ადგილებში იყვნენ გადაყვანილი, მაშინ ისინი როგორმე უნდა მიუახლოვდნენ საზღვარს და სავსებით შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა ტიუმენიდან ბელგოროდში, ხარკოვის რეგიონის საზღვართან.
აქამდე გაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებთან ინტერვიუებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები გამოიყენებოდა პატიმრების გაცვლის ადგილზე გადასაყვანად. და ამისთვის ძირითადად ილ–76 გამოიყენებოდა.

25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას დღის საათებში +4, +6 გრადუსს ვარაუდობენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

პარტია ”ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, კალაძის განცხადება ხაზარაძეზე არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება.
“ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით და ვთხოვთ სასამართლოს, რომ კალაძეს დაავალოს ამ ცნობების უარყოფა. ამ ბოლო დროს სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკაშირებით, ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე საფუძველი იყოს არ მიღების. სახეზე არის ყალბი ცნობების გავრცელება, შესაბამისად, სახეზე არის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას და დანარჩენი, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას” – თქვა ხაზარაძის ადვოკატმა.