Category: ახალი ამბები

  • რუსეთის ახალი რკინიგზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთვის შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს – კირილ ბუდანოვი

    “რუსეთი ერთ წელზე მეტია აშენებს რკინიგზას, რათა მიუერთდეს სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და ჩვენთვის შესაძლოა მომავალში სერიოზული პრობლემა გახდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ რკინიგზის სახმელეთო მონაკვეთს როგორმე გავანადგურებთ. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და გაცილებით მარტივი საკითხია, ვიდრე ყირიმის ხიდი”.

    აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი.

  • UEFA-ს პრეზიდენტი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

    უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.

    “თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: “ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში”. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი”. – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.

  • ვფიქრობ, გავზრდით ქალების მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ – ნინო წილოსანი

    რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური გუნდის და ქართული ოცნების ნაწილი ვართ, ამიტომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად გავაქტიურდებით. მთელი ეს 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, საკუთარი ელექტორატი გაუჩნდეს ანუ ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონკრეტული წვდომა აქვთ. ვიცით, რომ არჩევნები ზუსტადაც რომ ამომრჩეველთან სწორ კომუნიკაციასთან, მათი საჭიროებების სწორად დანახვასთან და ამ ყველაფრის საარჩევნო პროგრამაში შეტანასთან არის დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენი წვლილი. ვფიქრობ, რომ გავზრდით ქალები მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ.

    ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იმედი LIVE-ში.

  • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო – ზურაბიშვილი

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

    ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
    იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

  • დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება – კალაძე

    „მინდა ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. გვაქვს გარკვეული ცვლილებები, რომლის შეტანა გვინდა არსებულ დამტკიცებულ ბიუჯეტში, დღეს გვინდა მთავრობის სხდომაზე განვიხილოთ ეს ყველაფერი, შემდეგ საკრებულოს გადაეგზავნება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომლებიც შედგება გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გახლავთ გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები. თქვენ იცით, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება. აღნიშნული დამატებითი თანხებით გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების განხორციელება.

    მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ გვქონდა, შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული. წელს გვინდა დამატებით ის 40 ერთეულიც შევიძინოთ“

    ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

    ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.

    მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

    ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.

    „ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

  • მონაწილეობას არ მივიღებთ! – ანა ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე

    “ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგისწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებითფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებსჩვენრა თქმა უნდაგავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერასქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობასმით უფროთავიდანვე ვამბობდითრომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

    თუმცამის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმასადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსებირომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენჩვენთვის მიუღებელიაშესაბამისადამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

    რა თქმა უნდაეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლისმე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – დიახმე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანიაასევევამაყობრომ ვარ იმ გუნდის წევრირომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში”

    ამის შესახებ, ”საქართველოსთვის”, წევრი, ანა ბუჩკური წერს და აცხადებს, რომ პარტია  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით არ შეუერთდება.

  • ზურაბიშვილთან, რომ მივალ, აუცილებლად დაველაპარაკები სააკაშვილის შეწყალებაზე – გვარამია

    ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი [პრეზიდენტის ინიციატივა]. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. […] ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი

    განაცხადა მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომლითაც რეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

  • „ბასიანი“ 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    კლუბი, „ბასიანი“ 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იგი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა “ბასიანი” ტყუილს უწოდებს.

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

    საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.

    ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

    ამავდროულად, ვეხმიანებით დეზინფორმაციას, თითქოს გასულ პარასკევს, 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა – აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება. მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა.

    უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა BASSIANI-ის მთავარი მიზანია მისი დაფუძნების დღიდან. წლების განმავლობაში, კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
    BASSIANI-ს შემუშავებული აქვს გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებპლატფორმის საშუალებით. https://bassiani.com/dark/contact/house-rules

    ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.

    რეალობის გათვალისწინებით, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ბუნებრივია, კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება ჩვენი მოქმედების არეალს.

    ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.

    საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან”.

  • ვეთანხმები, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ – სააკაშვილი

    “პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
    როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.
    ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.
    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.
    პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ.”

    საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და შეთავაზებას პოლიტიკური პარტიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება.