Category: ახალი ამბები

  • ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ურთიერთობები აშშ-სთან გადაიტვირთება – ქვრივიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ

    „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს.[…] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება”

    ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას!  უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    დაუბრუნდეს საქართველო პროევროპულ გზას! უზრუნველყოს კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა – რუტე

    პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

    სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.

    აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ.

    ასე უპასუხა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

  • უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    უწყვეტი რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს – ანიტა ჰიპერი ხოშტარიაზე

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

    ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესიებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

    განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

  • გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზის “გადაკეტვის” და ტროტუარზე დგომის გამო 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საბაბით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა.

    • ლაშა კაციას 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ამირან ურუშაძეს 31 იანვარს ასევე ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და მასაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;

     

    • სესილი ბუთხუზს კი 18 დეკემბერს აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;

     

    • ლევან ხმიადაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

    ლევან ხმიადაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

    ნანა ბედინეიშვილის პროცესი, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

  • სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი  – ზურაბ ჯაფარიძე

    სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი – ზურაბ ჯაფარიძე

    ” სხდომა დახურეს, რომ ხალხმა არ მოისმინოს, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი ” – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „თუნდაც დღეს,რაც იყო პროკურორების სიტყვა, არ ვიცი, ამას იურიდიული განათლება არ სჭირდება, ნებისმიერი ოდნავ აზროვნების მქონე ადამიანმა რომ მოისმინოს, მიხვდება, რა სრული საგიჟეთია. ხომ მოგისმენიათ ღადაობა, რაღაცას დაგაბრალებენ, რაღაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, სისულელეებს, აი, მართლა ეს მოყვა დღეს პროკურორმა, ზუსტად ეს მოყვა, რაზეც ხალხი ღადაობს ხოლმე, რომ ვითომ სასაცილო ამბავია, მაგრამ ეს იყო. სხდომა იმიტომ, დახურეს, რომ ეს არ მოისმინოს ხალხმა, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი.

    უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან, ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს. რომ ვიცოდე – 45-ე, 87-ე, 330-ე, სიტყვაზე, ამ ტომების ეს გვერდები არის ჩემი ამბავი და უნდა მივხვდე, აქ რაც წერია, ამას მედავებიან. არ აკეთებენ ამას და გვეუბნებიან, რომ არა, ამის გაკეთება არ შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ არის, 80% შიგნით რაც არის, არის რაღაც მასალები, სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები. სატელეფონო რაღაც ამონაწერები, საერთოდ, რა შუაშია ვერ გაიგებ. დანარჩენი 20% არის ჩვენი რაღაც სატელევიზიო გამოსვლები,დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები,რომელიც ჩუმად აქვთ გადაღებული და ფარულ ჩანაწერებად გაკეთებული, რომელიც არის 2021-2022 წლების და ვაპროტესტებ 2020 წელს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაშია 2024 წლის მოვლენებთან.[…] ახლა გავარკვიე, რომ თვითონ პროკურორი [ანი] ხუბეჯაშვილი თვითონ ყოფილა დასანქცირებული. ანუ მე, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას გვედავება, რომ ჩვენ ვმუშაობდით დასავლეთის ქვეყნებთან, რომ დაგვესანქცირებინა ვიღაცები და ამით დაგვესუსტებინა ქართული სახელმწიფო. თვითონ არის დასანქცირებული და თვითონ გვედავება, რომ მე, რა “პონტში” დამასანქცირეთო. პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მე მეუბნება, რომ რა “პონტში” დამასანქცირე, უნდა ჩაგვსვა ციხეშიო“ –  განაცხადა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ.

     

  • უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს –  ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს – ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

    „საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა. ამ ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა, თქვა, რომ არჩევნები „გაყალბდა“. ამის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. შეტევა გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი, სრული მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა.

    ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანური ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“,

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია – წილოსანი ხოშტარიაზე

    „ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის. მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. ის პირდაპირ აცხადებს, აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა, ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც მან თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს როგორც კანონდამრღვევი. ამიტომ საკუთარი ოჯახი და 4 შვილი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ყველაზე მეტად განსაცდელის ქვეშ მან მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკა არის, რომ რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ ეს დამნაშავეები. ჩვენ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში მათ საკუთარი თავიც დაიპატიმრეს გირაოს არგადახდით. შეეძლოთ გირაოს გადახდა და მაშინ ის აღკვეთის ღონისძიება არ მიესჯებოდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი, რომ საპატიმრო ჩაანაცვლოს გირაოთი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია არის დამნაშავე და არა გმირი და არც პოლიტიკური პატიმარი”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    „ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

    სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

    “სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” –  ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

    “როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ და გესმის – რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და “ქოცების” იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, “ქოცზე” ბევრად უფრო კარგად! აქვე მინდა მადლობა გადავუხადო “ოპოზიციურ ალიანსს” ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!“, – წერს ხოშტარია.

  • ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე – ზურაბიშვილი

    ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე – ზურაბიშვილი

    პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია დროას ლიდერს, რომელიც 6 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წარწერისთვის.

    ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.