Category: ახალი ამბები

  • 2-3 თეატრი უერთდება[პროტესტს], უმრავლესობა თეატრებში მხარს უჭერენ – წულუკიანი რუსულ კანონზე

    2-3 თეატრი უერთდება[პროტესტს], უმრავლესობა თეატრებში მხარს უჭერენ – წულუკიანი რუსულ კანონზე

    “მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს”,

    თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. საქართველოს მასშტაბით, რუსული კანონი არაერთ თეატრში გააპროტესტეს.

  • საქართველოს რეპუტაცია არ დაზიანდება – დავითაშვილი ოფშორების კანონზე

    “ეს კანონი საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ და საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა იყოს. კანონის მოტივაცია ეს არის […] საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება”.

    აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

  • სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ, ეგ არის რუსული სცენარი – ჯაფარიძე კონტრაქციაზე

    რომ ეთქვათ, რომ კობახიძეს განახებთო, კობახიძეზე მაინც და მაინც არ ექნებათ, ალბათ, მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების მიზნით, რომ წამოვიდეს ახლა ადამიანი ხულოდან, გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ, ეუბნებიან, რომ აი, ბიძინაც იქნება და გაგვამხნევებს.

    ამით პროტესტი არ გაჩერდება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში. ეგ არის რუსული სცენარი და აქეთ მხარეს ვინც არიან, არ ვიცი, პატარა ბავშვებით დაწყებული უფროსებით დამთავრებული, ყველას კარგად აქვთ ეგ გააზრებული.

    ამბობს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

  • თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია! – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია! – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    “გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ იქნება 100 000-ზე მეტი ადამიანი და თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია და განარიდებენ იქიდან. რა პროვოკაცია უნდა იყოს”,

    ასე პასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა, ოცნების კონტრაქციაზე მოხდეს.

    ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს.

  • დიახ, ბატონი ბიძინა იქნება აქციაზე, მისი სურვილია – მდინარაძე

    დიახ, ბატონი ბიძინა იქნება აქციაზე, მისი სურვილია – მდინარაძე

    “დიახ, ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება. ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას”,

    აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

     

  • ჩვენს ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ – “ფორმულა”

    ტელეკომპანია “ფორმულა”აცხადებს, რომ  მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

    როგორც ცნობილია, მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას.

    ია სართანია აცხადებს, რომ კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა.

  • ადამიანები პირად მიმოწერებში გვეხვეწებიან, ჩაატარეთ აქციაო – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

    “ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში”.

    თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს, “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

  • ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

    ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • 29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით – მელია

    “29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს…
    წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.”

    წერს “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე. 

  • ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე იმატებს – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

    23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია  უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია  თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება