Category: ახალი ამბები

  • ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა,  ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

    “მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ არაფერ შუაშია ენჯეო სექტორი და ტელევიზია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, მოქალაქეებზე… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია, დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ. ყველაფერი იქნებოდა ჩახშული და დაბლოკილი როგორც რუსეთში ხდება მითუმეტეს ამ კანონის მიღების მერე… ეს კანონი არაფერ შუაში გამჭვირვალობასთან. ეს კანონი არის პირდაპირ არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის დისკრედიტაციისკენ.

    დღეს მე ვეღარ გავჩერდი სახლში იმიტომ, რომ ჩემი ცოცხალ შვილს, რომელიც აქციებზე დადის, გამოდიან და მილანძღავენ. გამოდიან და ეძახიან ანგაჟირებულს, გაყიდულს. არანაკლებს აკეთებდნენ ჩემს მიცვალებულ შვილზე. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ცოცხალი შვილის მომავალი გათელონ. დღეს საქართველო გადასარჩენია. არავის უნდა უღირდეს სახლში ჯდომა”- თქვა სარალიძემ.

  • განზრახული აქვთ კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი 3 დღის განმავლობაში – კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია” – გირჩი-მეტი თავისუფლების და დროას განცხადება

    “ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი 3 დღის განმავლობაში – კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია” – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

    ”28 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთიანი, მრავალფეროვანი, თავისუფალი, მტკიცე ქართული საზოგადოება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური გზის უმთავრესი გარანტია.

    ქართველი ერის უპრეცედენტო ერთობასა და დემოკრატიულ წინააღმდეგობას, გუშინ, შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა დაუპირისპირა ღია და ცხადი რუსული გზავნილი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ევროპული მომავლის გაუქმების, სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების, ძალადობისა შურისძიების შესახებ. ივანიშვილის გუშინდელი განაცხადით საბოლოოდ დასრულდა მისი ორმაგი თამაში, რომლის ამოცანაც რუსული პოლიტიკის ევროპული დღის წესრიგით შენიღბვა იყო.

    ამ რუსული განაცხადის ფონზე პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე წინააღმდეგობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, როგორც დღეს, ისე შემდეგი ორი დღის განმავლობაში, რათა რუსული კანონის კენჭისყრას დავუპირისპიროთ ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა.

    საქართველო ევროპული სახელმწიფოა და აღარასდროს იქნება რუსეთის უკანა ეზო.

    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!

    შევხვდებით დღეს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, – წერია განცხადებაში.

  • “კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა…” – ფოტიგა ივანიშვილზე

    “გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა. 12-წლიანი ტყუილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ. საბედნიეროდ, ადამიანებმა საუკუნეების წინ გააკეთეს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია”,

    ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამართულ რუსულ მარშს და ოლიგარქ ივანიშვილის გზავნილებს ეხმაურება.

  • გუშინ ხალხმა დაგვიკვეთა – მიიღეთ კანონი გამჭვირვალობაზე! – მდინარაძე

    გუშინ ხალხმა დაგვიკვეთა – მიიღეთ კანონი გამჭვირვალობაზე! – მდინარაძე

    ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა – დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდებს.

    განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.

  • დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა გუშინ კომიტეტიდან, ახლოს დაგაყენეს ივანიშვილთან – წითლიძე ოხანაშვილს

    ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ ამის გამო და კიდე თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ მერე კიდე უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან”

    ასე მიმართა ანი წითლიძემ რუსული კანონის მეორე მოსმენით წარმდგენ ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე.

  • არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები – რა უთხრეს დარჩიაშვილს ბრიუსელში

    ბრიუსელში გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტებისა“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც.

    ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ განიხილა. რომლემაც ურჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გადახედოს ევროკომისიის მიერ წარდგენილ დირექტივას.

    „მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა იუროვამ.

  • მდინარაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო

    მდინარაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო

    “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები და დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი, გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო. […]

    ესენი ცდილობენ თქვან, მაგალითად, რადგან არ მოიშალეს ამ რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე, ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო”,

    აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

  • ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! – იონათამიშვილი რუსულ კანონზე

    „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა და უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულებითი წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა – ამიტომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! […]არაფერია იმაზე ღირსეული და საამაყო, ემსახურო შენს ქვეყანას, ხალხს და ამ სამსახურით შენი ქვეყანა უკეთესი გახადო. ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა წარმატება ჩვენ მოვიპოვეთ და ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით“,

    ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა

  • ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

    რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. მას იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

    ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

     

  • ”ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად” – მდინარაძე რუსულ კანონზე

    “არსად გვეჩქარება, ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს ალბათ არ მოესწრება [კენჭისყრა]… დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქცევით გუშინ როგორც იქცეოდით, ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ, თუ მაგაზე გინდოდათ რაღაც დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც, პროცედურაზე თუ გაინტერესებთ, არსად არ გვეჩქარება, არც გუშინ გვეჩქარებოდა მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად, კიდევ ერთხელ დაველოდებით, ერთი ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად”,

    განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.