არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა.
კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს უჭერს.
ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა.
Category: ახალი ამბები
-
არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ კანონი, რა პრობლემაა – კალაძე
-
თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ! – PSP
“მხოლოდ დღეს ! თბილისის ??? აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. ? მომხმარებელზე გაიცემა ? ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და ? ცალი პირბადე,”
აცხადებს, ფარმაცევტული კომპანია ???.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება.
-

გამახსენებთ 20 ივნისს- არ მჭირდება! მე არ დავმალულვარ, როგორც ეს მშიშარა ბიჭები იმალებიან” – გახარიას პოლიციას
“გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა და მისი კვალი ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება.
ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებულვარ პოლიციელების ზურგს, ან თანამდებობას, ისე როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან, არც “ბასიანის” მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.
ამიტომ, მივმართავ პოლიციელებს – თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე. ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან”
ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითიც პოლიციელებს მიმართა.
-

ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! – მოქმედი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე
“ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!” – წერს ამის შესახებ, მოქმედი დიპლომატი, სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ალექსანდრე გოგოლაძე ფეისბუქზე.
“როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით!
ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია!” – წერს ის.
-
ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ!-ნინო ხარატიშვილი
წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ სამწუხაროდ დღემდე მოსკოვში ინახება…
იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე, მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.
წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21 საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომელთა წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!
ეს წიგნი, ამ ბოლო 10 წელიწადში ჩემდა საბედნიეროდ ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე:” როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: “აუცილებლად!”
როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს “სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!
და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, “საზეპიროებისა” და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ!
ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის- საკუთარი ხელით დაწერას!
მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!ნინო ხარატიშვილი, მწერალი
-
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან – კუბილიუსი
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი.
-
იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა – ხაბეიშვილი პოლიციელებზე
გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ – როცა მირტყმდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა, ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა – ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი.
თქვა პარლამენტში ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
-
ვთხოვ ვროპულ კომისიას, შეიმუშავეთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ – კრამონი
“გთხოვთ გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. აღარ მოხდეს ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი – აღარანაირი კარგი პროექტები და ბედნიერი ფოტოები საქართველოს მაღალჩინოსნებთან.[…]ეს ფოტოები სრული აბსურდია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამჟამად და ბოლო კვირების განმავლობაში ხდება. ევროპულ კომისიასა და ვერა იოუროვას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ მესიჯების ნაცვლად. ევროკავშირს აქვს ინტერესი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში.”
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა
-
აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, მოჰყვება თანამდებობის პირების ინფორმაციის გასაჯაროება! გავავრცელებთ მონაცემთა ბაზებს! – ANONYMOUS- ი “ქართულ ოცნებას”
მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ისინი იმუქრებიან რომ გაავრცელებენ მთავრობის წევრების პირად მიმოწერებს და სხვა მასალებს რომელიც მათ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს.
? “ოცნების პარტიავ რომელიც მხარდაჭერილი ხართ რუსეთის მიერ, გახსოვდეთ საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”
“მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ”. – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში.
-
უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან – დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.