Category: ახალი ამბები

  • სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – იაგო ხვიჩია

    “ჯობია, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი. რაც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ამაზე მაღლა არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, პარტია ან მთავრობა არ დგას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ.

    ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” გაცნობიერების ზღვრები გადალახა და შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შეგვეძლება დასავლეთს, ევროპას ვუთხრათ, რომ მათი ნაწილი ვართ და ეს არჩევნების შედეგებით დავადასტურეთ”,

    ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ”არა რუსულ კანონს! კი ევროპას, კი გამჭვირვალობას” – ოცნების ახალი კამპანია

    არა რუსულ კანონს! კი ევროპას, კი გამჭვირვალობას” – სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ლიდერებისა და დეპუტატების Facebook გვერდებზე ახალი კამპანია ვრცელდება

  • საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს! – 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს წერილით მიმართავს

    ” საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომ პროგრესამდე.” – 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსულ კანონზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს , ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს:

    “ძვირფასო უმაღლესო წარმომადგენელო/ვიცეპრეზიდენტო,

    საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

    ჯერ ერთი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის “ქართული ოცნების” ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომ პროგრესამდე.

    მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

    მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა იქნას განხორციელდეს შეფერხების გარეშე. ეს ღონისძიება შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ.

    ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ ახლაც მტკიცედ მივყვებით ამ გზას, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის იგივე და ისინი დაცული უნდა იყოს”  – ნათქვამია ერთობლივ წერილში

  • თბილისის მერია აცხადებს, რომ გლდანის რაიონში დაიტბორა ეზოები, ჩამოიშალა მიწა

    თბილისის მერია აცხადებს, რომ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.  განსაკუთრებით გლდანის რაიონი დაზარალდა.

    “მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევისა და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს”. – წერია მერიის განცხადებაში.

  • სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

    სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან, მაშველებმა მეორე ცხედარიც იპოვეს.

    ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა 5 მაისს იპოვეს.

    ცნობისთვის, ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.

  • დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

    დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ინფორმაციას თავისუფალი საზოგადოება ავრცელებს.

    “უცვლელი მიზანი, დრო და ადგილი! მოდი აქციაზე. არა რუსულ კანონს! ერთობით ევროპისკენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თელავშიც. აქციის მონაწილეები შეკრებას 19:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.

  • თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას,ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე! – Anonymous კობახიძეს

    “ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

    საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!”

    ასე მიმართავს, ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს X-ზე.

  • მოუხმეთ სინდისს, ნუ ესვრით ბავშვებს რეზინის ტყვიებს – კალაძის და ღარიბაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი “ოცნებას” მიმართავს

    მინდა, მივმართო ბატონ კახი კალაძეს, რომლის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი, ასევე ვიყავი ბატონი ღარიბაშვილის ფოტოგრაფი, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული ბატონი კახისთვის, საფინალო საფეხბურთო გაცილებაც ჩემი გადაღებულია. შესაბამისად მე მათ ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ. თავად ღარიბაშვილი მიკავშირდებოდა და მთხოვდა, მისთვის პორტრეტები გადამეღო. იცოდა, რომ პროფესიონალი ვარ და მოსწონდა ჩემი გადაღებული. მინდა მათ პირადად მიმართო – იქნებ, როგორმე მოუხმონ სინდისის ხმას და ბავშვებს აღარ ესროლონ რეზინის ტყვიები. მაშინ, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტში მე წამოვედი და აღარ ვიყავი მათი ფოტოგრაფი. ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა ვყოფიულიყავი ანუკის, კახის ფოტოგრაფი, მაგრამ ჩემი პატრიაოტული სულისკვეთება არ მაძლევდა ამის საშუალებას როგორც კი შევნიშნე რსუული პოლიტიკის გატარება ჩემი ფეხით წამოვედი”

    ეს განცხადება “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში თბილისის მერის და ყოფილი პრემიერის პირადმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გააკეთა.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების,   ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს – ოხანაშვილი

    “ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს.

    შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას”

    ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.