Category: ახალი ამბები

  • უვიზოს შეჩერება გამორიცხული არაა, EU-ის ელჩებმა ისევ იმსჯელეს – იოზვიაკი

    “ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები “უცხოური აგენტების” კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა”,

    აცხადებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი.

  • გამოძიება გუშინ თავდასხმის ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ, რა მოხდა – გომელაური

    გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძებას, ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, თუ რა მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები და გამოძიება დაწყებულია.

    ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

  • გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს – გომელაური

    გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს – გომელაური

    გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ…

    არც იოცნებონ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს.

    აცხადებს შს მინისტრი ვახტან გომელაური.

  • “ოცნება” უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან

    სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან.

    დაწერა რუსმა პროპაგანდისტმა, კრემლთან დაახლოებულმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

  • თუ მთავრობა გონს არ მოეგება,საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს – ნაუსედამ

    “კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს.[…]ეს [რუსული კანონი] საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება.[…]ისინი [სამოქალაქო საზოგადოება] ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას იმოქმედოს,”

    ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • შევისწავლით უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება

    “შევისწავლით უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას ” – ნათქვამია ამის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – წერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

    ცნობისთვის, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს უკვე მეორე დღეა, ურეკავენ თუმცა თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით.

  • აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    პედაგოგ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს, კობა ფიფაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

    მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    კობა ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

    კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი 8 მაისს წარუდგინა.

  • ოკუპანტების მიერ გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფლები არიან

    რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

    აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად” – აცხადებს სუს.

  • დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა – ნათია კუპრაშვილი

    „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ სამი ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათსაათიანი შუალედებით იყო ორი ზარი, გერმანიიდან.

    მე ვფიქრობ, რომ ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ გამოძიება დაწყებული და თვითონ უნდა მირეკავდნენ, მაგრამ ვაპირებ მე თვითონ დავუკავშირდე, შევიტან განცხადებას. როცა მისამართს გიცხადებენ და გეუბნებიან, რომ ქვემოთ გელოდებიან, ეს უკვე ჩვეულებრივი ზარი აღარ არის. პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით პირდაპირი მუქარაა“,

    აცხადებს „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი.

  • ღიად დააანონსეს რეპრესიები, ადგენენ ე. წ. შავ სიას. ეს კეთდება საჯარო სამსახურებში დასაქმებულების დასაშინებლად – მალაშხია

    “უკვე ღიად დააანონსეს რეპრესიები, ადგენენ ე. წ. შავ სიას. მე, როგორც საჯარო მოხელე, ვიტყოდი, რომ ეს კეთდება საჯარო სამსახურებში, ა(ა)იპ-ებში სსიპ-ებში დასაქმებულების  დასაშინებლად, გასაჩუმებლად, თუმცა ცხადია, რომ ამ სეგმენტით არ ამოიწურება მათი გათვლები. დღეს რეჟიმი სრულ აგონიაშია. ეს ბრძოლა, რაშიც ერთად ვართ ჩაბმულები, ევროპული მომავლისთვის, კონსტიტუციის დაცვისთვის, გრძელვადიანია და მრავალშრიანი. ერთ-ერთი შრე არის ფსიქოლოგიური ბრძოლა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მყარად და  მშვიდად. სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ თავისუფლების იდეა,  სამშობლოს სიყვარული  გვაერთიანებს. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. აუცილებლად გავიმარჯვებთ!”

    განუცხადა ნანა მალაშხიამ “მთავარ არხს” ოცნების დაანონსებულ რეესტრთან დაკავშირებით.