Category: ახალი ამბები

  • გაგვლახავენ, ავდგებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ!„რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით – ჩიქოვანი

    „გაგვლახავენ და ავდგებით, “რობოკოპებით” გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. მე მახსოვს, ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს დაგვიშავებენ. არავინ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი იარაღი და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი,“

    ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

  • აქციებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან – კობახიძე

    აქციებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან – კობახიძე

    ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია “ნაცმოძრაობის”, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს…

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • ვგმობ, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს – წულუკიანი ელჩზე

    “როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ.

    დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობელად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).

    პირველ რიგში, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ, განვიხილო, თუ როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ.

    საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან, უფრო მეტიც – ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ და, რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში (“ცუდი” მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ.

    პრიმატი არ ვიცი და, ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი.

    დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით.

    ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

    ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა!

    ვწუხვარ. და ვგმობ ამ საქციელს. და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს.

    ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს.

    ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა (!) მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და… ამ ელჩივით მოიქცეს. რადგან შეგვაქებენ.

    ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო.

    მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას.

    დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს,”

    კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსული კანონის გამო გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

  • პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა

    პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძის ქუჩაზე, მის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, ჩხრეკის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში კი უჩა აბაშიჩე პოლიციამ სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა.

    უჩა აბაშიძის  ახლობლების ინფორმაციით, მას იმ დროის განმავლობაში, რაც მის სახლში პოლიცია იმყოფებოდა,  ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ მოგვიანებით შეძლეს, მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ მას სახლიდან პოლიცია გამოიყვანდა.

    უჩა აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ აქტივისტები.

    სამართალდამცველებმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხრეკის შედეგად გარკვეული ნივთები გამოიტანეს.

  • ვხედავთოპონენტების ცემას, დარბევას, რეპრესიებს… ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები-  პრეზიდენტი

    ვხედავთოპონენტების ცემას, დარბევას, რეპრესიებს… ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები- პრეზიდენტი

    “როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი არ დავნებდებით და ჩვენ მოწოდებული ვართ. რომ დავიცავთ და განვავითაროთ მოლაპარაკებები, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს.  ამიტომ მე დაგეთანხმებით, რომ საქართველო დღეს იმყოფება გზაჯვარედინზე. ერთის მხრივ, ეს არის ევროპული მომავალი, ხოლო მეორე მხრივ ეს არის რუსული იმპერიალისტური წარსული. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებას თუ სად ხედავენ მათ მომავალს. ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კვლავ თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს, უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ.

    მაგრამ ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო ამას არ აქვს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.

    და ბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ ჩვენ, ეს არის სწორედ ამ ძალადობის გამოხატულება. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, ის არ აყვება პროვოკაციებს, იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მივება ევროპული გზას თავისუფალ არჩევნებამდე”

    განაცხადა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

  • 4 ნიღბიანი, დაკუნთული ადამიანი მირტყამდა.. ტელეფონიც წამართვეს – გიორგი მუმლაძე

    მარნეულში, ჩემი სახლიდან დაახლოებით 40 მეტრში, დაბურულშუშებიანი მანქანით მითვალთვალებდნენ. რომ გამეგო, ვინ იყვნენ, ვიდეოს გადაღება დავიწყე, რა დროსაც ამ ავტომობილიდან 4 ნიღბიანი, დაკუნთული ადამიანი გადმოვიდა და ჩხუბი დამიწყო. ოთხივე სახის არეში მირტყამდა, ტანსაცმელი შემომახიეს. ასევე, მათ ჩემი ტელეფონი წამართვეს და წაიღეს. ძალადობასთან ერთად, ყაჩაღობაც მოხდა […] ეს სუს-ის მანქანა იყო.

    თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

  • კანონის მიღების შემთხვევაში ბრიუსელში რეაგირება მოუწევთ – ჰერჩინსკი

    ჯერ ისევ არის დრო და არის პროცედურები, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მათ გამოვიყენებთ პარლამენტთან ერთად, პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. ამ კანონის არ მიღების ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ, რათა შედეგებზე მსჯელობა არ მოგვიწიოს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბრიუსელში ჩემს ლიდერებს 27 წევრ ქვეყანასთან ერთად რეაგირება მოუწევთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ ეტაპზე, უარყოფითი მოვლენების სპირალზე, გადასვლა არ მოგვიწევს. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, საბოლოო ჯამში ამას უარყოფითი გავლენა რიგითი ხალხზე, თითოეული პიროვნებაზე ექნება. ამიტომ, ამ მომენტში, ამ გზაგასაყარზე ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ამ კანონის მიღება არ დავუშვათ.

    განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • 425 პარლამენტარს, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას – კრამონი

    გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას. თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ?

    წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

  • “ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით” – საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობას ტოვებს

    “ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით” – საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია:
    „ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა.

    ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

    30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში.

    იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა,  რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის.

    პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ  ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.

    ის გარემო და განწყობა, რომელიც  რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.

    ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.

    თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.
    მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი.” –  წერს გოჩა ჯავახიშვილი. 

  • რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს 9:00 საათზე დაიწყება

    ორშაბათს, 13 მაისს, დილის 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა.

    დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ  გამოქვეყნდა.

    განხილვის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.