Category: ახალი ამბები

  • “ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი” – ნატალია ყიფშიძე

    “ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი” – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს. პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული.  ამის შესახებ, ის სოციალურ ქსლეში წერს.

    “გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს. ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი  მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ.” -წერს ყიფშიძე.

  • მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას უკვე მიღებული რუსული კანონის გარშემო! – ”ჯიუტი” კობახიძეს პასუხობს

    მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას უკვე მიღებული რუსული კანონის გარშემო! – ასე გამოეხმაურა, მოძრაობა ჯიუტი საქართველოს პრემიერმინისტრის შეთავაზებას.

    “მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო.

    მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს.

    ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს.

    მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში.

    ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!” – წერს მოძრაობა ჯიუტი.

    კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მიმართა და თქვა რომ  გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას კანონის გარშემო .

  • დაკავებული 180 პირიდან 93-მა პოლიციისგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ  15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში,  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

    71-მა დაკავებულმა რეაგირება ითხოვა, რის თაობაზეც მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

    ამავე პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 382 შეტყიბინება შევიდა.

  • გამოყონ წარმომადგენლები, გავმართოთ დისკუსია კანონის გარშემო – კობახიძე აქციის მონაწილეებს

    გამოყონ წარმომადგენლები, გავმართოთ დისკუსია კანონის გარშემო – კობახიძე აქციის მონაწილეებს

    ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

    აცხადებს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

  • 3 წელი ლგბტ-დ ვთვლიდი თავს, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს – ქეთი მელუა

    “დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც ადამიანი, რომელსაც ქალთან ერთად ჰქონდა ურთიერთობა, 21 წლის რომ ვიყავი, და ვთვლიდი ჩემს თავს, როგორც LGBT 3 წელი, დიდ პატივს ვცემ ანტი ჰომოფობიის დღეს
    და როგორც ადამიანი, რომელიც ჩემი ოჯახის გარეშე ვერ გადავიტანდი ყველაზე რთულ პერიოდს, ასევე დიდ პატივს ვცემ ქართული ოჯახის და მშობლების დღეს”

    წერს ამის შესახებ, წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი ქეთი მელუა ინსტაგრამის სთორიში.

  • მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს – ქაცარავას მეუღლე

    “დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს.
    ექიმები თავს ეხვევიან.
    რჩება კლინიკაში ორშაბათამდე.
    გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

    წერს დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დააკავეს, შემდეგ კი პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

    დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

  • ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა და გაყრიდა პანღურით – კალაძე ევროპელ მინისტრებზე

    “ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. კარგი ლუსტრაცია მოხდა ეს არის კიდევ ერთი დამდასტურებელი ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან.

    ამის დამდასტურებელი იყო ის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსულები. როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ.

    ეს არის შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან”

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ევროპელი პოლიტიკოსების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას.

  • სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი  – კალაძე

    სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი – კალაძე

    „მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ის არის პრეზიდენტი. არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას. იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს შეცლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს გამარჯვებას, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. შეინარჩუნებს მშვიდობას. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“,

    განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

  • ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება – ოქრიაშვილი

    „დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რატომაა ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ ერთი დღე წელიწადში? ნებიმისიერი ქართველისთვის ოჯახი წმინდაა და ის წმინდაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის ოჯახი?! მხოლოდ მეუღლე და შვილებია, თუ საქართველოც ჩვენი დიდი ოჯახია? ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება.

    როდესაც საქართველო კორუფციამ მოიცვა, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი თავის შვილებს ფულს პარავს და მომავალს უსპობს! დღეს არ ჩამოვთვლი დადასტურებულ, ათი ათასობით მსხვილ კორუფციულ ფაქტს.

    როდესაც შენს ოჯახში, საქართველოში, არის ტოტალური ძალადობა, კორუფციული ფულის გამოყენებით, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი პერიოდულად თვრება და ურტყამს საკუთარ შვილებს!

    აღარ ვიცი, რა ვუწოდო „ოცნებას“ – რუსული, ქართული, კორუფციული, ძალადობრივი. სახელს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს – დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!

    ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია კი ნაქურდალის შენარჩუნება და კორუფციული აწმყოს გახანგრძლივებაა და ამ მიზნისთვის, როგორც ბოლო 1 თვეა დავრწმუნდით, მზად არიან, ჩვენი წმინდა ოჯახი და სამშობლო პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდონ, რათა ასიოდე ოჯახმა შეინარჩუნოს და მოიხმაროს ჩვენი, ყველას ოჯახებიდან ნაქურდალი.

    ყოველგვარი გაბრაზების, ძალადობის გარეშე გავუშვებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ვაიძულებთ ნაქურდალის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

    აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

  • საქართველოში არსებულ ვითარებას მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები უსწრებდა წინ – სენატორი შაჰინი

    “საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები – ასევე რუსეთთან წინააღმდეგ ომში უკრაინის დასახმარებლად მისი თავშეკავება – წინ უსწრებდა [კონგრესში უკრაინისთვის] ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დახმარების დაგვიანებულ მიღებას”.

    განაცხადა ამის შესახებ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა Politico-სთან საუბრისას.