“დაბომბვისას, 3 ბავშვს გულის ოპერაციას უტარებდნენ, მათ გადარჩენას ვცდილობთ” – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

„მთლიანად დაინგრა ტოქსიკოლოგიის განყოფილება, სადაც ბავშვები იყვნენ დიალიზზე. მთავარი ამოცანაა  ონკოჰემატოლოგიის შენობიდან ევაკუაცია, ეტაპობრივად გადაგვყავს სხვა საავადმყოფოებში, რადგან არ არის შუქი, არ არის ჟანგბადი და არ არის წყალმომარაგება.[…]ახლა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც კარდიოქირურგიის ცენტრში ოპერაციას უკეთებდნენ”

აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო.