Category: ახალი ამბები

  • აშშ-ის დახმარება არ შეწყვეტილა, არის პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი – პაატა იმნაძე

    “არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი”, – ასე პასუხობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფორმულას შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების შეუჩერებასთან დაკავშირებით.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.  მათი წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    5-8 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

    დედაქალაქში – თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 აგვისტოს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექოდ, ხოლო 7-8 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • თუ საქმე ცუდად წავა, დარწმუნებული ვარ, ღილაკს თითს დავაჭერთ! – კადიროვი

    ეს სისულელეა. ეს ხომ მსოფლიოს დასასრული არაა. რამდენი აქვთ? სერიოზულებია (რედ. ავიაგამანადგურებლები), ვემზადებით. თუ საქმე უცებ ცუდად წავა, დარწმუნებული ვარ, ღილაკს თითს დავაჭერთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენთან ხუმრობა არ შეიძლება. როგორც ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა: “რაში გვჭირდება ეს მსოფლიო რუსეთის გარეშე?”

    თქვა  ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия 1-თან საუბარში. ამ განცხადებით, კადიროვი უკრაინის მიერ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას გამოეხმაურა.

  • უკრაინელების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 24-ვე დრონი ჩამოაგდეს

    უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული “შაჰიდის” ტიპი 24-ვე დრონი ჩამოაგდეს – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

    დრონები ჩამოაგდეს კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.

  • Aerosmith-მა ტურნე შეწყვიტა: სტივენ ტაილერმა ხმის იოგები დაიზიანა და სიმღერას ვეღარ შეძლებს

    ამერიკულმა როკ ჯგუფმა Aerosmith-მა ტურნეს დასრულების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 76 წლის ჯგუფის ლიდერის სტივენ ტაილერის ხმა შეუქცევადად დაზიანდა.
    სტივენ ტაილერმა სცენაზე ნახევარი საუკუნე გაატარა: მისი მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო. თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის სექტემბერში, მომღერალმა, რომელსაც გაზეთებმა მეტსახელად “კივილის დემონი” უწოდეს, ძლიერად დაიზიანა ვოკალური იოგები და მას შემდეგ ცდილობს გამოჯანმრთელებას.

    „მან რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა, რათა ხმა დაებრუნებინა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო ტრავმამდე“, – ნათქვამია Aerosmith-ის განცხადებაში. ”ჩვენ დავინახეთ, რამდენად რთული იყო ეს მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას საუკეთესო ექიმები ეხმარებოდნენ.”

    ”სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ვოკალური ტრავმისგან სრული აღდგენა შეუძლებელია”, – წერენ მუსიკოსები და ადასტურებენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი გამოსამშვიდობებელი Peace Out ტურის დასრულებას, რომელიც Aerosmith-მა გასულ ზაფხულს დაიწყო.
    ტური სამი კონცერტის გამართვის შემდეგ შეწყდა, რადგან ტაილერმა ხორხის დაზიანება მიიღო, სერიოზულად დაიზიანა ლიგატები და საჭიროებდა მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას.

    მას შემდეგ ჯგუფის გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ მომღერლის ხმა აღდგებოდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამაოდ.

    მსგავსი შემთხვევები ყოფილა შოუბიზნესში და ხშირად ჯგუფი, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზით ვოკალისტი დაკარგა, მის გარეშე განაგრძობდა არსებობას. მაგალითად, ბრიტანული ჯგუფი Queen, 1991 წელს ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ პერიოდულად ატარებს გასტროლებს ვოკალისტ ადამ ლამბერტთან ერთად.

    თუმცა, Aerosmith-ის წევრებმა განმარტეს, რომ მათ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

    “სტივენის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია, და ასეთი სხვა არ არსებობა”, – წერენ ისინი. და რადგან ჯგუფში ყველანი ერთმანეთის ძმებივით ვართ, მივიღეთ უმძიმესი, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება – ყველამ ერთად შევწყვიტოთ ტურნე“.

    Queen-ის გიტარისტმა სერ ბრაიან მეიმ ინსტაგრამზე ჯგუფის სახელით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამ ამბავმა ცრემლები მოადგა.

    “Aerosmith იყო ჩემი და მილიონობით სხვა როკ თაყვანისმცემლის ცხოვრების უდიდესი ნაწილი”, – წერს მეი. “სტივ ტაილერი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი და ფრონტმენი და აბსოლუტურად საშინელებაა, რომ მისი არაჩვეულებრივი ხმა ასე დაზიანდა.”
    “მაგრამ Aerosmith-ის შემოქმედება სიცოცხლეს განაგრძობს და გვახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ჯგუფს, რომელიც ოდესმე გამოსულა სცენაზე.”

  • კრემლი ადასტურებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ФСБ-ს აგენტია

    კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია.  ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 2 აგვისტოს რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე ჟურნალისტებთან გამოსვლისას ისაუბრა.

    “კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია, ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როდესაც ის ალფაში მსახურობდა, ის მსახურობდა პრეზიდენტის [პუტინის] დაცვის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ბუნებრივია, რომ გუშინ შეხვედრისას ისინი ერთმანეთს მიესალმნენ”. – თქვა პესკოვმა

  • კაცს, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა, 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა

    პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. პოლიციამ ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ მიმდინარე წლის 9 იანვარს დააკავა.

    მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • მარნეულში 4 წლის ბავშვს კისტის თოფის ტყვია თავში მოხვდა, რომელიძ ძმას გაუვარდა – ბავშვი თბილისშია გადმოყვანილი

    მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა “რადიო მარნეულმა” გაავრცელა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

    “ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც” – აცხადებს, ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, გია ბიბილეიშვილი ადგილობრივ მედიასთან.

  • თუ დარჩნენ, ქართველებს უკრაინასთან საომრად წაიყვანენ.. ეს გარდაუვალი იქნება – სააკაშვილი “ოცნებაზე”

    თუ დარჩნენ, ქართველებს უკრაინასთან საომრად წაიყვანენ.. ეს გარდაუვალი იქნება – სააკაშვილი “ოცნებაზე”

    ”რა შეიძლება გამოიწვიოს მათ [ქართული ოცნების] საქართველოში დარჩენამ. ჩვენ აუცილებლად შეგვიყვანენ ექვსთა კავშირში, სადაც რუსეთი და ირანი შედიან. რაღაც სახის ფორმით რუსეთთან ასოცირებას გაგვიკეთებენ და თავიდან ფულით, შემდეგ კი უკვე იძულებით, ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის ჯარში, უკრაინასთან საომრად წაიყვანენ. ეს გარდაუვალი იქნება. ეს ხალხი, რომელიც ყვირის: “ან ომი, ან მონობა” – ომსაც გვიმზადებს და მონობასაც. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ეროვნული ღირსების განცდა არ აქვთ.

    განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

  • დოლიძემ მთელი გამოსვლა ენმ-ის ლანძღვას მიუძღვნა, იმ ანა დოლიძემ 2008-ში რუსეთის მხარეს რომ იცავდა და წარმოადგენდა – ჩარკვიანი

    ”მორატორიუმი გამოვაცხადოთო ოპოზიციამო ერთმანეთს თავს არ დავესხათო და კი ბატონო თქო და გუშინ მთელი გამოსვლა ( ხაზარაძესთან გაერთიანებულმა) ანა დოლიძემ ნაც მოძრაობის ლანძღვას მიუძღვნა, აი იმ ანა დოლიძემ, ვითომ “ბანკებს” -მევახშეებს რომ ებრძოდა შარშან , აი იმ ანა დოლიძემ 2008 -ში რუსეთის მხარეს რომ იცავდა და წარმოადგენდა სამაჩაბლო რომ წაგვართვეს, ადვოკატი რომ იყო ოკუპანტის , ჰოდა მორატორიუმი კი არა, მხოლოდ სიმართლე და ფეიკების ლუსტრაციით და მართალთა და მართლა დასავლეთის მომხრეთა გაერთიანებით დაიდება გამარჯვება!!!!!”

    ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.