ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.
რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, ოცნება ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.
არჩევნების გაყალბების და ოცნების მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, “გაკუპონდეს“ კიდეც.
ლარის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული ოცნების ქმედებებზე – დარჩებიან ხელისუფლებაში?! ახლანდელი 500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.
არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო – თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან საბოლოოდ გაფუჭდება , ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.
26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!
Category: ახალი ამბები
-
არჩევნების გაყალბების პირობებში, 1 დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 90 ლარი – ოქრიაშვილი
-
ჰელსინკის კომისია ენმ-ის საარჩევნო კამპანიის განაყოფად იქცა – იონათამიშვილი
ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ განაყოფად იქცა. ისიც ფაქტია, რომ არჩევნებზე ამ განაყოფს არანაირი შედეგი არ ექნება […] ქართველ ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს განასახიერებს.
-
“ოცნების” ინიციატივა მოუბოდიშოს ცხინვალს კონფლიქტის დარეგულირების იმედს იძლევა – მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აღნიშნა, რომს საქართველოს ხელისუფლები ბოლოდროინდელი ინიციატივა მოუხადოს ბოდიში “სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედებს იძლევა”.
“საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით განიხილება.
ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება. რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია.[…]ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა”. – განაცხადა ზახაროვამ.
-
არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის – კახა კალაძე
“არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის “- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “ოცნების” ავტორიტარული გეზი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეში აგდებს.
”ეს არის სიყალბე და რაღაც ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც აქვთ – რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება და მდგომარეობა იყო. რაღაც ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო […] დღეს სიტუაცია პირიქითაა. ქვეყანაში გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია […] ამ მოცემულობაზე კი გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ეს ძალიან დიდი სიყალბე და სიცრუეა […]არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და თუნდაც პროამერიკელი ადამიანი რამდენი შეიძლება დადიოდეს, მაგრამ ჩემთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა. პირველ რიგში, მე პროქართველი ვარ და პროქართულ პოლიტიკას ვატარებ […] ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ამ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ როგორც კი არჩევნები დასრულდება და რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, ყველაფერი დალაგდება”. – განაცხადა კალაძემ.
-

გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად – ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე
“ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ იმ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს… სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში”
აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
-
ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ – ბორელი
“საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება და ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ქართველებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი მათ ქვეყანას ეხება.”
აცხადებს ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელი.
-
კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას – ნაუსედა
საქართველო სერიოზული პრობლემაა. ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით.
განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. დღეს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
-
საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – აცხადებს ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.მისი თქმით, აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს.
“ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული.
ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია.
ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.
-
იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012-ის აქციას.. – მარგველაშვილი პროევროპულ მარშზე
ვფიქრობ, [პროევროპულ მარშს] დაახლოებით იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012 წელს გვქონდა ჩვენს ძალიან დიდ აქციას, რომელმაც შემატა ძალა არამარტო ამომრჩეველს… მობილიზება და ძალის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დონეზე. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ ადამიანი ვარაუდობს, მისცეს თუ არა ქართულ ოცნებას ხმა, მე აღარ წარმომიდგენია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს – ანუ უკვე ჩამოყალიბებულია ქართული ოცნების ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, არა ქართული ოცნების ამომრჩეველი, არამედ ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და ნათლად დაინახავს იმას, რომ ის არ უნდა დარჩეს სახლში და არ თქვას, რომ არ წავალ არჩევნებზე. ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალის ჩვენება.
აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ”ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი მარგველაშვილი. პროევროპული მარში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
-
პოლარიზაცია სრულდება ავტოკრატიით, მაგალითად ჩრდ. კორეა – თორნტონი კობახიძეს
“დიახ. პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა – პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს”,
ამის შესახებ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი X-ზე წერს, რითიც ეხმაურება, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.