Category: ახალი ამბები

  • კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

    კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.ამის შესახებ განცხადება  პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    “1989 წლიდან გახლდათ ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, იყო კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით ტელეფესტივალ მანას აღმასრულებელი დირექტორი, ტიბისი ტვ-ს გენერალური პროდიუსერი, გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის დირექტორი, შპს მელოდია არტის გენერალური პროდიუსერი, ასევე, თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი”. – თქვა კობახიძემ.

  • არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყოფა – კობახიძე

    არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყოფა – კობახიძე

    “არჩევნების დასრულებისთანავე, დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროს გაყოფ. კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო.

    როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა”.

    ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ,  განაცხადა ბრიფინგზე, სადაც კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა.

  • ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ – კახა კალაძე

    „ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ომი რომ გვქონდეს. შეუძლებელი იქნებოდა სანქციებს რომ მივერთებოდით, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. უზარმაზარი რესურსი გვაქვს, რომ განვითარდეთ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შევამციროთ, კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს და ასე შემდეგ“,

    ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • პირადობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის – სახალხო ცამვბელი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და გამოძების დაწყებას ითხოვს

    პირადობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის – სახალხო ცამვბელი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და გამოძების დაწყებას ითხოვს

    გავრცელებულ ინფორმაციებს, იმის შესახებ, რომ  მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, სახალხო დამცველი ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება.  ომბუდსმენი, გამოხატავს მზადყოფნას, მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს და აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს:

    “უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

    საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

    ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატს ცხელ ხაზზე – 1481.” ნათქვამია განცხადებაში. 

  • წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

    წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

    22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

    მათივე თქმით, საფრთხის დონე საშუალოა.

  • შეჯიბრია ოცნების ოფიციალურ პირებში, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად – პაველ ჰერჩინსკი

    “გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გადაწყდა მიზანმიმართული ქმედებების, გადაწყვეტილებების, კანონების მიღების შედეგად, რომელიც საქართველოში მიიღეს.

    პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის ქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია ის, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

    გაფართოების პირველი ანგარიში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა მოუწოდებდა, შეაჩერეთ ანტიდასავლური და ანტი-ევროკავშირის პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივი. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ევროპისა და დასავლეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელება არ შეჩერებულა”,

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

    დღეიდან საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ, ხოლო 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა.

    “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ  ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

    გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.

    გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები,აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

    აგრეთვე, 60 წლის და უფროსი  ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

    4 ნოემბრიდან კი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.

    აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში  6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს” – მერია მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებაზე

    “ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს” – ასე ეხმაურება, თბილისის მერია ჯგუფ მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას.

    “როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ მგზავრების კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ”, – წერია მერიის განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ  მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: “მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – დაწერა ჯგუფმა.

  • მოკლულია 3 ტერორისტი, ვამოწმებთ შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია – IDF

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სავარაუდოდ, “ჰამასის” ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სავარუდოდ, სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

    “ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია”, – აღნიშნეს IDF-ში.

    სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.

  • სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია – კალაძე ბორელზე

    „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს არა, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, არ არის თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. ”,

    „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას „სისულელეს” უწოდებს.