Category: ახალი ამბები

  • ის ხალხია ვინც ჩვენს გუნდს დაესხა თავს – მეზვრიშვილი ლაზერის მიმნათებლებზე

    ის ხალხია ვინც ჩვენს გუნდს დაესხა თავს – მეზვრიშვილი ლაზერის მიმნათებლებზე

    გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება ოცნების დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს. ოცნება იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს.

    ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება.

    უმოქმედობას კონრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც ოცნებამ არასრულწლოვანი გამოიყენა.

    სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.

    ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება.

    დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას.

    მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი და ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა არავის ეპატიება. პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული

    აცხადებს ამის შესახებ, პარტია გახარია – საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ხოლო დღის საათებში შედარებით დათბება.ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

  • საქართველო ვერ შეძლებს გახდეს EU-ს წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს – EU-ს 13 ქვეყანა

    ”საქართველო ვერ შეძლებს გახდეს EU-ს წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან სიცრუე” – ნათქვამია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში საქართველოს შესახებ

    „საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და, რაც მნიშვნელოვანია, ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პროევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი, ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ბევრს მიაღწია – 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო.

    აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება.

    საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების განმავლობაში საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე – ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.

    ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს.

    ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

    იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს.

    მოდით, ერთი რამ განვმარტოთ – ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ – ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“- ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ: ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი;

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი;

    დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარი ბიერი;

    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა;

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე;

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში, სიმონას შატუნასი;

    ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი;

    პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, ადამ შლაპკა;

    პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ინეშ დომინგოსი;

    საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი;

    ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი, იოაკიმ სტრანდი;

    შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იესიკა როსენკრანცი;

    ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარტინ დვორაკი.

  • როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო უწყებები აწვდიან – “ჩემი ხმა”

    “როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო უწყებები აწვდიან ” – სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების მონიტორინგის ყოველკვირეულ შეფასებას აქვეყნებს

    “მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომელსაც ფლობენ მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუადვილდეს ამომრჩევლების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ მედიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ და ჩვენც არაერთხელ მოვუწოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეესრულებინათ თავიანთი ფუნქციები წინასაარჩევნო პროცესში, ამ დრომდე არ მოგვისმენია არც ერთი უწყებისაგან განმარტება, მათ მიერ განხორციელებული რეაგირების , ჩატარებული შემოწმების და გამოძიების შესახებ – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ. 

  • მივდივართ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მშვიდობისთვის – მეუფე ზენონი

    საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი წინაპრები საქართველოსთან ერთად ადრე ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ, ახლა ევროპა იბრძვის ჩვენთვის, ჩვენი წინაპრების შთამომავლებისთვის. დიახ, ჩვენთან ერთად ევროპა იბრძვის საქართველოსთვის, მისი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვისთვის.

    დღეს იმისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, რათა ევროპასა და დასავლეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არ დაშორდნენ თავის სამშობლოს, ხოლო სამშობლო თავის შვილებს!

    ცივილიზებული გონის კარნახით მოქმედნო, საქართველოს მოქალაქენო,ერთმანეთისგან გაუცხოებით არ დაასუსტოთ ერთმანეთი და სამშობლო!

    ახალგაზრდებო, თქვენ ის თაობა ხართ, რომელსაც არ ესაჭიროება შეხსენება, რომ სხვისი დამცირებით არავინ განდიდებულა. თქვენ პატივს სცემთ ადამიანის არსებობას, ადამიანის სიცოცხლეს! ასე, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით წინ გაუძეხით დაღლილ უფროს თაობებს ამქვეყნიურ მშვიდობის სახლში.

    უპიროვნო სამყაროში განკაცებულმა ღმერთმა თქვა, რომ ის თავად არის პიროვნება და მისი შემოქმედების გვირგვინი-ადამიანიც პიროვნებაა, რომელიც ქმნილი სამყაროს უპირველესი ფასეულობაა. მაშ, თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?!

    მშვიდობით გევლოთ ამქვეყნიური მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მედგარი სულით მებრძოლო, საქართველოს შვილებო, ჩვენი სამშობლოს დღე-ღამის მანათობელნო, საქართველოს ახალგაზრდებო!

    ევროპის კარი ღიაა და უძველესი კავკასიურ- ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი საქართველოდან მასთან შემტკიცების ქართულ აისს ელოდება.

    მივდივართ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მშვიდობისთვის, განაცხადისთვის, რომ საქართველო არის ხიდი ევროპისკენ თვით აზიისთვის.

    წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონ იარაჯული.

  • მისნაირ ქაჯებს, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს – კალაძე

    მისნაირ ქაჯებს, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს – კალაძე

    როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი  გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები,  მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული  აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის  თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად  ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება,  ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

    ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, “ქაჯებს”, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეული  და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად.

    განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას.

  • ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია – გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ ზურაბიშვილის პრემიერობას

    ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.

    საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“,

    ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, კითხვას, თუ  რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას.

  • ”გვაქვს კონტაქტები თბილისთან, მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები” – ლავროვი

    ”გვაქვს კონტაქტები თბილისთან, მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები” – ლავროვი

    “რეგიონის მიღმა მყოფი ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი პირობები უკარნახონ სამხრეთ კავკასიას. მათი მიზანი არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იქ არსებობს, არამედ ნატოს ინტერესების გატარება და ზეწოლის ბერკეტების გამოყენება. ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანებასთან დაკავშირებით, ასევე კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ევროკავშირმაც წამსვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ განიხილება ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად.

    მიზეზი კი ის არის, რომ არ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. გამოდის, რომ ევროპული ფასეულობები არის ძირგამომთხრელი საქმიანობის ფინანსირება დსა ლგბტ დღის წესრიგის გატარება. გარდა ამისა, დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ისევ სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობის გაფუჭება ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან. როგორც კი თბილისში მოინდომებენ 3+3 ფორმატში მონაწილეობას, შეუძლიათ მოვიდნენ და დასხდნენ თავიანთ სავარძელში, რომელიც მათთვის მზად არის.

    რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ გვაქვს ეს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან”,

    აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი “3+3-ის” ფორმატის სხდომაზე.

  • თუ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგიონში გიწევთ გამგზავრება – პლატფორმა 26, ამომრჩეველს ტრანსპორტირებას სთავაზობს

    26 ოქტომბერს, მოქალაქეებისა და აქტივისტების მიერ შექმნილი პლატფორმა 26, თბილისიდან რეგიონების მიმართულებით ტრანსპორტირების პრობლემის მქონე მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს. 

    პლატფორმა მოქალაქეებს 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებაში დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუკი მათი საარჩევნო უბანი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150 კმ ან მეტ მანძილზე მდებარეობს. ამისათვის საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება.

    ”არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან რეგიონებში თუ გიწევთ გამგზავრება, ეს ინფორმაცია თქვენს საყურადღებოდაა. შეავსეთ პირველივე კომენტარში მითითებული განაცხადის ფორმა, რომ 25 ოქტომბრის საღამოს, ან 26 ოქტომბრის დილას დაგეხმაროთ ხმის მისაცემად თქვენთვის სასურველ რეგიონში გამგზავრებაში. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ნაცნობებსაც. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმის დაფიქსირება, რომ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს”- ნათქვამია ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.

    • “ამ ფორმის შევსება დაგვეხმარება იმ ამომრჩევლების იდენტიფიცირებაში, ვისაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება სჭირდება. გთხოვთ, ფორმა შეავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საარჩევნო უბანი მდებარეობს თქვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150კმ ან მეტ მანძილზე. თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა”. – ნათქვამია ფორმის აღწერაში.
  • საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს, და EU-ში გაწევრიანდეს – ფიშერი

    საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს, და EU-ში გაწევრიანდეს – ფიშერი

    ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ.

    წერს ამის შესახებ, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე.