Category: ახალი ამბები

  • გთვლით მკვლელად… უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედისთვის – ახობაძე პროკურორს

    “თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი… ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად – ვიქნებოდი მე მისამართზე – საბურთალოზე თუ ვიქნებოდი გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდული იყო… მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის…
    თქვენი გადაწყვეტილებით და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
    თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი, უსისხლო და უგრძნობი გადაწყვეტილებით არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც ექნება. ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი…
    თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მე მინდა გკითხოთ ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ და მინდა მიხვიდეთ და კითხოთ დედას, რომ ასეთ კაცს, რაც მე აქამდე ვილაპარაკე – როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას?

    ამ სიტყვებით მიმართა პროკურორს ექიმმა გიორგი ახობაძემ, რომელსაც დედა სწორედ მისი პატიმრობის დროს გარდაეცვალა

  • “შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის წერილს ავრცელებს

    “დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ” – წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

    “როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო.
    ,,დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ესაა მზია ამაღლობელის სათქმელი.” წერს ქურდოვანიძე.

  • ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? – კობახიძე

    ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? – კობახიძე

    [კრიზისს ელის] ნაწილი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება. ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას? ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს დადგა მადლობა ღმერთს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში.

    თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

  • გამყიდველობის კიდევ ერთი დონე –  „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

    გამყიდველობის კიდევ ერთი დონე – „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

    „ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს. დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“

    ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს.

  • სანამ საქართველოში არ შეწყდება დემოკრატიის უკუსვლა, პროგრამების აღდგენას არ ვგეგმავთ – გარეთ უორდი

    იცით, რომ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ, თქვენ ახსენეთ განცხადება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა, მე კი მთავრობის წარმომადგენელი ვარ.

    გასულ დეკემბერს ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანს დავუწესეთ სანქციები და გამოვხატეთ ჩვენი წუხილი პროტესტის დროს გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული.

    ჩვენმა საგარეო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან, აქვე ითქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას და კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე, იქამდე სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ დასრულდება – ესაა ჩვენი პოზიცია და ასეც შენარჩუნდება.

    იქამდე სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსვლა, არ ვგეგმავთ პროგრამების აღდგენას საქართველოში.

    ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი TV პირველთან ინტერვიუში.

  • სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

    სასამართლომ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

    ჟორჟოლიანს საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ.

  • გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილისგან მიღებული მუქარის წერილის გასაჯაროებას გეგმავს

    წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში – თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი ემუქრებოდა.

    “ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი  თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.

    ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.

    გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

  • ოცნებამ და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა – ნონა ქურდოვანიძე

    “ყველანაირად კრიზისში მყოფ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა და 2 დღეა ავრცელებენ დაჭრილ ვიდეოს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილმა ინგლისური სუბტიტრებიც დაურთო და დატვიტა. არ ვიცი ამით თუ უნდა ტრამპის ყურადღება მიიპყროს.” –  წერს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

  • “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს” – ზელენსკი

    “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. ეს იქნებოდა დიალოგის დაწყების სამართლიანი შესაძლებლობა”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.

  • “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი… “იმედი” 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის” – უილსონი

    “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია “იმედი”, 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის”

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.

     

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, “ვერ დაასანქცირებს”.