Category: ახალი ამბები

  • თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როცა ჩემს ოჯახს ეხებიან – ზარქუა

    არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახსა და ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. მე არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როცა ჩემს შვილებსა და ოჯახს ეხებიან. ასე რომ, მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იგივეს მიიღებენ – ამისთვის, თუნდაც რომ ციხეში წავიდე, ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ რომ ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

  • დღეს ვიღებთ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზების შეჩერების გადაწყვეტილებას – ჟან ნოელ ბარო

    დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ვიზების შეჩერების თაობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ და ძალიან მტკიცედ ვითხოვთ შეჩერდეს რეპრესია, რომელიც მიმართულია პროტესტანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი მუდმივად და შეუპოვრად გამოხატავს ევროპულ მისწრაფებას, დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. ეს მისწრაფება შესმენილი უნდა იყოს

    განაცხადა ევროკავშირის საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

  • საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ქართველი ხალხის ნებას – ბაიბა ბრაჟე

    ”ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც არსებითად ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის მაღალჩინოსნების, საჯარო მოხელეების მიმართ. ისინი ვერ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირში. ასე, რომ ეს არის გამიზნული ქმედება. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის არანაირი დახმარება არ გაიცემა მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის ან სააგენტოებისთვის. სამწუხაროდ, ისინი პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის ნებას ევროპული მომავლის კუთხით, დემონსტრაციების კუთხით. ლატვიაში შემოსვლა ავუკრძალეთ სამთავრობო პირებს და იმ ხალხს, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმები და რეპრესიები ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე. იგივე გააკეთეს სხვებმაც, ასე, რომ ზეწოლა არსებობს, მაგრამ კარიც ღიაა, თუ ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემენ”.

    განაცხადა ამის შესახებ,  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.

  • გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

    პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
    დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ გახარიას ადვოკატს საშუალება ექნება გაეცნოს საქმის მასალებს.

    “გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოხდა ახლა. მანამდე რაც ვრცელდებოდა, იყო ტყუილი. დაზარალებულად ცნობა ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს”- აცხადებენ პარტიაში.

    15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  .

    შსს-მ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

  • მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს  დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უკვე 16 დღეა შიმშილობს.

    ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღეს, პენიტენციური სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია არანაირი ინფორმაცია, თუ  როგორ არის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი.

    ”უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.

    მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

    საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.

    ამასთან, საია მიმართავს:

    • საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

    • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

    საზოგადეობას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუგონარი იყო, ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვთ – გახარია

    ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ოპერაცია არ ეყოთ, მეორე ოპერაციას უკეთებენ. ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს დღეს რეჟიმი. ყველას გვესმის, როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ ჩემი პასუხიც და რეაგირება ამ თავდასხმაზე – მე ვეცდები ყველანაირად შევძლო, რომ ეს იყოს ყველა ჩაგრულის ჩაგვრაზე პასუხი. იმიტომ, რომ ჩვენ თუ ასე ინდივიდუალურად ჩვენ ჩვენი პასუხი მოვთხოვეთ ხელისუფლებას, ამის ეფექტი მცირე იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის.

    მარტივი მაგალითი – მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, რომლისთვისაც საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო, მაგრამ სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას.

    თქვა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

  • პუტინი ცდილობს ხელი შეუწყოს აშშ-სთან მოლაპარაკებების იდეას.. სურს ისაუბროს უკრაინაზე – უკრაინის გარეშე. ეს არ მოხდება – ერმაკი

    “პუტინი ცდილობს ხელი შეუწყოს აშშ-სთან მოლაპარაკებების იდეას.

    მაგრამ მას აქვს პირობა: მას სურს შეთანხმება ევროპის ბედზე – ევროპის გარეშე. და მას სურს ისაუბროს უკრაინაზე – უკრაინის გარეშე.

    ეს არ მოხდება. პუტინს დიდი ხანია სჭირდებოდა რეალობაში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააბრუნებენ.

    ეს ასე არ მუშაობს დღევანდელ მსოფლიოში”

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

  • საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილსა და კოსტავაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

    საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, 25 იანვრის 00:30-დან 03:00-საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება
    დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა
    შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, ფილარმონიიდან მეტროსადგურ რუსთაველამდე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    “შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

    რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

    ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მარიამ სიჭინავა დღეს 2 000 ლარით დააჯარიმეს – ჯამში 14 000-თაა დაჯარიმებული

    მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტი დღეს პროცესზე ხალათითა და ჩუსტებით მივიდა იმის საილუსტრაციოდ, რომ სასამართლო დარბაზში თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

    ჯამში  სიჭინავას 14 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.

    სიჭინავა თითქმის ყოველდღიურად არღვევს “ოცნების”  მიერ მიღებულ  რეპრესიულ კანონებს.

    ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ის რეგულარულად დადის ბალაკლავით და იყენებს პიროტექნიკას. აქტივისტი ამბობს, რომ ეს მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და რეჟიმის მართული მოსამართლეების მიერ,  ჯარიმების დაკისრება, ხელს ვერ შეუშლის.

  • EU-ს ელჩებმა, მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – იოზვიაკი

    “ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის”,

     

    წერს ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.