Category: ახალი ამბები

  • “მეგობარი აქტის” სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია” – კირცხალია

    “არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. “მეგობარი აქტის” სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება”.

    განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ.

  • “MEGOBARI აქტის მიღებით აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა” -“კოალიცია ცვლილებისთვის”

    “MEGOBARI აქტის მიღებით აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა” “კოალიცია ცვლილებისთვის” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურება.

    “აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის მიღებას, რითიც ჩვენი ქვეყნის ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უდიდესი მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ივანიშვილის უზურპატორი, მოძალადე, ავტორიტარული, რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობისკენ.

    მეგობარი აქტი ითხოვს – პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებასა და იმ პირების სანქცირებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენების ზრდას. ასევე, სანქციები მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში.

    მეგობარი აქტის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.
    აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა. მეგობარი აქტის მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა.

    ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვით, ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ მეგობარი აქტი მალე გაივლის დარჩენილ პროცედურებს, რაც ნიშნავს მძიმე წნეხს მათ წინააღმდეგ, ვინც ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხოლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის”, – წერია განცხადებაში.

  • “MEGOBARI Act-ი პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, რაც რუსულმა ოცნებამ 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა” – ხაზარაძე

    “MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!

    კი, “ქართული ოცნება” ნამდვილად იქცა “ქართულ კოშმარად” როცა:
    – ღირსება აყარა სასამართლოს;
    – მოკლა ინსტიტუციები;
    – ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
    – დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
    – დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
    – დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.

    დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!

    გზავნილი მიღებულია – ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!”

    ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს – ვაშაძე

    ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს – ვაშაძე

    მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის!

    მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს “მეგობარი აქტი”.

    ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.

    წარმოუდგენელი რამ მოხდა – 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს.

    ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი სკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

    ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.

    ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს.

    ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად.

    ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ყველაზე მთავარი წინ არის.

    წერს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

  • ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    sknews-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ივანიშვილმა ბერას ჩააბარა – ივანიშვილების ოჯახმა დანაშაულის მფარველობით წელიწადში $500 მილიონი უნდა მიიღონ” – ხაბეიშვილი

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბერა ივანიშვილს ჩააბარა”-აცხადებს ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.  მისი თქმით, “ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ბერა ივანიშვილს. ბერამ მისი მეგობარი ამიკოს გავლით და შუამავლობით ტრანსნაციონალური ქოლცენტრების სქემის აწყობა დაავალა “სოსოს”, რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა დაუნიშნა ორი “თვალი” – წარმომადგენელი ლაშა და დავითი. შეთანხმების თანახმად, ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “მინი” ოფისები უკვე “ამოქოქეს” და იგეგმება ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, სადაც თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი, მძარცველი იმუშავებს! ცხადია, ყველა დასახელებული სახელის გარდა ვიცით გვარები, ასევე კონკრეტული მისამართები და “თანამშრომლების” გარკვეული ჯგუფიც იდენტიფიცირებულია! ევროპოლი და გერმანიის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული თემაა ტრანსნაციონალური დანაშაული. მამა-შვილი ივანიშვილები იმდენს იზამენ, სანქციები კი არა პირდაპირ ალკატრასის ციხეში მოხვდებიან. გვაქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი – სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით!”, – წერს ხაბეიშვილი.

  • “ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას აშშ-ის მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად” – ჩიკვაიძე

    “მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად”

    ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის წერილში.

  • მესამედ აედევნა პოლიცია ჩარლის..ჩემი ქმრის დევნას, თუ რამე გინდათ, პირდაპირ ჩემთან მობრძანდით! – “დაიტოვეს” ადმინისტრატორი

    “დღეს მესამედ აედევნა პოლიცია ჩარლის. 2-ჯერ გააჩერეს და გაჩხრიკეს. ერთხელ სახლთან, მეორედ ისნის მეტროსთან და მესად ვაკეში. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ტყუილად დასდევთ ჩარლის, ცხოვრებაში უკანონო არაფერი გაუკეთებია და ჩემ საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს. და ესე ქალაქის გარშემო ჩემი ქმრის დევნას, თუ რამე გინდათ, პირდაპირ ჩემთან მობრძანდით, მრგვალ ბაღთან ვარ ახლა და ცოტა მოგვიანებით, სადაც ვიქნებით ისიც შემიძლია გითხრათ. და თუ გგონიათ ვინმეს შეაშინებთ, ტყუილად წვალობთ! ცეცხლი ოლიგარქიას!”.

    წერს ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი ადმინისტრატორი, მარიამ ყაულაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ხაზარაძე და ჯაფარიძე თეა წულუკიანს მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. წერილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს.

    „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს

    სადგურის მოედანზე სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს – როგორც თვითმხილველები აცხადებენ,  ახალგაზრდა კაცი ყელის არეში დაჭრეს. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

    ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.