Category: ახალი ამბები

  • უკრაინამ იერიშები მიიტანა რუსეთის ბაზებზე, სადაც 9 მაისისთვის გამოსაყვანი ტექნიკა ინახებოდა

    უკრაინამ რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ “შაიკოვკასა” და მოსკოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა “კუბინკაზე” იერიშები მიიტანა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო ავრცელებს.

    რუსული მხარის ცნობით, დარტყმა იმ ადგილებზე მოხდა, სადაც 9 მაისის აღლუმში მონაწილე პერსონალი და ტექნიკა იყო განლაგებული.

    კუბინკა-ს ბაზაზე განთავსებულია Tu-22M3 თვითმფრინავები და რაკეტები, კერძოდ, Kh-22,.

    შაიკოვკა-ს ბაზაზე განთავსებულია Su-27 და MiG-29 თვითმფრინავები.

  • საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო, სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვერ გაფრინდა

    უკრაინის მხრიდან, საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში ვერ ჩაფრინდა. ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებული გახდა აზერბაიჯანში დაშვებულიყო.

    როგორც სააგენტო Tanjug-ი იტყობინება, სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაქოში დაშვების შემდეგ მოსკოვში გამგზავრების ნებართვას ელოდება.

    გავრცელებული ინფორმაციით, ვუჩიჩის რეისისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეზე წვდომა ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შეუზღუდეს.

    პორტალ Informer-ის ცნობით, ბაქოში საგანგებო დაშვება მოხდა რუსულ საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შეტევის ფონზე – საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიურობის გამო.

    რუსეთის აეროპორტებში მასობრივად ფერხდება ავიარეისები უკრაინელთა მიერ ღამითა და გამთენიისას კამიკაძე დრონებით თავდასხმების გამო.

    მოსკოვის ოლქზე განხორციელებული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსების ათეულობით სამოქალაქო რეისმა გადადო ფრენა. აეროპორტების საჰაერო სივრცის დახურვის გამო ფრენები მასობრივად იგვიანებს, ხოლო მგზავრები ჩივიან საათობით ლოდინზე თვითმფრინავებში, საკვების, წყლისა და შესაბამისი პირობების გარეშე.

    მოსკოვი:
    • დომოდედოვო: 80 რეისი გადაიდო, 38 გაუქმდა.
    • ვნუკოვო: 27 რეისი გადაიდო, მგზავრები 12 საათზე მეტს ელოდებიან.
    • შერემეტიევო: 52 გამგზავრება გადაიდო, 70 ჩაფრენა.

    სანქტ-პეტერბურგი:
    • პულკოვო: 9 გამგზავრება და 7 ჩაფრენა გაუქმდა.

    რეგიონები:
    • ყაზანი: 30-ზე მეტი რეისი გადაიდო, 6 გაუქმდა.
    • სოჭი: 16 გამგზავრება გადაიდო, 6 გაუქმდა.
    • ნიჟნი ნოვგოროდი: აეროპორტი თითქმის ერთი დღეა დაკეტილია.
    • ეკატერინბურგი: 6 რეისი გაუქმდა, 4 გადაიდო.
    • ციმბირი: ნოვოსიბირსკი, ნორილსკი და სხვა — 14 გადადება, 3 გაუქმება.
    • კავკასია: მინერალნიე ვოდი — 11 გადადება, 10 გაუქმება; მახაჩკალა — 12 გადადება, 2 გაუქმება.

     

  • სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი – კობახიძე

    პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი. რაც შეეხება უკან დახევას, ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხისა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ამ ბრძოლას გავდივართ ამდენი ხანია. ჯერ იყო არაფორმალური სანქციები, შემდეგ იყო ფორმალური სანქციები. ბრძოლა წარიმართება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და აქ უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ.

    არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და არა ვიღაც სხვა მთავრობის გადაწყვეტილება. პირველი, რაც უნდა ქართველ ხალხს, ეს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქართველი ხალხის ღირსების დაცვა. დღეს ამისთვის წარიმართება ბრძოლა.

    2022 წლის დასაწყისიდან ჩვენ გამოვიარეთ სერიოზული ზეწოლა, ვერ ჩაგვრთეს ომში, ვერ გააჩაღეს საქართველოში მეორე ფრონტი, ამან გამოიწვია “დიფ სთეითის” განაწყენება და ამის შემდეგ გრძელდება შანტაჟი და მუქარა ხან ფორმალური, ხან არაფორმალური სანქციებით. ქართველ ხალხს სურს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა, ეს არის მთავარი ღირებულება ქართველი ხალხისთვის და ჩვენ ვიცავთ ამას.

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის ბიზნესპარტნიორ პაპიაშვილს კი 8 წლიანი

    სასამართლომ  პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის ბიზნესპატრნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლიანი.  გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

    სხდომას თავიდანვე ესწრებოდა ირაკლი პაპიაშვილი, რომელსაც ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს.

    სასამართლო პროცესს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შეუერთდა ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე.

    გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

  • ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაზე – არ მოაწერენ ხელს, არ მიიღებს სენატი – მდინარაძე MEGOBARI აქტზე

    წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, თუ ვინმეს კიდევ განმარტება სჭირდება, ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულიაა ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რამდენი თვეა წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. იმდენად ნაჭორავები აქტია, ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს – აქედან გამომდინარე, უკიდურესად არასერიოზულია ამაზე საუბარი. ლაკმუსის ტესტია იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, დიფსთეითის დამარცხებაზე თუ არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაზე – არ მოაწერენ ხელს, არ მიიღებს სენატი და ა.შ. ოდნავ მაინც თუ დიფსტეიტის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს.

    ამბობს  მამუკა მდინარაძე MEGOBARI აქტზე.

  • 500 ადამიანი იყო  ჩართული უმძიმეს ძალადობაში და მხოლოდ 30 ადამიანია დაჭერილი – კობახიძე სინდისის პატიმრებზე

    500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში და მხოლოდ 30 ადამიანია დაჭერილი – კობახიძე სინდისის პატიმრებზე

    2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ცნობილი [ლაზარე] გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან 1 იქნა შეწყალებული და 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში – ამას ჰქონდა ძალიან ცუდი ეფექტი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.

    ახლა რა მოხდა, იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში – სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. […] არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. […] იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში? ამაზე მიპასუხეთ.

    თქვა  ირაკლი კობახიძემ აქციების დროს დაკავებულ პირებზე.

  • “ეს არის მტრული აქტი – ტრამპს გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში” –  კალაძე

    “ეს არის მტრული აქტი – ტრამპს გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში” – კალაძე

    “კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება”.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რადიკალების ჩამოშორების შემდეგ,  გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ – ირაკლი კობახიძე

    რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ – ირაკლი კობახიძე

    ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება – გამთლიანებაში ერთის მხრივ ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების განვითარებას.
    ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარედან ქართველებს თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ.

    ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ საზოგადოებას.

    ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.

    თქვა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ

  • ”ოცნების” პრემიერობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეც იქნება

    ”ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. გადაწყვეტილება ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

    ირაკლი კობახიძე,  ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.

    “ქართული ოცნების” ყრილობა ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.

    25 აპრილს, ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

  • “სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს” – გომელაური MEGOBARI აქტზე

    “არ მინახია ნამდვილად სია, სიმართლე რომ გითხრათ. […] სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს”.

     

    ასე გამოეხმაურა “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური MEGOBARI აქტის სასანქციო სიას.