Category: ახალი ამბები

  • იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება – ლიეტუვას ელჩი საქართველოზე

    ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია, საქართველო, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება, – ამის შესახებ ლიეტუვას ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი, „ტვიტერში“ წერს, რითაც ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვს წლისთავს ეხმაურება.

    “2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირის ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება“, – წერს პუოჯუნასი.

  • ცილისწამების მსხვერპლია, ტყუილს ლოგიკა რად უნდა მთავარია მიახველო სახეში- რას წერს კახა კალაძე ბერა ივანიშვილზე

    ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და “ხელებიც დამიბანია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბერა ივანიშვილზე წერს, რითაც „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

    ” რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – “ტიკ-ტოკი” რატომ გაქვსო.

    რაც “ქართული ოცნება” შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

    უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და “ხელებიც დამიბანია”.

    ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ “ფეიკმოღვაწეობაზეა”, ეს სტატუსი ისევ “მთავარ” მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

    ამორალურია ეს ყველაფერი!

    დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

    #არატყუილს #არასიცრუეს“- წერს კახა კალაძე. 

  • „მთავარი არხის“ სიუჟეტზე შსს განცხადებას ავრცელებს

    შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი  ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე „მთავარი არხის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი შესახებ განცხადებას ავრცელებს და სიუჟეტს “ყალბს” უწოდებს .

    “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გუშინ გასულ მორიგ ყალბ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა.

    ტყუილი ნომერი პირველი – სიუჟეტში საუბარია, რომ თითქოს მცხეთაში აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს.

    სიმართლე – აგარაკიდან მსგავსი გამოძახება არ მომხდარა!

    ტყუილი ნომერი ორი – პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ არ დააკავა;

    სიმართლე – პოლიციამ, რა წუთიდანაც მიიღო შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, სამაშველო სამსახურთან ერთად, დაუყონებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები. საგამოძიებო მოქმედებების დროს, ოპერატიულად მოხდა 50-ზე მეტი პირის გამოკითხვა და ამ პროცესში, პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არასდროს ასაჯაროებს გამოკითხულ პირთა ვინაობას.

    კერძოდ: მიმდინარე წლის 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა;
    22 ივნისს მაშველებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს;
    მეორე დღეს,23 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 50-მდე მოწმე იყო უკვე გამოკითხული;
    26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და 17 პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

    ტყუილი ნომერი სამი – გარდაცვლილს აქვს მრავლობითი მოტეხილობა, ჩამტვრეული აქვს თავის ქალა და რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენას არ სჭირდება ხანგრძლივი საექსპერტო კვლევა.

    სიმართლე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების და სავარაუდო დამნაშავეთა ბრალის ხარისხის დასადგენად. ცნობისთვის, საქმეზე მოწვეულია, აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტი. იმავდროულად, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ სრულფასოვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გარკვეული პერიოდი (დაახლოებით, ორი კვირა) სჭირდება.

    „ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს აღენიშნებოდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, ქალა-სარქველი ანუ თავის ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა მოცილებული – ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჩონჩხის ძვლების, ქალა-სარქველის მოტეხილობა, ყურის მოცილება სხეულისგან, გვამის გამოკვლევისას არ აღენიშნებოდა. სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხვა ადგილებზეც. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზეზი, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ მის შემდგომ. იმ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა ან ხელის შეწყობა,” – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.
    წყარო – http://rustavi2.ge/ka/news/168549

    ტყუილი ნომერი ოთხი – რამდენიმე წლის წინ, პოლიციამ ბერა ივანიშვილის ე.წ. მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი გარკვეული დანაშაულისთვის დააკავა, მაგრამ გავლენიანი მფარველის ჩარევით, პასუხისმგებლობას განარიდა.

    სიმართლე – 2014 წელს ავთანდილ ბილანიშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც იგი სასამართლომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააჯარიმა და ამ ინცინდენტის დროს, მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

    მოყვანილი ფაქტები ნათლად ცხადყოფენ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული სიუჟეტი სრულად არის გაჯერებული ცრუ ინფორმაციით, მომზადებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით და ემსახურება კონკრეტულ პირთა დისკრედიტაციის პოლიტიკურ ამოცანას.”- წერია განცხადებაში.

     

     

  • ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ – ნიკა გვარამია

    ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ – ნიკა გვარამია

    „ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ“, – „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია იმ ამბავს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იუბილარმა, დაბადების დღე გადაიხადა და შაქარაშვილი სწორედ ამ  წვეულებას ემსხვერპლა.

    „მთავარი სამთავრობო მესიჯი – „ყველაფერი იმ ჩათლახი გოგოს ბრალია“.და ავყევით ჩვენც. იმდენად, რომ ბავშვს თავს მოვაკვლევინებთ, ბოლო ბოლო, და მკვლელი სპორტსმენები 2 წლიან პირობითს მიიღებენ იდიოტური ბრალდებებით. ყოჩაღ ერო!“, – წერს ნიკა გვარამია.

    ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც დიდი ჩხუბი და შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა “- ამ სათაურით “რეზონანსმა” გამოაქვეყნა სტატია. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს  რომლშიც წერია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება სწორედ წვეულების ორგანიზატორის ბრალია. საზოგადოების დიდ  ნაწილს კი მიაჩნია, რომ წვეულების ორგანიზატორი არაფერ შუაშია და მსგავსი ტიპის სტატიები და გამოხმაურებები ფსიქოლოგიურად დიდ ზიანს მიაყენებს 22 წლის გოგონას და შეიძლება ამან მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.

  • კანონის მიხედვით რომ წარიმართოს რურუას პროცესი, ორშაბათს უნდა გაათავისუფლონ – სალომე სამადაშვილი

    “კანონის მიხედვით რომ წარიმართოს რურუას პროცესი, ორშაბათს უნდა გაათავისუფლონ”-  ამის შესხებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი   TV პირველის ეთერში საბრობს,  რომ თუ სასამართლო პროცესი კანონის მოთხოვნით წარიმართება გიორგი რურუა ორშაბათს უნდა გაათავისუფლონ.

    “ორშაბათს, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაში ჩვენი ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს თუ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება რურუასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულდება ივანიშვილს ვაძლევ რჩევას – მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა, რომ პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნით და არა პოლიტიკური დაკვეთით, კანონის მოთხოვნით რომ წარიმართოს რურუას პროცესი, ორშაბათს გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ, მინიმუმ თავდებით. ასე გზა იხსნება და ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მივალთ”- ამბობს სამადაშვილი.

  • ეს ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია -კარლ  ჰარცელი ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავზე

    ეს ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია -კარლ ჰარცელი ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავზე

    “ეს ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია “- ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვს წლისთავს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ მომავალში დიდი ყურადღებით დააკვირდება დაგეგმილ არჩევნებს და ასევე იმედი გამოთქვამს, რომ ეს არჩევნები აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

    „ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვს წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია. ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით. და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის. ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან “ერასმუს+”-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არაა – დავით ზალკანიანი

    ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არაა – დავით ზალკანიანი

    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 6 წელი გავიდა. ამ თარიღს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, რომელიც წერს, რომ “ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გზამკვლევია უფრო მეტად წარმატებული, უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მომავლისკენ”.

    “2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რითაც ეს თარიღი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის საგარეო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა.

    მეამაყება, რომ როგორც მთავარ მომლაპარაკებელს, საკუთარი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია და ყოველთვის ვიამაყებ იმ მემკვიდრეობით, რაც ამ დოკუმენტის სახით ქვეყანას და დიპლომატიურ სამსახურს დარჩება.

    ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გზამკვლევია უფრო მეტად წარმატებული, უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მომავლისკენ. ამიტომ მინდა, ეს დღე მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მონაპოვარია.

    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისტორიულ კავშირსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. შეთანხმებით ასევე აღიარებულია საქართველოს მისწრაფება, რომ შეუერთდეს ევროპული ერების ერთიან ოჯახს.

    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისკენ დამოუკიდებელმა საქართველომ გრძელი და რთული გზა განვლო. ეს შეთანხმება საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანის კონკრეტული გამოხატულებაა და ამ არჩევანის განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებებსაც ითვალისწინებს.

    ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არაა. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებასთან, ჩვენი უძველესი კულტურის შემდგომ წარმატებებთან და საქართველოს მშვიდობიან მომავალთან. ყველა, ვინც იცნობს საქართველოს ბოლო ათწლეულების ისტორიას, ხედავს პროგრესს თითოეული ამ მიმართულებით და ეს პროგრესი ასოცირების შეთანხმების შესრულების კვალდაკვალ, კიდევ უფრო თვალნათლივი გახდება.
    საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შერიგების პოლიტიკასაც უკავშირდება. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ასოცირების შეთანხმება
    ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ადასტურებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნების მნიშვნელობას.

    ასოცირების შეთანხმების შესრულება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა, რადგან ესაა ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, მისი მომავლის მიმართ იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ მშვიდობიან, წარმატებულ, ძლიერ და განვითარებულ ქვეყნაში, რადგან ამას საქართველო თავისი ისტორიით და თავისი ღირებულებებით, მისწრაფებებითა და ხანგრძლივი ძალისხმევით იმსახურებს”, წერს ზალკანიანი.

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, არჩილ გაგნიძე ბრალს არ აღიარებს.

    “ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს და დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს”, – აცხადებს ნემსიწვერიძე.

  • საქართველო ევროპულ გზაზე მეტი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის – ზურაბიშვილი

    საქართველო ევროპულ გზაზე მეტი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის – ზურაბიშვილი

    საქართველო მზად არის ევროპულ გზაზე უფრო მეტი და კონკრეტული ნაბიჯებისთვის გადასადგმელად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

    მისივე თქმით, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება ექვსი წლის წინ გააფორმეს. „პროგრესისა და ერთმანეთთან დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო ევროპულ გზაზე მეტი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • კორონავირუსის  ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება

    კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი. მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულილ ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

    „სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე ალბათ საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ჩვენგან ორი პაციენტი გაეწერა, თუმცა ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.