Category: ახალი ამბები

  • ჩვენი მთავრობა ვითომ ყველას მშობელია, სინამდვილეში ცუდი ძიძაა – ბოკერია

    ჩვენი მთავრობა ვითომ ყველას მშობელია, სინამდვილეში ცუდი ძიძაა – ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბორჯომში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებული მთავრობა არა მშობელი, არამედ ცუდი ძიძაა, რომელიც „უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს მივცეთ ძალაუფლება“.

    ოპოზიციამ კიდევ ერთ შეთანხმებას პარტია გირჩის ინიციატივით მიაღწია.

    „ჩვენ შევჯერდით საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრზე. მოვნიშნეთ მიმართულებები და პრინციპები იმის, თუ საით უნდა წავიდეთ. ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღების დაბრუნება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის. ეს შეეხება თვითმმართველობას, სამართალდამცავ ორგანოებს, ფულს, რომელსაც ისინი საკუთარი შრომით მოიპოვებენ. ჩვენი მთავრობა ვითომ ყველას მშობელია და სინამდვილეში ცუდი ძიძაა, უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს უნდა მივცეთ ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკური მონსტრი, რომელიც უნდა დაიშალოს.

    ჩვენ ისტორიაში პირველად, ოპოზიცია არ არის ერთი ბელადის ქვეშ გაერთიანებული, არამედ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და კონკურენტია, იჩენს სიმწიფეს და წინასწარ თანხმდება იმაზე, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ბოკერიამ.

  • ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ ყოველთვის დავეხმარები – ანზორ ბოლქვაძე

    ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ ყოველთვის დავეხმარები – ანზორ ბოლქვაძე

    „ქართული ოცნების“ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსის მიუხედავად არცერთი ინსფრასტრუქტურული პროექტი არ დაგაჩერებულა.

    მისი თქმით, ყველა მოქალაქე კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა “ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს”, მათ ყოველთვის დაეხამრება.

    „თქვენ უკვე მეორედ მომეცით ქედაში რეკომენდაცია, ვიყო თქვენი დეპუტატობის კანდიდატი. გაძლევთ პირობას ამ ტრიბუნიდან, როგორც მეოთხე გზის დეპუტატი, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი არ იქნება, მაგრამ ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ ყოველთვის გავუწევ დახმარებას. განვახორციელებთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მთიან აჭარას სჭირდება. იქნება ეს ჯანმრთელობის პროგრამა, განათლების პროგრამა თუ ინფრასტრუქტურა. ვიცით მსოფლიომ რაც გადაიტანა, მაგრამ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და დღესაც გრძელდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს „მთის კანონის“ მიღებისთვის, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, იქნება ეს პედაგოგი, ექიმი თუ პენსიონერი, ყველა დახმარებას და შეღავათს იღებს“, – თქვა ანზორ ბოლქვაძემ.

  • ჩვენი ამოცანაა ბავშვების განათლება, მოხუცების ჯანმრთელობა, სოც.დახმარება და პენსია – გახარია

    ჩვენი ამოცანაა ბავშვების განათლება, მოხუცების ჯანმრთელობა, სოც.დახმარება და პენსია – გახარია

    პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში ოცნების მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო გლეხს მარტო არასდროს დატოვებს, სანამ ფერმერი არ გახდება.

    მან ის საკითხებიც დაასახელა, რომელიც მისი მტკიცებით, ხელისუფლების ძირითადი ამოცანაა:

    “უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. არავის ეგონოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”,– აცხადებს გახარია.

    პრემიერი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

    “ამიტომ როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლო ჯამში ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ფოთში ავარიის შედეგად 36 წლის კაცი დაიღუპა

    ფოთში ავარიის შედეგად 36 წლის კაცი დაიღუპა

    ფოთში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის კაცი გარდაიცვალა.

    მამაკაცი მოტოციკლით მალთაყვის ხიდიდან გადავარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • ზუსტად 2 საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ რუსული ოცნება – ლევან ვარშალომიძე

    ზუსტად 2 საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ რუსული ოცნება – ლევან ვარშალომიძე

    აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 2 საათში საქართველოში ჩამოდის. მისი თქმით, ქართველებთან ერთად მოიშორებს “რუსულ ოცნებას” და გადალახავს “ისტორიულ გაუგებრობას”.

    „თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, განვავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

    https://www.facebook.com/levan.varshalomidze/videos/942155079620331/

    შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა.

     

  • “საქმეს აჭიანურებენ, რადგან ხელს აფარებენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

    “საქმეს აჭიანურებენ, რადგან ხელს აფარებენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ პროკურატურასთან აქციას აანონსებს. აქციის მოთხოვნა იქნება, გამოქვეყნდეს 27 აგვისტოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს სრული ჩანაწერი, რომელშიც სუს–ის 3 ავტომობილი გადაადგილდება.

    “2 საათზე გვაქვს აქცია მთავარ პროკურატურასთან. 45 დღე გავიდა და არაფერი პასუხი არაა ჯერ, არაფერზე, არც ერთ კითხვაზე. ვეძებ ჩემი შვილის მკვლელს, მინდა საქმე გაიხსნას, ესენი კი აჭიანურებენ, არ აწყობთ, რადგან ხელს აფარებენ. FBI-ის ჩამოყვანაც არ აწყობთ”,– აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

    მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყება ირწმუნება, რომ ეს 3 ავტომობილი გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პროკურატურის განცხადებით, ეს ავტომობილები ამ მარშურუტით ყოველდღიურად დადიან.

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, მისი თქმით, შავნაბადას ბაზიდან საიდუმლო გზა გადის მაწევანამდე, ამიტომ პროკურატურამ სრული ჩანაწერი უნდა გამოაქვეყნოს.

     

  • ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

    ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

    შსს განცხადებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ დაზარალებულს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

    მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს”, – აცხადებს შსს.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469 გახდა. გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი, სულ – 1221. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

  • “შტაბში ხალხი პანიკაშია”–ოცნების ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    “შტაბში ხალხი პანიკაშია”–ოცნების ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბი­ლის­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის დამ­ლა­გებსლს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

    Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე მუ­შა­ობ­და.

    “შტაბ­ში ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, დღეს შტა­ბის უფ­რო­სე­ბის თათ­ბი­რი იყო, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­სა­ხურ­ში არ მი­ვი­დეთ”, – უთხრა წყა­რომ ambebi.ge-ს.

    ამ დრო­ის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის კონ­ტაქ­ტებს იკ­ვლე­ვენ და მათ კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

    ქართული ოცნება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

  • “არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას ” -ინაშვილი ამბობს,რომ სკანდალური ბანერი პოლიტსაბჭოზე სხვა სახით დაამტკიცეს

    “არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას ” -ინაშვილი ამბობს,რომ სკანდალური ბანერი პოლიტსაბჭოზე სხვა სახით დაამტკიცეს

    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განაცხადებით არ არის გამორიცხული რომ მათ ბანერთან დაკავშირებით პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ინაშვილი მის წინააღმდეგ მოქმედებაში მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა პარტიის წინააღმდეგ მიმართულ როგორც შიდა ასევე გარე პროვოკაციას. ინაშვილი ბანერთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კომენტარებსაც გამოეხმაურა.

    “ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაციით იწყება. დღეს აქტუალური ბათუმის ბანერის თემა გახდა. ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos! რასაც ფოტოზე ხედავთ!

    მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო!

    დღეს მთელი დღეა ჟურნალისტებს ვპასუხობ კითხვაზე, რატომ უნდა დავიცვათ აჭარა, რა ხდება იქ განსაკუთრებული. აჭარაში რომ თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება, ამაზე მრავალი წელია საჯაროდ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ არა მარტო ტელეთერებში, არამედ პარლამენტში მქონდა რამდენიმე საჯარო მოხსენება აჭარის თემაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენჯერმე მივმართე, რომ დაეწყოთ გამოძიება აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, დასაცავია აჭარა, დასაცავია ჩვენი წილი საქართველო!
    ვიდრე ბანერის თემაზე გიპასუხებთ, მინდა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ეს ინფორმაცია 100%-ით სანდო და სარწმუნოა. სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა.
    ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!

    თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები.
    მთავარი კი ისაა, რომ დაუდოღლუს და ერდოღანის გამონათქვამებზე უნდა გავბრაზდეთ, აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე უნდა გავბრაზდეთ და არა ბანერის ფერის გამო, მოვაწყოთ ჭიქაში ქარიშხალი.

    დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი -შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. ფეიკი მეგონაო, -მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.

    P.S. ისე, “ქართული ოცნების” აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება ოცნების ლიდერების პათოსს.”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუკზე.

    შეგახსენებთ, რომ საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერს, რომელზეც აჭარა ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს მსგავსად წითლად არის მონიშნული. ბანერი ბათუმში ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხია.