Category: სლაიდერი

  • NATO ომს სამ დღეში დაასრულებს, თუ რუსეთი მის ბაზას დაარტყამს – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ NATO ომს სამ დღეში დაასრულებს, თუ რუსეთი მის ბაზას დაარტყამს.

    არესტოვიჩს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ვარაუდზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიძლება გასცეს NATO-ს ბაზაზე დარტყმის ბრძანება უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების შეფერხების მიზნით.

    “კარგი, დაე, მან მიაყენოს [დარტყმა]. მე ვფიქრობ, რომ შემდეგ ომი სამი დღე გაგრძელდება”, – თქვა არესტოვიჩმა Unian-ის ცნობით.

    მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა მრჩეველმა, პიტერ რიკეტსმა განაცხადა, რომ “სასოწარკვეთილმა” პუტინმა შესაძლოა განიხილოს ნატოს ბაზაზე თავდასხმა, რათა შეაჩეროს იარაღის მიწოდება უკრაინაში.

  • საქართველოში კონგრესის დელეგაციას სენატორი კუნსი უხელმძღვანელებს – აშშ-ის საელჩო

    აშშ-ს სენატორი კრის კუნსი ამ კვირაში საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფანმერფი, კონგრესვუმენი ქეითლირაისი, კონგრესმენი დევიდსისილინი და კონგრესმენიტედდოიჩი.

    • „იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანს-ატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – თქვა სენატორმა კეისიმ.

    დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება.

    • „პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანიაევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთანგავიაროთკონსულტაციები, ვაჩვენოთერთიანობადა განვამტკიცოთ ურთიერთობები,” – განაცხადა კონგრესვუმენმა მერფიმ.

     

    • „შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე. თუმცა, ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარებით შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას” – ამბობს კრის კუნსი. 

     

    • „რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში,” – თქვა სენატორმა პიტერსმა.
  • “ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II” – ომი ბევრისთვის Netflix-ის შოუდ იქცა – პოდოლიაკი

    “ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II”. უკრაინაში ომი იქცა Netflix-ის კიდევ ერთი სატელევიზიო შოუდ ბევრისთვის მსოფლიოში. მთავარ და მეორეხარისხოვან გმირებთან, სხვადასხვა სიუჟეტურ ხაზებთან და მოულოდნელობებით ახალ ეპიზოდამდე. Ბეჭდების მბრძანებელი? Სამეფო კარის თამაშები? შავი სარკე? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი…

    ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ადამიანები რეალურად იღუპებიან და შოუს შემქმნელები არ გვაძლევენ ბედნიერი დასასრულის გარანტიას. ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი. ტელევიზორისგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბოროტების შეჩერებას. სთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის და ემბარგო რუსულ ნავთობზე. ევროკავშირმა იცის გამარჯვების რეცეპტი”

    წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • რუსები აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას, 3 ტონიანი ბომბებით გეგმავენ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

    რუსები აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას, 3 ტონიანი ბომბებით გეგმავენ – ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, რუსი სამხედროს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ავრცელებს და აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს.

    „აქ რუსეთიდან ციდან სამტონიან „სიურპრიზებს“ ველოდებით… მოვიდა ვიცე-პოლკოვნიკი და თქვა: ამ ყველაფერს თავად იგრძნობთ, თავად გაიგებთ… წარმოიდგინე ფეთქებადი ტალღა” – ეუბნება ცოლს რუსი ჯარისკაცი.

    ცოლის შეკითხვაზე თუ რა ბედი ეწეოდათ მშვიდობიან მოსახლეობას, მან უპასუხა: „ყველა წავიდა ვისაც უნდოდა, ყველა წავიდა. მხოლოდ პატრიოტები და ჭკვიანები დარჩნენ“.

    რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.

    • “ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა მიწისქვეშა თავშესაფრებში უზარმაზარი აზოვსტალის ქარხნის ქვეშ.

     

  • ვნახეთ მედვედჩუკის მიმართვა, ამ დროისთვის რეაქცია არ გვაქვს – პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა, თუმცა ამ დროისთვის რეაგირებას არ ახდენენ.

    გუშინ უკრაინაში დაკავებულმა მედვედჩუკმა პუტინსა და ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

    „ჩვენ ვნახეთ [მედვედჩუკის მიმართვა], არანაირი რეაქცია [კრემლს] ამ დროისთვის არ აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

    პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს.

  • ოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ლავროვი

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში “ოპერაციის” შემდეგ ეტაპს იწყებს.

    “აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაცია მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი”,– თქვა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

    მანვე უარყო უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

    “მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღს”,– ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს.

    გუშინ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევის ახალი ეტაპი დაიწყო.

  • რუსეთი აზოვსტალის ქარხანაში უკრაინულ ჯარებს დანებებისთვის 2 საათს აძლევს

    რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს. რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი “კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე”

    • “ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა მიწისქვეშა თავშესაფრებში უზარმაზარი აზოვსტალის ქარხნის ქვეშ.

  • “წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – საგამოძიებო სამსახური

    “წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – საგამოძიებო სამსახური

    “წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელძღვანელმა კოკა კაციტაძემ წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გააკეთა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შებოჭვისას დაკავებულ პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა.

    “საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცასეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა”.- თქვეს ბრიფინგზე.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები – დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც დააკავეს პოლიციის დეტექტივი.

    “ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”. – ამბობენ სპეციალურ საგამოიებო სამსახურში

    შეგახსენებთ, მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე გუშინ, 18 აპრილს მოხდა. დაკავებულია შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

  • რუსეთის არმია 2020 წელს ბელორუსში სამხედრო აგრესიას გეგმავდა – უკრაინის დაზვერვის დოკუმენტი

    უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთის №1 სატანკო არმია ბელორუსის ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი დაპყრობისთვის ემზადებოდა.

    2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა ბელორუსში შეჭრის და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა.

    ბელორუსის ოკუპაცია იგეგმებოდა საბაბით: “რუსეთის მიერ ევროპის კონტინენტალურ რეგიონში რეგიონული ან ფართომაშტაბიანი ომის თავიდან არიდება ნატოს წევრ ქვეყნებთან დასავლეთში.“

    რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიის მზადების მტკიცებულება, უკრაინის დაზვერვის თქმით არის “ლეგენდა №1 სატანკო დივიზიის შენაერთების და სამხედრო ნაწილების დავალების შესრულების რაიონში გადაჯგუფების იდეის შესახებ.“

     

  • დასავლეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის უღალატა, ის რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს – ლავროვი

    დასავლეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის უღალატა, ის რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი,  India Today-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენა.

    “ზელენსკის რომ ეთანამშრომლა და ეცადა, მინსკის შეთანხმებების განხორციელება, მაშინ კრიზისი დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა. დასავლეთმა უღალატა ზელენსკის. ვფიქრობ, მათ უბრალოდ გამოიყენეს ის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლავროვმა.