Category: სლაიდერი

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

    ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში – 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

    “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება” – აღნიშნულია  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ცხინვალის პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძის და დათო კენჭიაშვილის კონცერტები გაუქმდა

    ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში ქართველი შემსრულებლების, მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტები გაუქმდა.

    როგორც ეხოკავკაზა ჩრდ. ოსეთის პარლამენტის დეპუტატ ოსლან დიდაროვზე დაყრდნობით იუწყება , კონცერტები, ვლდიკავკაზში ერთ-ერთ რესტორანში 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა რესტორნის მფლობელებმა თხოვნა გაითვალისწინეს და კონცერტები გააუქმეს.

    სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა პარტია “ედინაია ოსეტიამ” არასოლიდარული უწოდა ომის 15 წლისთავზე დაგეგმილ ქართველი მომღერლების კონცერტს ჩრდილოეთ ოსეთში.

  • რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა – პაპუაშვილი

    „ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მათ შორის სტუდენტები აანონსებდნენ და ვინ იყვნენ ეს სტუდენტები? – იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სხვადასხვა მოქალაქეები იყვნენ. თავად იყვნენ ჩასულები, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიის ლიდერები. იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის აბსოლუტური მანიპულაცია, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამასთან დაკავშირებით გამოვეხმაურები აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს. საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“,

    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საქართველოში შემოსვლასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

  • რას მიაღწიეს მყვირალა სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? – კარასინი

    “სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. ის ზოგჯერ ქრება, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც”,

    ასე ეხმაურება, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, სერგეი კარასინი 31 ივლისს ბათუმში გამართულ რუსების საპროტესტო აქციას.

  • მზად ვართ, ქუთაისის აეროპორტს საექსპორტო ჰაბად ქცევაში დავეხმაროთ – აშშ-ის საელჩო

    “ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
    შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე”.

    საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მზად არიან, ქუთაისის აეროპორტს სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმარონ.

  • რაც დეგნანმა თქვა, ქართველები ასე არ ფიქრობენ, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს – კობახიძე

    რბილად რომ ვთქვათ, ეს გაუგებარი განცხადება იყო. ასე არავინ ფიქრობს. რაც კელი დეგნანმა თქვა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები ასე არ ფიქრობენ, რომ საქართველოში არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სხვა აზრზეა. როდესაც ისეთ ფრაზებს მარტივად ამბობ, რაც ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას უკავშირდება, არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო. ქართველი ხალხით საუბარი არცერთი ელჩის საქმე არ არის. მით უმეტეს, როცა 150 ნაციონალის აქციას აფასებ და ამას ქართველი ხალხის პროტესტს არქმევ.

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე

  • ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა – კობახიძე

    “ეს იყო პრემიერმინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩინეთთან არის პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევა. სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთხით, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა რესურსის ათვისება, რომელიც ამ პარტნიორობიდან შეიძლება გამომდინარეობდნენ და ბუნებრივია ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა იყოს რეალიზებული სათანადოდ. მნიშვნელობა ძალიან დიდია ამ დოკუმენტის. რაც შეეხება ვალდებულებებს, აქ მთავარი არის ის, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება, რა თქმა უნდა, ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიან, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის.”

     “ქართული ოცების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას გამოეხმაურა.

  • ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი – კობახიძე

    “გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთირმოსურნეები პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

    ყველას გვახსოვს როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორი გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ყველა ერთად, რომ დააჯგუფო :ბესელია, გახარია, ხუხაშვილი, ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ – კობახიძე

    ყველა ერთად, რომ დააჯგუფო, მათ შორის, საუბარი იყო ბესელიაზე, გახარიაზე, ხუხაშვილზე და ა.შ. ყველა ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ.მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიიდან გასული წევრების გაერთიანებაზე კითხვას გამოეხმაურა.

  • ერთ დღეში უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვანია რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 61-ჯერ გაუხსნეს.

    “რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. განადგურდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.