Category: სლაიდერი

  • კალაძის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა

    “ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი არაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება. წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა მეტი მოტივაცია, სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია”,

    აცხადებს თბილისის მერი, კახი კალაძე.

  • დეკლარაციის შემოწმება აღარ ჰყოფნით, ალბათ, სახლში შემოგვივარდებიან – თადუმაძე ვეტინგზე

    ნაზი ჯანეზაშვილს განუცხადებია, რომ ამის მიზანი არ არის დეკლარაციის შემოწმებაო, იმიტომ რომ არ კმარაო დეკლარაციის შემოწმება და მონიტორინგიო. ანუ რაღაც მეტს აპირებენ, როგორც ჩანს, ოღონდ იურიდიულად და სამართლებრივად ფაქტობრივად როგორ შეიძლება ეს მოხდეს, არ ვიცი. მაგრამ დეკლარაციის შემოწმება, ის რაც გიორგიმ გაიარა, მეც გავიარე ეს აღარ ჰყოფნით და ალბათ, სახლში შემოგვივარდებიან და თითო აუდიტი გვეყოლება ყველას ოჯახში, რომელიც შეგვიმოწმებს რაში ვხარჯავთ ფულს.

    განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, რომლის ოქმიც ფორმულამ დღეს მოიპოვა.

  • ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, ვეტინგს არ გავივლი – მაია ვაჩაძე

    “ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ მეტ ვეტინგს აღარ გავივლი, რაც არ უნდა მიქნან. გინდა ხელისუფლებამ და გინდა არასამთავრობოებმა. არ გავივლი არანაირად. ახლა არის მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე, ხვალ არ ვიცი ვის დონეზე იქნება. ვის დონეზეც არ უნდა იყოს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემი კოლეგების ყველა გამონათქვამს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და მე პირადად მაგონებს, საბჭოთა კავშირში რომ სამეულები იყო – ე.წ. ტროიკები”,

    აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე.

  • რუსეთის ახალი რკინიგზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთვის შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს – კირილ ბუდანოვი

    “რუსეთი ერთ წელზე მეტია აშენებს რკინიგზას, რათა მიუერთდეს სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და ჩვენთვის შესაძლოა მომავალში სერიოზული პრობლემა გახდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ რკინიგზის სახმელეთო მონაკვეთს როგორმე გავანადგურებთ. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და გაცილებით მარტივი საკითხია, ვიდრე ყირიმის ხიდი”.

    აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი.

  • UEFA-ს პრეზიდენტი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

    უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.

    “თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: “ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში”. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი”. – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.

  • ვფიქრობ, გავზრდით ქალების მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ – ნინო წილოსანი

    რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური გუნდის და ქართული ოცნების ნაწილი ვართ, ამიტომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად გავაქტიურდებით. მთელი ეს 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, საკუთარი ელექტორატი გაუჩნდეს ანუ ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონკრეტული წვდომა აქვთ. ვიცით, რომ არჩევნები ზუსტადაც რომ ამომრჩეველთან სწორ კომუნიკაციასთან, მათი საჭიროებების სწორად დანახვასთან და ამ ყველაფრის საარჩევნო პროგრამაში შეტანასთან არის დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენი წვლილი. ვფიქრობ, რომ გავზრდით ქალები მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ.

    ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იმედი LIVE-ში.

  • ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო – ზურაბიშვილი

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

    ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
    იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

  • სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

    ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.

    მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

    ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.

    „ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

  • მონაწილეობას არ მივიღებთ! – ანა ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე

    “ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგისწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებითფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებსჩვენრა თქმა უნდაგავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერასქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობასმით უფროთავიდანვე ვამბობდითრომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

    თუმცამის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმასადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსებირომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენჩვენთვის მიუღებელიაშესაბამისადამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

    რა თქმა უნდაეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლისმე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – დიახმე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანიაასევევამაყობრომ ვარ იმ გუნდის წევრირომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში”

    ამის შესახებ, ”საქართველოსთვის”, წევრი, ანა ბუჩკური წერს და აცხადებს, რომ პარტია  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით არ შეუერთდება.

  • ვეთანხმები, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ – სააკაშვილი

    “პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
    როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.
    ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.
    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.
    პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ.”

    საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და შეთავაზებას პოლიტიკური პარტიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება.