Category: სლაიდერი

  • სანქციები ივანიშვილს და რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს, ფინანსური დახმარების გაუქმება – რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში

    „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.- ამ სახელწოდებით, ევროპარლამენტში ინიცირებულია  რეზოლუციის პროექტი, რომლის კენჭისყრაც, 25 აპრილს გაიმართება.

    პროექტში აგრეთვა ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების: კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, რომლის მსგავსიც მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.

    „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუციით, ევროპარლამენტი:

    1. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო; მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი ტექსტითაც და სულისკვეთებითაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს ევროკომისიის რეკომენდაციის მინიმუმ ორ ნაბიჯს (1 და 9);
    2. გამოხატავს განგაშს, რომ რუსული სტილის საგარეო გავლენის აგენტების აქტის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციისკენ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, როგორზეც რუსეთის ფედერაცია და მისი სხვა თანამოაზრე ქვეყნები დგანან;
    3. წუხს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მუშაობას, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ სუბიექტებს ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;
    4. სჯერა რა, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპარლამენტი დგას საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს;
    5. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს; კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება აქციოს.
    6. მიაჩნია, რომ საგარეო გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური ანგარიში ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ და წლიური ანგარიში, გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში;
    7. მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს საგარეო გავლენის აგენტების კანონმდებლობის მიღებისგან და გაიწვიოს ის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივისთვის ძირის გამოთხრის თავიდან ასაცილებლად.
    8. ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.

    რეზოლუციის ავტორები არიან დეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან:

    მირიამ ლექსმანი,

    მაიკლ გალერი,

    რასა იუკნევიჩიენე,

    დევიდ მაკალისტერი,

    ანდრიუს კუბილიუსი,

    იზაბელ ვიზელერ-ლიმა,

    ტრაიან ბასესკუ,

    ვლადიმირ ბილჩიკი,

    ანდჟეი ჰალიცკი,

    სანდრა კალნიეტე,

    ლეოპოლდო ლოპეს ხილი,

    ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი,

    მიქაელა შოიდროვა,

    ეუჯენ ტომაკი.

  • დუმის დეპუტატი რუსებს მოუწოდებს, არ მიიღონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა

    „რუსეთიდან გადასულებს ამ დღეებში თავი მოაქვთ საქართველოში უცხოეთის აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებში მასობრივი მონაწილეობით. და ეს გასაკვირიც არაა. “ფერადი” რევოლუციების სპეციალისტები თბილისის ქუჩებში მასობრიობის შესაქმნელად რუსეთიდან გაქცეულებს იყენებენ.[…] არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა და იარაღად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას.[…]ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან

    რუსეთის დუმის რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევი ამის შესახებ თავის ტელეგრამში წერს.

  • პოლიტიკა რასა [იუკნევიჩიენე] ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია – კობახიძე

    პოლიტიკა რასა [იუკნევიჩიენე] ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია – კობახიძე

    “რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს ”

     

    აცხადებს პრემიერი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენზე, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი.

  • უნდა მივიღოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საქართველოს გეზი შეცვალოს! – კრამონი

    ”ვაღიარებ, მომხრე ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, როცა აქ ამაზე ყველა არ თანხმდებოდა. ამის არგუმენტი იყო, რომ ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოაგადოება ამას იმსახურებდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა კანდიდატის სტატუსი თავისი მიზნებისთვის. და ახლა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის გადაწყვეტა, როცა თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველოს არ სურს კანდიდატის სტატუსი.  ჩვენ შეგვიძლია, რომ გარედან ვაიძულოთ, რომ შეინარჩუნონ კანდიდატის სტატუსი? რადგან ჩვენ ვიცით, რომ ხალხის უმრავლესობა საქართველოში ეთანხმება პროდასავლურ კურსს. ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ გამჭვირვალე არჩევნებზე და მთელ სამართლებრივ ჩარჩოზე არჩევნების გარშემო. ეს არაა მარტივი, როგორც ნიკამ [გვარამია] ახსენა, უცხოელი აგენტების კანონის სამიზნეა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ არჩევნების მონიტორინგს და დაკვირვებას. მეორე, თუ იქნება სანქციები თავად ივანიშვილის წინააღმდეგ, მას სჭირდება, რომ ჰქონდეს ინსტრუმენტები, რომ მიიღოს მისი აქტივები, ამისთვისაა მეორე კანონი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად და დავრწმუნდეთ, რომ სანქციების სამიზნე იქნებიან ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს გეზი შეცვალონ.

    განაცხადა  ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე.

  • თუ კანონს არ გაიწვევენ, საქართველოს EU-თან მოლაპარაკების გახსნის შანსი ვერ ექნება – კრამონი

    “ეს კანონი გამიზნულია არასამთავრობოებისთვის, რომლებიც არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ. მათი დისკრედიტაცია დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ახლა, სამართლებრივი დევნის ფაქტორი დგება. თუ დიდი გაყალბების შემდეგ იქნება სანქციები და ბრალდებები ივანიშვილის მიმართ, მას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, დაიბრუნოს საკუთარი აქტივები და ფული ოფშორებიდან. ამის შესახებ იყო მეორე კანონი, რომელსაც კენჭი უყარეს გასულ კვირას.

    რისი გაკეთება შეგვიძლია? ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოვადგინოთ სანქციები იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ სამიზნე უ იქნებიან ისინი, ვისაც სურს, საქართველო სხვა ქვეყნად აქციოს და ვისაც სურს, ქვეყანა რუსულ მოდელად აქციოს. ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვასულელოს ქართულმა ოცნებამ. თუ გახსოვთ, პრემიერის ბოლო ბერლინში, ბოლოს მან ვეღარ აიტანა კანცლერის კრიტიკა და საწყალ თარჯიმანს დააბრალა, თითქოს ვერ თარგმნა სწორად განცხადებები და კანცლერმა სრულად ვერ გაიგო რაც იქ ითქვა. კარგით რა, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ნამდვილად ვიცით სინამდვილეში რაც ხდება.

    ჩემი აზრით, [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის შანსი ვერ იქნება, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ. ასეთი კანონით შეუძლებელია დაუპირისპირდე ევროპულ ღირებულებებს და შემდეგ მოითხოვო წევრობა. რა თქმა უნდა, მე მოვითხოვდი კანდიდატის სტატუსის გაწვევას”,

    ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა,  ვიოლა ფონ კრამონმა,  სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან და პარტია ახალის ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

  • კანცლერის კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, არ მოვტყუვდებით – კრამონი კობახიძეზე

    არ უნდა მოვტყუვდეთ ქართული ოცნების მიერ. თუ გახსოვთ პრემიერმინისტრის ბოლო ვიზიტი ბერლინში, არ ვიცი თუ ადევნებდით თვალს, მაგრამ ბოლოს გერმანიის კანცლერისგან კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, რომ ტექსტი და სიტყვა არასწორად თარგმნა და კანცლერმა სათანადოდ ვერ გაიგო რეალურად რა იგულისხმებოდა. კარგი რა, პროფესიონალები ვართ, ზუსტად ვიცით, რაც ხდება. საქართველოს ძალიან ახლოს ვაკვირდებით და ქართული ოცნება ვერ მოგვატყუებს, რამდენჯერაც არ უნდა სცადონ ხელახლა.

    განაცხადა  ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან, რასა იუკნევიჩიენესთან და ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

  • ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს

    საქართველოს ეროვნული ნაკრებს ფონდი ქართუ ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს.პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია აღნიშნული. ფონდის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

    “საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

    სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

    გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის”. – წერია ქართუს განცხადებაში.

  • შოკისმომგვრელია ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს EU-ს წევრი – იუკნევიჩიენე

    შოკისმომგვრელია და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად გახდეს EU-ს წევრი – ამბობს, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

    “ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერმინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის.” – ამბობს რასა იუკნევიჩიენე სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე. 

  • ვიმეორებ, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს – ბორელი რუსულ კანონზე

    “ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში, რის დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება გამჭვირვალობის კანონთან, იგივე უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია დაინიცირებული. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო პირობა, რომ ამ კანონს აღარ დააინიცირებდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. კომისარმა ვარჰეიმ და მე გასულ კვირას გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ვიმეორებ – ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. კომისია წარმოადგენს მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონის ხელახლა დაინიცირებით.”

    განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაოუაშვილი

    დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაოუაშვილი

    “სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ ქცევას, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე, იმისთვის რომ შემდეგ… მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”,

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.