Category: სლაიდერი

  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, უმძიმესია და „ოცნების“ პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება – გოცირიძე

    “ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთო-ს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ “ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით.[…] როდესაც რეზოლუცია დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, უამრავი პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც თავიანთ წინადადებას სთავაზობს, მაგრამ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტსა და ტექსტში, რომელიც მიღებულია, არავითარი მსგავსი მოხსენიება ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის რაღაც სპეკულაციური კონტექსტით, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, არ არის. “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს. ეგონათ, რომ ამ რეზოლუციაში რაღაც ხელჩასაჭიდი იქნებოდა ისეთი, რომელიც კვლავ თავიანთ პრორუსულ იდეებს გააჟღერებდნენ, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. სამაგიეროდ, ამ რეზოლუციაში ძალიან მძიმე შეფასებები- “ქართული ოცნების” მმართველობის, მისი ანტიდასავლელი პოლიტიკის, დაგმობილია “რუსული კანონი” და მოუწოდებს, რომ გაიწვიოს ის”,

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

  • მდინარაძე კობახიძისთვის სტვენას დადგმულს და დაორგანიზებულს უწოდებს

    “პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ესე ჩაეტენება ხოლმე, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვსროცა აორგანიზებენ რაღაცასრომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს რაღაცა დაიძახოს და 100 კაცი აყვესროცა აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიქი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა, თან საყოველთაო ზეიმის ფონზე, არ შეიძლება ხალხოსხვათა შორის, ერთადერთი საკითხი აღმოჩნდარომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდაახლა ამ ბიჭების ირგვლივ არ გაერთიანება როგორ შეიძლება, აქ როგორ უნდა ეძებო ფეიკის გაკეთების შანსი, რაღაცის დადგმის შანსი. არის რაღაც საკითხები, რაზეც ერი უნდა გაერთიანდეს, ვიღაცა თუ ვერ ახერხებს ეს მისი პრობლემაა. დღეს ქართველი ერი ზეიმობს ჩვენი ბიჭების წარმატებას.”

    ასე შეაფასა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერის გამოსვლისას მოქალაქეების სტვენა.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია – სუს-ი

    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული  ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.” – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სუ-25 გაფრენამდე სრულად შემოწმებული იყო – თავდაცვა პილოტის დაღუპვაზე

    “თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

    ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

    მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია”

    ნათქვამია თავდაცვის სამინოსტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ეგეთი ფაქტი არ ყოფილა, თუ ცუდს ამბობენ დიმაზე, ბოდიში აქვთ მოსახდელი – ბუდუ

    სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა.

    აცხადებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე Facebook-მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებაზე, რომ საზეიმო შეკრებისას წამყვანმა დიმა ობოლაძემ მას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

  • 14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის მოძალადე “ქმარს” უვადო პატიმრობა შეეფარდა

    14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ “ქმარს” თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.

    აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოძალადე “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

    “კმაყოფილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, რადგან სამართლიანი განაჩენი დადგა. აითაჯის მკვლელი სამუდამოდ ციხეში ყოფნას იმსახურებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და გვეხმარებოდა”. – თქვა შახმაროვას მამამ [ფორმულას სინქრონული თარგმანი].

  • რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია

    “ოცნების”  დეპუტატის,  გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ  ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია.

    “არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა, პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ფიცის დადების დროს ისეთი რადიკალიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რომელიც წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესის და აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე”, – თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

    დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს – პერსონალსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

    სად გაიმართება დაჯილდოების ცერემონია ჯერ-ჯერობით უცნობია, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია კომენტარს ჯერ არ ავრცელებს.

  • “2000 წლიდან სამხედრო იყო, ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა” – დაღუპული პილოტის ახლობელი

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

    კახაბერ ზურაბაშვილი სამხედრო იყო, რომელმაც საავიაციო სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. იყო ომის ვეტერანი.

    “2000 წლიდან სამხედრო პირი იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა.” – ამბობს ტრაგიკულად დაღუპული პილოტის მეზობელი და ახლობელი. 

    დაღუპული პილოტი გორიდან იყო.  ექსპერტიზის შემდეგ, მის ცხედარს სავარაუდოდ,  სწორედ გორში გადაასვენებენ.

  • ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

    უნგრეთის პრემიერმინსტრმა ვიქტორ ორგანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე.

    ვიქტორ ორბანმა ასევე  განმარტა, რომ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.

    European Pravda-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.