Category: სლაიდერი

  • საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს

    საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს  – შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრი ავრცელებს.  ამის შესახებ მან ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

    “27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“, – აღნიშნა გასრიმ.

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI ACT-ი დაამტკიცა

    41 მომხრე და 6 წინააღმდეგი –  შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ( პარლამენტის ქვედა პალატა) საგარეო კომიტეტმა MEGOBARI ACT-ი დაამტკიცა.

    აღნიშნულ კანონპროექტს დღეს, თანასპონსორად კიდევ ერთი კონგრესმენი, დემოკრატი ბრედ შერმანი შეემატა. კონგრესმენ ჯო უილიამსის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ამჟამად 15 თანასპონსორი ჰყავს.

    რა არის MEGOBARI ACT-ი?

    MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

    MEGOBARI აქტი არის, რესპუბლიკელის კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი საქართველოსთან საქართველოსთან დაკავშირებით.

    კონგრესმენმა ჯო უილსონმა  კანონპროექტის სახელწოდება სიმბოლურად შეარჩია. აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act –  „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.

    აღნიშნული კანონპროექტით, თუ ს”ქართული ოცნება” ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება. კონგრესმენის ინიციატივა, საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ დაწესებას ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.

    კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

    აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს.

    აქტის ძირითადი დებულებები: 

    დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

    მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

    ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

    რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

    სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

    დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

    ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:

    • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
    • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
    • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
    • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

     

  • რანაირი ცხოვრების წესიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეკლესია ჩაქოლვას ვერ დათანხმდება..ჰომოსექსუალებს საბჭოთა კავშირში, კაგებე იჭერდა.. – საბა ინწკირველი

    არავინ მინახავს, ვინც ამერიკაში ჩამოსვლით ორიენტაცია შეიცვალა. ორიენტაციის შეცვლა თუ უნდა ადამიანს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ეს მოხდეს.

    […] უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ გეი-პროპაგანდას უწყობდნენ ხელს და ამისგან უნდა დაეცვათ უკრაინელი მართლმადიდებლები – ეს ცნობილი განცხადებაა, მათ შორის, მგონი, რუსეთის პატრიარქმაც განაცხადა ეს. […] ეს არის ისეთი იდეოლოგიური რამ, რაც მოქმედებს ადამიანზე. არავის არ უნდა, ვიღაც რომ მოვიდეს და შენი შვილი ასეთი გახადოს, გეშინია. ეტყვი, რომ სიკვდილი მირჩევნია, არ მინდა, რომ ჩემი შვილი ასეთი გახდეს.

    მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს. დასავლეთი არ იყო ჩვენთან და რუსეთში ვიყავით, მაგრამ არ იყო ასეთი ხალხი?

    საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს კაგებე იჭერდა და აგზავნიდნენ შპიონებად სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებში და იყენებდნენ იმისთვის, რომ ჰყოლოდათ “დავერბოვკებული” ადამიანები – უარესი უზნეობა იყო. უზნეობას როცა ვამბობთ ჩვენ, უზნეობა ყოველთვის იყო და დასავლეთში ყველაფერი კარგი არ არის.

    ეკლესია ბევრ რაღაცას ვერ დათანხმდება ვერასდროს, მაგრამ ეკლესია ვერც იმას დათანხმდება, რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს.

    ეკლესიაში ასეთი მაგალითი გვაქვს ავაზაკის, რომელსაც არანაირი კეთილი თვისება არ გააჩნდა და ყველანაირი ბოროტება გააჩნდა, ღმერთმა შეიწყალა. ჩვენ ყველა იქიდან ვართ მოსული, რომ ცოდვა არ გვაქვს ჩადენილი?

     თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა

  • მშვიდობიანად რომ გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა, ამის საშუალება არის ევროპა – ნინო ქათამაძე

    ”დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები გამოვიყენოთ ზუსტად იმისთვის, რომ ის სიტყვა, რასაც ჰქვია შევცვალოთ, ნამდვილად შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ომის დამწყებია, ჩვენი დაცვა ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა არის ევროპა და ევროპული ინსტიტუტები,“ 

    აცხადებს  ამის შესახებ ნინო ქათამაძე.

  • მიზანმიმართულად მომივარდა, სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი – წილოსანი ლეთოდიანზე

    “მიზანმიმართულად მომივარდა, სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი” –  წერს ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი.

    ”უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“
    არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტ საბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.
    ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”. – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული. მოქალაქე ნათია ლეთოდიანმა წილოსანს უთხრა, რომ მას “რუსეთში ცხოვრება სიამოვნებს”, რაც თავისუფალი ადამიანებისთვის ტრაგედიაა.

  • გზავნილია, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია – ზურა ჯაფარიძე

    გზავნილია, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია – ზურა ჯაფარიძე

    ეს არის პასუხი, ალბათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია. ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული თუნდაც დადასტურება იმისა, რაც ჩაიწერა თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა, რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ პარტნიორად, როგორც იქ განიხილავდნენ და ის, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, არის გაჩერებული.

    რეალურად, ვართ სიტუაციაში, როდესაც ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და NATO-დან გვეუბნებიან, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული.

    განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

  • ხელისუფლებამ ევროპისკენ გზა გაგვიყინა! – სალომე ზურაბიშვილი

    დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ ოცნება მოიყვანა სათავეში, მერე მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ყველა ეს კამპანია იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო, გადაუხვის ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპას დაფუძნებაზე.

  • 2008-ში NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იყო ომის პროცესის დაწყების – წილოსანი

    “მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს ოპოზიციურ ველში, განსაკუთრებით თვალში მომხდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს ავლებს 2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილად (შეიძლება, ასე დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით) მოყვა 2008 წლის საომარი პროცესები საქართველოში. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოყვა ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული.[…]არაერთი შეფასებით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როცა NATO-ს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად, ომის პროცესების დასაწყისის”

  • ”ოცნება” ანადგურებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას – ლექსმანი

    2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დამანგრეველ ტენდენციებს შემოაბრუნებს.

    წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე.

  • პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 ივლისს, 13 მსჯავრდებული შეიწყალა.

    “საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული” – წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.