სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, ოლიმპიადას კარგად დააკვირდეს და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები ზემაღალ წონებს არასოდეს ერკინებიან. ეს ოლიმპიური თამაშების წესებით უბრალოდ აკრძალულია. პოლიტიკაშიც ანალოგიურად ხდება. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.
რაზე უნდა ესაუბროს ის ამ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, ვისაც უდიდესი ნდობა აქვს როგორც მის მხარდამჭერებში, ასევე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში […] შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი და არაადეკვატური სანახაობა იქნებოდა.
Category: სლაიდერი
-
ზედაბალი წონის პოლიტიკოსი გავლენიანს ვერ გამოიწვევს – ოდიშარია ზურაბიშვილის განცხადებაზე
-
უკრაინელებმა 15 რუსული დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, მათ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული, 4 რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი.
“2024 წლის 6 აგვისტოს ღამეს მტერმა უკრაინის მიმართულებით გაისროლა 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა, ასევე 16 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია 4 რაკეტა და 15 დრონი”. – ამბობს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მიკოლაი-ოლეშუკი.
-

ოცნებასთან რაიმე ფორმის ალიანსი რომ გვდომებოდა, ხელისუფლებაში ვიქნებოდით – მეზვრიშვილი
ძალიან ნათელი პასუხი მაქვს ამაზე, უნათლესი, პასუხი გაცემული გვაქვს – ჩვენთვის მიუღებელია ოცნებაც და ჩვენთვის მიუღებელია ნაცმოძრაობაც… ბიძინა ივანიშვილი მიუღებელია ჩვენთვის, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი.
არჩევნების შემდეგ რა კონფიგურაცია იქნება პარლამენტში, რომელი პარტიები შევლენ, როგორ იქნება, რა იქნება, ვინ გადალახავს ბარიერს, ვინ არ გადალახავს, ეს არის არჩევნების მერე სალაპარაკო საკითხი.
დღეს ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც მიუღებელია, ხო, მიუღებელია და წითელი ხაზია… მეტი ღიად როგორ ვთქვა?
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა ან რაიმე ფორმის ერთობა, რომელმაც უღალატა ეროვნულ ინტერესებს, რომელმაც ქვეყანას უსაფრთხოების რისკები შეუქმნა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დატოვა დასავლური დახმარების გარეშე, რომელმაც საგარეო კურსი შეცვალა?
ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური პარტია, ჩვენ რომ ოცნებასთან რაიმე ფორმის გაერთიანება, ალიანსი და ურთიერთობა გვდომებოდა, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ იქ არ ვართ.
პარტია გახარია-საქართველოსთვის ერთერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი TV ფორმულას კითხვაზე, შეუქმნის თუ არა გიორგი გახარია უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს.
-
“დაიკარგა ჩემი და, სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი” – თბილისში ახალგაზრდა ქალს, ნატალია გიუნტერს ეძებენ
წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ტელეწამყვან ანი გიუნტერი და აცხადებს, რომწერს, რომ მის დას შავი ფერის შარვალი და ვერცხლისფერი მაისური აცვია.
ოჯახის ინფორმაციით, ქალი ვეძისის ტერიტორიიდან გავიდა და საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე უნდა მისულიყო. მას თან არ აქვს ტელეფონი და საბუთები.
”დაიკარგა ჩემი და….აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხამარეთ”, – წერს გიუნტერი.
-
აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს – ჩხაიძე სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს. მისი პირობები კი გაუარესებული არანაირად არ არის. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა კიდეც. ამ პალატის ფართიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქამდე სადაც იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გუშინვე აღმოიფხვრა და ინტერნეტიც და ტელევიზორიც ჩართული აქვს. ამ ეტაპზე, ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა. [ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით] ჩვენ არაფერს ვგეგმავთ.
-
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ რეესტრში დარეგისტრირებას რუსული კანონი ავალდებულებთ.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს მოუწევდათ განაცხადების გაკეთება, რადგან კანონი ამ დღიდან ამოქმედდა.
“თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – თქვა მინისტრმა.
რეესტრში ჯერ-ჯერობით არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება.
-
ვერ მოუძებნეს ფუნქცია პარლამენტის ყოფილ შენობას, უკვე დიდწილად აშენებულ EU-ს წევრობასაც გვინგრევენ – ოქრიაშვილი
“დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ – ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში.
ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება, ჩვენი მიგრანტების დამსახურებაა, რადგან მათ მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხული 3 მილიარდ დოლარზე მეტი, სხვადასხვა დროს, ჩვენი მშპ-ს 14%-დან 17 %-მდე შეადგენს. ნორმალური მთავრობის პირობებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ესეც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხელსუფლების აბსოლუტური უუნარობისა ქვეყნის და პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების კუთხით.
მათ ვერ მოუძებნეს ფუნქცია საქართველოს გულში აშენებულ უმშვენიერეს შენობას და ვითარება უფრო დიდ მასშტაბში რომ დავინახოთ, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ – უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!
რატომ ?! – ერთადერთი მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო. ჩვენს ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენს ხელისუფლებას კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!”
ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.
-
სავარაუდოდ,ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება – კოფი
დახმარების შეჩერება – ეს არის ქართული ოცნების მთავრობის ქმედებების აშკარა შედეგი. განსაკუთრებით ე.წ. რუსული კანონის, მაგრამ ეს ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირებიდან მომდინარე მუდმივი რიტორიკის შედეგი. ვვარაუდობ, რომ იქნება ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაც. არ ვიცი, ვის წინააღმდეგ, ან როგორი სანქციები, მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს სურს ზეწოლის გაგრძელება, თანამშრომლობის და დახმარების გაყინვის შემდეგ ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი სწორედ სანქციების დაწესება იქნება
განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ლუკ კოფიმ ამერიკის ხმასთან.
-
აშშ-ის დახმარება არ შეწყვეტილა, არის პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი – პაატა იმნაძე
“არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი”, – ასე პასუხობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფორმულას შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების შეუჩერებასთან დაკავშირებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. მათი წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო.
-

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
5-8 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დედაქალაქში – თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 აგვისტოს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 5-8 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექოდ, ხოლო 7-8 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.