Category: სლაიდერი

  • გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას – საელჩო

    “დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.

    გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”

    საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • გვახსოვს ომის მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს – აშშ-ის საელჩო

    დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

    რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.

    შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

  • რუმინეთში საბჭოთა პერიოდის აეროდრომი ნატოს უდიდეს სამხედრო ბაზად გადაკეთდება

    აღმოსავლეთ რუმინეთში მუშაობა გრძელდება საბჭოთა პერიოდის აეროდრომის გადაქცევაზე ევროპაში ნატოს უდიდეს სამხედრო ბაზად.

    The Times-ის ცნობით, „მიჰაი კოჰელნიკანას“ ავიაბაზა ორჯერ დიდი იქნება გერმანულ რამშტეინის ბაზაზე და ევროპაში ნატოს უდიდესი ბაზა გახდება.

    ბაზა უკრაინის საზღვრიდან 97 კილომეტრში, კონსტანცასთან ახლოს მდებარეობსბ

    „მიჰაი კოჰელნიკანას ავიაბაზის გადაქცევა ნატოს ციხესიმაგრედ, რომელიც დაიტევს 10 000 ჯარისკაცს და აშშ-ს ატომურ ბომბდამშენებს, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო საქართველოზე 2008 წელს და ყირიმზე 2014 წელს რუსეთის თავდასხმების პასუხად, მაგრამ პროექტმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“– წერს გამოცემა.

    გამოცემა ასევე წერს, რომ რუმინეთის თავდაცვითი გაძლიერების სურვილი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც პასუხი რუსეთის მტრობაზე. გასულ კვირას, სამი შაჰედ 136 დრონის  ნამსხვრევები აღმოაჩინეს რუმინეთის მიწაზე, რამაც აიძულა ნატო გაზარდოს გამანადგურებლების პატრულირება საზღვრის გასწვრივ.

    „ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ახლოს ემეზობლებიან რუსეთს რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარგად ესმით, თუ რა დევს სასწორზე. ბაზის გაძლიერების გადაწყვეტილება არის განაცხადი, რომ რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რისი გაკეთება შეგვიძლია და არ შეგვიძლია“, – ამბობს გადამდგარი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.

    რუმინეთის მთავარი პორტის, სტრატეგიული მდებარეობის მქონე  კონსტანტას სიახლოვეს მდებარე საჰაერო ბაზა უკვე ემსახურება შავ ზღვაზე ნატოს საჰაერო პატრულირების მისიების შტაბ-ბინას.

  • უკრაინელებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს და კურსკის ოლქს უტევენ

    უკრაინელებმა რუსეთში, კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს – შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება, როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ტელეგრამ არხებზე. ჯერ-ჯერობით, უკრაინული მხარე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, შეტევაში, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. დღევანდელ იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობენ ტანკებიც.

    ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, განაცხადა, რომ მიმდინარეობს დამატებითი ძალების გადასროლა, კურსკის ოლქის საზღვარზე. კურსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბრძოლები გრძელდება ორ, სუჯას და კორნეევსკის რაიონებში.

    ვრცელდება ასევე კადრები სადაც ჩანს, რომ უკრაინელებმა, კურსკში რუსი ტყვეები აიყვანეს-  რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ კურსკში მდებარე სამხედრო შენაერთების წევრები არიან, რომლებიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.

    რუსეთში, სუჯას რაიონში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება, რომ ”უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა”.

    • „ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებლეაბას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი კი რილსკის რაიონში. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. სამწუხაროდ, სუჯას ერთი მკვიდრი გარდაიცვალა“, – დაწერა  სმირნოვიმა „ტელეგრამზე“.
    შეტაკებები მოხდა კურსკის ოლქის სუჯას რაიონის სოფელ დარინოშიც.

    კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ”სიტუაცია კურსკში კონტროლს ექვემდებარება”.

  • კამალა ჰარისმა ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შაბათ–კვირას ჰარისმა ვაშინგტონში რამდენიმე წამყვან პრეტენდენტთან გამართა გასაუბრება. ტიმ უოლცი კამალა ჰარისს საპრეზიდენტო კამპანიის ხუთდღიან ტურს შეუერთდება შვიდ ქალაქში: ჰარისი საარჩევნო კამპანიას ააქტიურებს საკვანძო შტატებში, სადაც ძირითადი პოლიტიკური ბრძოლები გაიმართება.

    ამერიკული ტელეარხის, სიბიესის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ ნაციონალური მაშტაბით კამალა ჰარისი რესპუბლიკელების კანდიდატს, დონალდ ტრამპს ერთი პუნქტით უსწრებს. მეორე გამოკითხვით კი, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ტრამპის და ჰარისის რეიტინგი გათანაბრდა ისეთ შტატებში, სადაც ტრამპს 5 პროცენტიანი უპირატესობა ქონდა, სანამ ჯო ბაიდენი უარს ამბობდა საარჩევნო მარათონიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე.

    მართალია დემოკრატიული პარტია საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად 19 აგვისტოს, პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს, მაგრამ ჰარისმა უკვე მოიპოვა მომხრეთა საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რათა ყრილობაზე ოფიციალურ დასახელებამდეც დემოკრატების კანდიდატად ჩაითვალოს.

    ვიცე–პრეზიდენტის შერჩევა პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებაა და ამ საკითხში ყრილობის დელეგატებს ხმის უფლება არ აქვთ.

    ვიცე–პრეზიდენტის არჩევა კამალა ჰარისის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ოფიციალური ნომინაციის შემდეგ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ვიცე–პრეზიდენტად ჰარისი შეარჩევდა თეთრ მამაკაცს რომელიმე მერყევი შტატიდან, სადაც ისტორიულად არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელებს ცალსახა უპირატესობა არ აქვთ.

    მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა და ღიად დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, დემოკრატების მიმართ ნდობა კვლავ გაუჩნდა ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად 30 წელზე ახალგაზრდა ამომრჩეველს და ლათიონოამერიკულ თემებს. თუმცა, ნათლად გამოჩნდა ჰარისის სუსტი მხარეც – ხანდაზმული ამომრჩევლები, რომლებიც უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს ბაიდენს.

    რამდენიმე კანდიდატიდან ტიმ უოლცი შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით შეირჩა. მინესოტას შტატი ისედაც დემოკრატების მხარეს იხრება და არ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, თუმცა 60 წლის უოლცის კანდიდატურა სავარაუდოდ ჰარისის კამპანიას ბევრ ამომრჩეველს შემატებს.
    ის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც კონგრესში 12 წელი იმუშავა, სანამ 2018 წელს მინესოტას გუბერნატორი გახდებოდა.

    ანალიტიკოსები თვლიან, რომ ის ბევრ დამოუკიდებელ და კონსერვატიულ ამომრჩეველს მიიმხრობს.

  • აშშ-მა საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა შეუწყვიტა

    შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა შეუწყვიტა. გავრცელებულ  ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ.
     

    საუბარია სამართლის უზენაესობის პროგრამაზე, რომელსაც USAID აფინანსებდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზანი სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება იყო.

     

  • მოქალაქეებმა, ვიტალი გუგუჩიას გირაოს თანხა, ერთ საათში შეუგროვეს

    აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას,რომელსაც  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მოქალაქეებმა თანხა ერთ საათში აუგროვეს.

    • ”მადლობა, მადლობა, მადლობა ხალხო!შეგროვდა უკვე თანხა! სიტყვები არ მყოფნის ისეთი მადლიერი ვარ!აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის ასეთი გვერდზე დგომით!კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – დაწერა ვიტალი გუგუჩიამ, სოციალურ ქსელში.  

    ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

    საუბარია მიმდინარე წლის, 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

    სასამართლომ აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

    საუბარია მიმდინარე წლის, 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – არიან დაშავებულები

    რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. შევჩენკოს რაიონში ისკანდერის ტიპის რაკეტა აფეთქდა.

    “დაახლოებით დილის 10 საათზე, ხარკოვში, შევჩენკოს რაიონი ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება 5 დაშავებულ მოქალაქეს გაუწიეს. ორი ქალი ქირურგიულ განყოფილებაშია, დანარჩენები ამბულატორიაში”. – განაცხადა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ სინეგუბოვმა.
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება – სარჯველაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება – სარჯველაძე

    95 მილიონზე და მსგავს ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი, როდესაც ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე ვსაუბრობთ, არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. აქედანაც, ბუნებრივია, შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში.

    ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება.

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ