სუს-ში აცხადებენ, რომ ისინი იკითხებიან – “სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით”.
Category: სლაიდერი
-

ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. -

დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ – დიმიტრი ხუნდაძე
პარტია ხალხის ძალა ყოველთვის მზად არის, როცა წინა ხაზი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსა და საზოგადოებისთვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად […] დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია – ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვაჩვენებთ ზოგჯერ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოება ნახავს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზე, საქართველოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლების წინ, შესაძლოა, მათი დამცველები აღმოვჩნდეთ, რადგან ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული ინტერესი – ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ რომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულად.
-

საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ვატო შაქარიშვილი
“დებატის სათაურიდან, რომ გამოვიდეთ უნდა ითქვას რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია.
აუცილებელია გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, რას ვთმობთ,ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან? სამი კონკრეტული მიმართულებით, ესაა – უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
გვაძლევს ევროკავშირი უსაფთხოებას? ცხადია, არა, პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს.
ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ომის ესკალაცია მოხდეს, ომი გახანგრძლივდეს და ამის ნათელი დადასტურებაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.”თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრმა რუსთავი 2-ის ეთერში გამართული დებატებისას
-

რეჟიმი რომელიც არაღიარებაზე ადამიანებს იჭერს, თავად აღიარებს რომ არაღიარებულია – ჩერგოლეიშვილი
მეგობრებო, რეჟიმი რომელიც არაღიარებაზე ადამიანებს იჭერს, თავად აღიარებს რომ არაღიარებულია.
რეალურად, ამ კანონით რეჟიმი აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მის ლეგიტიმაციას ძირი გამოთხრილი აქვს.
Being powerful is like being a lady. If you have to tell people you are, you aren’t. – მარგარეტ ტეტჩერი
(ტეტჩერს თვითგამოცხადებული აღმაშენებლებიც თუ მოუსმენენ, გაიაზრებენ, რა ფარჩაკებად გამოიყურებიან).
როცა ხალხის იძულება გჭირდება, რომ გაღიარონ, ნიშნავს, რომ თავადაც ხვდები, რომ აღარ არსებობ.
ანუ ბოლომდე ვაწვებით – ეს სიგნალი სისუსტისაა და თუ ჭკუით ვიარეთ, 26 წელს ამათ დავასრულებთ და რუსეთი მთელ სამხრეთ კავკასიაში დამარცხდება – ეს საქართველოს და მისი წიაღი დასავლური ცივილიზაციის დიდებულ გამარჯვებად გაფორმდება.
-

“ფორმულაში” ჩემს წილსმიშა მშვილდაძეს გადავცემ – ზუკა გუმბარიძე
ფორმულას ყოფილი გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თავის წილს ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორს – მიშა მშვილდაძეს გადასცემს. “მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე.
6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად.
მინდა მადლობა გადავუხადო ფორმულა კრეატივის თანადამფუძნებლებს გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ „ფორმულა კრეატივი“ წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა.
ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება.
და ბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია — ეს არის იდეა და ფასეულობები.
ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს.
„ფორმულა“ ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემ ცხოვრებაში“, – აცხადებს ზუკა გუმბარიძე.
-

ვანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის – სააკაშვილი
„დასავლელმა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს იშვიათი, სამხრეთ ამერიკული საწამლავით, რომლის გამოყენება მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეეძლო.
ნავალნის პუტინი ყოველთვის „რუსეთის სააკაშვილს“ ეძახოდა, ხოლო თვითონ ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ოლიგარქის მთავრობას შეეწყვიტა ჩემდამი არასათანადო მოპყრობა. ნავალნი მოკლეს, რათა პატიმართა გაცვლაში არ მოყოლილიყო.
ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სხვათა შორის ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან“,
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
-

2-წლიანი პატიმრობა – სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ზვიად რატიანი არ დასწრებია – თავისივე სურვილით.
9 ოქტომბრის განაჩენით, მოსამართლემ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა “არაპროპორციული იქნებოდა”.
ზვიად რატიანს, მზია ამაღლობელის მუხლის მსგავსად შეუცვალეს – პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
რატიანი აცხადებს, რომ ეს იყო „სიმბოლური ჟესტი, ერთგვარი პერფორმანსი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“. ზვიად რატიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინდისი ქენჯნიდა, რადგან პროევროპული პროტესტის არაერთი მონაწილე ციხეში იჯდა, თავად კი თავისუფალი იყო.
-

საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს – კობახიძე
“ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ არიან “ექსტრემისტული ძალები”, რომლებიც არ აღიარებენ “საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე”, მიღებული ცვლილებები კი მათ დაუპირისპირდება.
“ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებით დაცული, ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ, თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.
თქვენ იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ასეთია 5 ქვეყანა, რუსეთი და პლიუს 4 ქვეყანა.ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორეა – ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.
ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს.” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
-

წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებულების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამის კომუნიკაციით მიმართავენ.
ორგანიზაციის თანახმად, მათ მიერ გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მოთხოვნილია:
- ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- დაზარალებული პირების გამოკითხვა;
- წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით;
- პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
- იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად
საია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
-

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტსა და მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
სუს-ის ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.
მანამდე, 2027 წლის სექტემბერს, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ვლადიმერ კონსტანტინიდი სუს-ის დაზვერის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა. ასევე, 2020 – 2026 წლებში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.