Category: სლაიდერი

  • ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ვამხილეთ. სტუმრად ყოფნისას კაცს დანით დაზიანება მიაყენა. – საგამოძიებო

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებამ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა. მათი განცხადებით, აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცავს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • რა ვითარებაა გზებზე –  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

    რა ვითარებაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

    რა ვითარებაა გზებზე – თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ20 (საჯავახო-ჩოხატაური) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    “საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად,” – წერია განცხადებაში. 

  • მერის თვალწინ ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენეს, ერთმა ხელი მკრა ჩაგახრჩობ თოვლშიო და მაგინა – მოქალაქე ვანიდან

    “ვანის მულიციპატიტეს სოფ ტყელვანში, ჩაკეტილები არიან, 88 წლის მოხუცი 32 წლის შშმ პირი და 60 წლის ონკო პაციენტი, ვანის მთავრობამ მომაყენა შეურაცყოფა და გადამამისამათეს სააკაშვილთან” – წერს ამის შესახებ,  მოქალაქე ნაზი ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში.

    ”ვანის მულიციპატიტეს სოფ ტყელვანში, ჩაკეტილები არიან, 88 წლის მოხუცი 32 წლის შშმ პირი და 60 წლის ონკო პაციენტი, ვანის მთავრობამ მომაყენა შეურაცყოფა და გადამამისამათეს სააკაშვილთან.[…] ჩამონათვალში, ჩემიდედა და და დისშვილია. დროებით ავიყვანე და ჩავრჩით
    ისევ ვანის გამგეობის წინ ვცხოვრობთ. სამი დღეა ვეხვეწები, სოფლამდე 3 კმ დღეს ხმას ავუწიე და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენეს მერის თვალწინ, ერთის სახელი და გვარი ვიცი მარტო, ნერვიულობისან ვეღარ გავარჩიე 20 კაცი წამომესია. ერთმა ხელი მკრა ჩაგახრჩობ თოვლშიო და მაგინა”- წერს მოქალაქე ნაზი ჩახუნაშვილი.

  • ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი „ვივა მედიდან“ გაწერილია, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს

    „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს.

    „მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, „ვივა მედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, – აღნიშნა ქათამაძემ.

  • 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

    “28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.

    დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”,- წერია განცხადებაში.

  • კობახიძე ამბობს, რომ გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია

    კობახიძე ამბობს, რომ გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია

    გურიაში, მთლიანობაში, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. ყველა დასახლებულ პუნქტთან კომუნიკაცია მყარდება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც გუშინდელი დღიდან კომუნიკაცია შეიზღუდა და იქ მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ […]

    10 000-მდე აბონენტია დარჩენილი, ვისაც ელექტროენერგია დღემდე არ აქვს. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად წარიმართება […] სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

    თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • “დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია” – “ენერგო-პრო ჯორჯია”

    დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია –  ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

    “დასავლეთ საქართველოში “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30 %-ს, ამ დროისთვის კი ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.

    მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც.

    აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.

    ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდისა და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება

    აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთისა და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია”. – წერია კომპანიის განცხადებაში.

  • მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! მიენიჭოთ ღირსების ორდენი – ზურაბიშვილი

    მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! მიენიჭოთ ღირსების ორდენი – ზურაბიშვილი

    “მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არა უშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!

    პს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხდა . ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!”

    აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში – კობახიძე

    გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში – კობახიძე

    „არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში. იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს. მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“,

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • აჭარაში პრობლემები ძირითადად მოგვარდა, გურიაში გრძელდება ინტენსიური სამუშაოები – კობახიძე

    აჭარაში პრობლემები ძირითადად მოგვარდა, გურიაში გრძელდება ინტენსიური სამუშაოები – კობახიძე

    აჭარაში პრობლემების ძირითადი ნაწილი არსებითად მოგვარებულია. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს არ მიეწოდება ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა, უნდა ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული მდგომარეობით და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

    თქვა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე.