Category: სლაიდერი

  • ფაშინიანი აცხადებს, რომ საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა

    ფაშინიანი აცხადებს, რომ საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა

    სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას საქართველოს მხრიდან არ მიუღია მოწოდება, რომ მათზე ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ესაუბრა.

    “საქართველოს მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. მე ჩემი შეშფოთება გამოვხატე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან მართლაც გვაშფოთებს ის ვითარება, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს გვაწუხებს,” – განაცხადა მან მედიასთან.

    გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც  თქვა, რომ სომხეთისთვის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საქართველოს და ევროკავშირს შორის “გაყინული” პოლიტიკური დიალოგია.

    „საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

  • პარლამენტის წინ კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია – შსს

    პარლამენტის წინ კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს  პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო.

    უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.

    „მიმდინარე წლის 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.ფაქტის შემსწრე აქტივისტების – 1996 წელს დაბადებული გოჩა ბაშელიშვილისა და 1975 წელს დაბადებული რომან იაცენკოს გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შესაბამისად, გამოკითხვის მიზნით, გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო, გადაყვანილ იქნენ პოლიციაში. ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში, ასევე გადაყვანილ იქნა ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი – დარეჯან ცხვიტარია.მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში, განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანა აღარ აიკრძალება – გაიზრდება საბაჟო გადასახადი

    6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანა აღარ აიკრძალება – გაიზრდება საბაჟო გადასახადი

    “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი,  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებენ. კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით დაწესდება აქციზი 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით.

    “როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა კორექტირება შევიტანოთ ამ გადაყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესამსისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს” – თქვა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

    12 თებერვალს  კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.

  • 23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა

    23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა

    23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა  – გასულ ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერს, ირანი თავს დაესხა. მეზღვაურები მომხდარს ტერაქტს უწოდებენ, და აცხადებენ, რომ გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს.

    ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.

    თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა – ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.”რადიო თავისუფლებას” დაუდასტურეს, რომ თავდასხმის სამიზნე ორი ხომალდიდან ერთ-ერთს, რომელიც მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, ქართველი კაპიტანი ჰყავდა. ამას გარდა, გემ Zefyros-ზე კიდევ 22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

    ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა – მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.

    “მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: “ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით” და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე – ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.

  • ჩვენ ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები – შალვა პაპუაშვილი

    ჩვენ ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები – შალვა პაპუაშვილი

    აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს დღევანდელ ბრიუსელს ევროკავშირი, სულ უფრო აკლდება მას ნიშნები ებროპულობის და მხოლოდ სახელად რჩება ევროპული და არის ჩვეულებრივი კავშირი, რომელიც სულ უფრო რჩება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე შინაარსის და ის, ვისაც საბჭოთა კავშირი გამოვლილი აქვს, ამას პირდაპირ ვხედავთ, ეს ჩანს პირდაპირ, ვგრძნობთ, ვხედავთ, გვახსენდება ის ესთეტიკა, ის შინაარსი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, ის დამოკიდებულება, რაც იყო ზუსტად ერთი ერთში რეინკარნაცია ხდება ამ ყველაფერისა დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ევროკავშირში და ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას.

    სინამდვილეში ჩვენ ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით – უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები.

    ჩვენ ვუფრთხილდებით და დღეს ევროკავშირს თავს მომსხდრები არიან ევროპულობის მტრები, რომლებიც აცლიან ევროკავშირს ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ანალოგიად ყველაფრით.

     აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

  • ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა – ფაშინიანი

    ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა – ფაშინიანი

    “სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე.[…] ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.[… ] საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“,

    ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • რატომ არ დაუჭირა მხარი ისლამურმა სამყარომ ირანს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომში

    რატომ არ დაუჭირა მხარი ისლამურმა სამყარომ ირანს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომში

    ისრაელი და აშშ უკვე მეორე კვირაა ბომბავენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ხოლო მუსლიმური სამყარო ამ ომს გვერდიდან აკვირდება: ზოგი – პირველ რიგში სპარსეთის ყურის ქვეყნები – თითქოს პირველი რიგებიდან, სხვები კი ზედა გალერეიდან. მაგრამ არცერთი ისლამური ქვეყანა არ ჩქარობს ირანის დახმარებას, და ბევრს, პირიქით, ის საფრთხედ მიაჩნია.

    რატომ?

    სასწორის ერთ მხარეს დგას პანმუსლიმური სოლიდარობის მითი, ხოლო მეორე მხარეს — კონფესიური წინააღმდეგობები, ურთიერთ უნდობლობა, ეროვნული ინტერესები, აშშ-ზე დამოკიდებულება და სურვილის არქონა, კიდევ ერთ ომში ჩაითრიონ, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია. ირანი ცდილობს გახდეს ბირთვული სახელმწიფო და რეგიონული ჰეგემონი. ამასთან, უკვე მეორე კვირაა ის მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც ესვრის რაკეტებს.

    „ეს ირანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომაა ბოლო წლებში. დიდი ხნის განმავლობაში თეირანი საკმაოდ ოსტატურად თამაშობდა საკუთარ თამაშს და ცდილობდა თავი წარმოეჩინა არაბული სამყაროსთვის, როგორც ისლამური სოლიდარობის დამცველი და ყველა მუსლიმისთვის ჰუმანიტარული გზავნილის მატარებელი. თუმცა დღეს სწორედ ირანი ურტყამს არაბულ ქვეყნებს — თანაც წმინდა რამადანის თვეში,“ — ამბობს ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი იასმინა ასრარგისი.

    ისლამური სამყარო არ არის მონოლითური. თითოეული მუსლიმური (ძირითადად არაბული) ქვეყნის ხელისუფლება პირველ რიგში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს და არ არის მზად, აბსტრაქტული სოლიდარობის გამო ირანის დასახმარებლად გადაეშვას.

    მით უმეტეს, რომ ირანისადმი დამოკიდებულება მუსლიმურ სამყაროში რთულია. ეს არ არის არაბული ქვეყანა: იქ სხვა ენაზე საუბრობენ, მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, მაშინ როცა მსოფლიოს მუსლიმების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია (ამის შესახებ ქვემოთ). დღევანდელ ომს რელიგიასთან მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა ისტორიულად სწორედ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაყოფა დიდწილად განსაზღვრავდა ძალთა განაწილებას ახლო აღმოსავლეთში.

    „სუნიტებსა და შიიტებს შორის სოლიდარობა ვერ იარსებებს, მით უმეტეს მაშინ, როცა შიიტური ირანი თავს ესხმის სუნიტურ სახელმწიფოებს,“ — ამბობს BBC-სთან საუბარში ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი ფაბრის ბალანში.

    გარდა ამისა, ირანმა თავის სუნიტ მეზობლებს შეუტია მათთვის წმინდა რამადანის თვეში და ემუქრება, რომ მათ კიდევ უფრო სერიოზულ კონფლიქტში ჩაითრევს, რომელიც პირდაპირ აზარალებს მათ ინტერესებს.

    ისლამურ რესპუბლიკას მანამდეც არც ისე ბევრი მოკავშირე ჰყავდა რეგიონსა და მსოფლიოში, მაგრამ დღეს თეირანი ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა. რატომ?

    მულების რეჟიმის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ირანი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მთავარ დესტაბილიზაციის წყაროდ აქცია. ისლამური სამყაროს ქვეყნები მას სიფრთხილით, ხშირად კი აშკარად მტრულადაც ეპყრობოდნენ.

    მას შემდეგ, რაც მულები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ირანმა თანმიმდევრულად დაიწყო საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ძლიერი ისლამური სახელმწიფოსი – მუსლიმური სამყაროს ბრძოლის ავანგარდისა.

    მთავარ მტრად გამოცხადდა აშშ და მისი მოკავშირეები, ხოლო „ნაკლებ ბოროტებად“ — ისრაელი. თეირანმა დაისახა მიზნად თეოკრატიული სახელმწიფოს მოდელის ექსპორტი სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რეგიონში შიიტური უმცირესობების დაცვა და შეიარაღება.

    ირანის ამბიციები არ აწყობდათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ისლამის მთავარი სიწმინდეები. მრავალი წლის განმავლობაში რიადი და თეირანი ერთმანეთს მთავარ კონკურენტებად მიიჩნევდნენ რეგიონში გავლენისთვის ბრძოლაში.

    სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი არაბული მონარქიების პოლიტიკური სისტემები ბევრით ჰგავდა 1979 წელს დამხობილი ირანის შაჰის რეჟიმს, ამიტომ ისინი განსაკუთრებით შიშობდნენ სახალხო აჯანყებების შესაძლებლობის გამო.

    სპარსეთის ყურის ქვეყნებს უკვე ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობები აშშ-თან, ხოლო ირანის ამბიციები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მათ ინტერესებს. ეს ახლო აღმოსავლეთის „ცივი ომი“ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა — 2023 წლამდე, როდესაც რიადი და თეირანი ჩინეთის შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

    აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთმა და მისმა მეზობლებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ირანი მზად არის მათი სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის საფრთხე შექმნას.

    „როგორიც არ უნდა იყოს ფართო კონფლიქტის განვითარება, ირანის რეგიონული რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი უკვე აშკარაა. ერთხელ შერყეული ნდობის აღდგენა რთულია,“ – წერს ხალიდ ალ-ჯაბერი, ახლო აღმოსავლეთის გლობალური საკითხების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, Atlantic Council-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.

    რეგიონში გავლენის გასაძლიერებლად ირანი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძს“, რომელიც მიმართული იყო აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ. თეირანი იარაღითა და ფინანსებით ამარაგებდა:

    • შიიტურ „ჰეზბოლას“ ლიბანში,

    • ჰუსიტებს იემენში,

    • სხვადასხვა პროქსი ძალებს ერაყში,
      და ასევე ერეოდა კონფლიქტებში ლიბანში, სირიაში, ბაჰრეინსა და იემენში.

    პალესტინის საკითხსაც ირანი იყენებდა საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად, როგორც მუსლიმების დამცველი — ის მხარს უჭერდა ჰამასს და „ისლამურ ჯიჰადს“.

    თუმცა ბევრი არაბული ქვეყანა ამ მოქმედებებს პალესტინის საქმის დაცვად კი არა, არამედ თეირანის მცდელობად ხედავდა გაეფართოებინა საკუთარი გავლენა და დაემყარებინა კონტროლი რეგიონზე. ირანის  ბირთვული იარაღის ფლობის სურვილი ასევე სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა მის მეზობლებში.

     

    უნდობლობა და რეპუტაციის დაზიანება

    ამიტომ, მრავალი არაბული მთავრობის აზრით, ირანის დახმარება — როგორც ადრე, ისე ახლა — მხოლოდ გააძლიერებდა სახელმწიფოს, რომელსაც ისინი რეგიონული ბალანსის დამრღვევად და საკუთარი სტაბილურობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

    როგორ დასრულდება ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა უკვე აშკარაა, რომ რეგიონში ძალთა მყიფე ბალანსი დარღვეულია.

    „სპარსეთის ყურის ქვეყნები კარგად ხვდებიან, რომ ირანს შეუძლია მათი ეკონომიკური განვითარების დიდი ნაწილი რამდენიმე დარტყმით გაანადგუროს. ირანი კვლავ ხდება რეგიონის მთავარი საფრთხე. ეს გარდაუვლად საუდის არაბეთს კიდევ უფრო დააახლოვებს ისრაელთან, განსაკუთრებით სარაკეტო თავდაცვის ტექნოლოგიებზე წვდომის გამო, მაგალითად ისეთი სისტემის, როგორიცაა „რკინის გუმბათი“, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა სამეფოს დაცვას,“ — ამბობს ვაშინგტონის ინსტიტუტის ექსპერტი.

    ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური ძალები მოხარულებიც კი იქნებოდნენ დაეხმარონ თავიანთ სპონსორს, მაგრამ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. მას შემდეგ, რაც ჰამასმა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმა განახორციელა და შემდეგ ომი დაიწყო, მათი „წინააღმდეგობის ღერძი“ მნიშვნელოვნად დასუსტდა.ისრაელმა „ჰეზბოლას“ ძველი ხელმძღვანელობა გაანადგურა, ჰამასი მძიმე დარტყმის ქვეშ მოაქცია, ხოლო ირანის მოკავშირე სირიის ყოფილი ლიდერი ბაშარ ასადი ამბოხებულებმა დაამხეს და მოსკოვში გაიქცა.

    ირანის მიმართ უნდობლობა ისლამურ სამყაროში კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს შეუტია,  ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებზე პასუხად.

    „შესაძლოა, თეირანი ცდილობდა ზეწოლა გაეზარდა სპარსეთის ყურის მონარქიებზე, რათა მათ თავის მხრივ ზეწოლა მოეხდინათ შეერთებულ შტატებზე და ომის შეწყვეტა მოეთხოვათ. სინამდვილეში კი ხდება სრულიად საპირისპირო,“ — ამბობს იასმინა ასრარგისი.

    სპარსეთის ყურის ქვეყნები ბოლო წლებში ცდილობდნენ ურთიერთობების დალაგებას ირანთან. ომანი და კატარი ხშირად გამოდიოდნენ შუამავლების როლში თეირანსა და დასავლეთს შორის დიალოგში. გააგრძელებენ თუ არა ისინი მომავალში ამ დიპლომატიურ ძალისხმევას – ეს საკითხი დიდი  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

    სუნიტები და შიიტები

    მსოფლიო მუსლიმების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია — დაახლოებით 85–90% (1.8 მილიარდ მუსლიმში), ხოლო შიიტები უმცირესობას შეადგენენ — 10–15%. შიიტების ძირითადი თემები ცხოვრობენ ირანში, აზერბაიჯანში, ერაყსა და პაკისტანში.

    ეს დაყოფა სათავეს იღებს 632 წელს, როდესაც გარდაიცვალა წინასწარმეტყველი მუჰამედი და გაჩნდა დავა იმის შესახებ, ვინ უნდა გამხდარიყო მისი მემკვიდრე.

    მუსლიმები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში მუსლიმურ საზოგადოებას — უმმას.

    • შიიტები (ეს სიტყვა ნიშნავს „ალის მომხრეებს“ ან „ალის პარტიას“) მხარს უჭერდნენ, რომ ხელისუფლება გადასცემოდა მუჰამედის ნათესავს — ალი იბნ აბი თალიბს. მათი აზრით, სწორედ მას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება გამხდარიყო ხალიფა, როგორც წინასწარმეტყველის უახლოეს ნათესავსა და მოწაფეს.

    • სუნიტები კი მიიჩნევდნენ, რომ მუსლიმური საზოგადოების ლიდერი უნდა არჩეულიყო ყველაზე ღირსეული და ავტორიტეტული თანამებრძოლებისგან.

    პირველი ხალიფა გახდა აბუ ბაქრი — მუჰამედის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე.

    ხალიფატში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ საბოლოოდ 661 წელს ალის მკვლელობა გამოიწვია. მისი შვილებიც — ჰასანი და ჰუსეინი — ასევე მოკლეს. განსაკუთრებით ჰუსეინის სიკვდილი 680 წელს კარბალასთან (დღევანდელი ერაყი) შიიტებისთვის დღემდე აღიქმება ისტორიული მასშტაბის ტრაგედიად.

    თავდაპირველი პოლიტიკური უთანხმოება დროთა განმავლობაში გადაიქცა ღრმა რელიგიურ და დოქტრინალურ განხეთქილებად.

    სწორედ 1979 წლის ირანის რევოლუციამ აქცია ეს რელიგიური დაპირისპირება გეოსტრატეგიულ კონკურენციად. მას შემდეგ შიიტური ირანი და სუნიტური საუდის არაბეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან მუსლიმურ სამყაროში რეგიონული ლიდერობისთვის.

    ირანის ლიდერები ღიად აყენებდნენ ეჭვქვეშ საუდის დინასტიის უფლებას, იყოს ისლამის მთავარი სიწმინდეების –მექასა და მედინის მცველი. ირანის მიერ პროვოცირებულმა რამდენიმე ინციდენტმა ჰაჯის დროს კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის.

    თეირანის გავლენის შესაკავებლად რიადი ათწლეულების განმავლობაში აფინანსებდა სხვადასხვა ქსელებსა და მოძრაობებს, რომელთაგან ზოგი მოგვიანებით ჯიჰადისტურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა და საბოლოოდ საუდის კონტროლიდანაც გავიდა.

    ბრძოლა მუსლიმურ სამყაროში გავლენისთვის

    ირანისა და საუდის არაბეთის, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ დინამიკას.

    თუმცა საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველი მუჰამედ ბინ სალმანი დიდი ხანია ოცნებობს მომავლის საუდის არაბეთის აშენებაზე, და რეგიონში არასტაბილურობა ამ გეგმას ხელს უშლის.

    მას სურს ქვეყანა მიმზიდველი გახადოს ტურისტებისა და ინვესტორებისთვის და მზად არის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები დახარჯოს ეროვნულ პროექტზე „Vision 2030“. ის ავითარებს მზისა და ქარის ენერგეტიკას და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მიიწვია, რომ ადგილობრივ საფეხბურთო ლიგაში ეთამაშა.

    ამიტომ საუდის არაბეთი ცდილობს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელთან, მათ შორის ირანთანაც.

    სწორედ ამიტომ 2023 წელს ჩინეთის შუამავლობით რიადი და თეირანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

    ფაბრის ბალანშის თქმით, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი მზად იყო „ეყიდა“ სტაბილურობა ნებისმიერ ფასად და ყველასთან შეთანხმებულიყო, თუმცა ახლა ეს მომავალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

    ირანი კი, თავის მხრივ, ძველ პრინციპებზე უარის თქმას არასოდეს აპირებდა და დღემდე რჩება რევოლუციური იდეოლოგიის სახელმწიფოდ, აღნიშნავს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ნაჯათ ალ-საიდი. მისი თქმით, ეს განსხვავდება სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან, რომლებმაც იდეოლოგიური პრინციპები გვერდზე გადადეს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამო.

    „საუდის არაბეთის ევოლუციას შორის — კონფესიური პოლიტიკიდან საუდის ეროვნულ ნაციონალიზმამდე — და ირანის იდეოლოგიური სიმკაცრის გაძლიერებას შორის კონტრასტი აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემები შეიძლება შეიცვალოს დროის მოთხოვნების შესაბამისად, მაშინ როცა იდეოლოგიური სისტემები, პირიქით, სულ უფრო მკაცრი ხდება. ნებისმიერი სერიოზული ტრანსფორმაცია მათთვის საკუთარი არსებობის გაქრობის რისკს ნიშნავს,“ — ამბობს პროფესორი ნაჯათ ალ-საიდი.

    ირანი — ისევ მთავარი საფრთხე

    ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა „აბრაამის შეთანხმებების“ ხელმოწერის შემდეგ. 2020 წელს არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და სუდანმა, მოგვიანებით კი მაროკომ, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია მოახდინეს. ახალი რეგიონული რეალობის პირობებში ირანი სულ უფრო ხშირად ჩანდა საერთო მოწინააღმდეგედ არაერთი არაბული სახელმწიფოსთვის.

    საუდის არაბეთიც განიხილავდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობას ღაზაში ომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის საკითხი შეთანხმებას ხელს უშლიდა.

    მთავარი კითხვა ის არის, რა მოხდება ომის შემდეგ.


    შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას თეირანში არსებული რეჟიმი — დასუსტებული, მაგრამ გადარჩენილი, რაც შესაძლოა მას კიდევ უფრო საშიშს გახდის?


    თუ მოხდება ხელისუფლების შეცვლა?

    „რაც არ უნდა მოხდეს, ერთი რამ უკვე ნათელია: ახლო მომავალში ირანი ძნელად შეძლებს ძველი ძალის აღდგენას. მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა მულების რეჟიმი ხელისუფლებაში ან მოვა ახალი ხელმძღვანელობა, ქვეყანას დრო დასჭირდება იმ გავლენის აღსადგენად, რომელიც მას შაჰის ეპოქაში ჰქონდა, როდესაც ირანი ფაქტობრივად „ახლო აღმოსავლეთის ჟანდარმის“ როლს ასრულებდა,“ — ასკვნის ფაბრის ბალანში.

  • სანქციების შემდეგ „იმედი“ და POSTV სოციალურ ქსელში მასალებს ვეღარ არეკლამებენ – ISFED

    სანქციების შემდეგ „იმედი“ და POSTV სოციალურ ქსელში მასალებს ვეღარ არეკლამებენ – ISFED

    „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, პროსამართავრობო „იმედსა“ და POSTV-ს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების გამო, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ – ამის საპასუხოდ კი ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს.Meta-ს პლატფორმებზე ამ მედიების კუთვნილ ძირითად Facebook-გვერდებზე რეკლამების განთავსება 25 თებერვალს შეწყდა. ორივე შემთხვევაში კი (10.03.2026-ის მონაცემებით), რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებულია, რომ ორგანიზაციას რეკლამის განთავსება Meta-ს სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდა. სანქციების შემდეგ, მარტში, POSTV-მ 2 Facebook-გვერდი შექმნა, „იმედმა“ კი ერთი.

    „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა „პოსტვ“-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, მარტში შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. „დისქლეიმერში“) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.

    დასპონსორებული პოსტების მეშვეობით POSTV კვლავ განაგრძობდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას… ამასთანავე, დასანქცირებულმა მედიამ მოამზადა სიუჟეტი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ონლაინ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ. „პოს ტვ“ მათ გარე ძალების დავალებების შემსრულებლებად წარმოაჩენდა.

    ამ დროისთვის „პოს ტვ“-ის არცერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება. ისინი აქტიური მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ და გვერდების წაშლის მიზეზი უცნობია.

    POSTV-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის „ფეისბუქზე“ რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა Facebook-გვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო.

    აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელწოდებით „იმედის მხარდამჭერები”, 25 თებერვალს საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ პროპაგანდისტული მედია „ფეისბუქზე“ საქართველოს მასშტაბით რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმათავსებელი იყო.

    დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა – ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება: აქტივების გაყინვა; სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა; დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა.

    ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
    არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
    ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.

  • რუსეთი საქართველოში ვერ იმარჯვებს! – გია ვოლსკი

    რუსეთი საქართველოში ვერ იმარჯვებს! – გია ვოლსკი

    „ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენ გაგვაჩნია არგუმენტები და მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა. როგორ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს საქართველოში პოლიტიკურად, როცა ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებულია? მის ქვეყანას გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტა კოსი იქნება, თუ კუბილიუსი, იუკნევიჩიანე თუ ყველა სხვა – ესენი არიან ქართველთმოძულე, ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გვგულშემატკივრობს და რეალურად, უნდათ, რომ ცეცხლის მორევში გადაგვისროლოს, რათა მათ ქვეყნებს და ევროპის შუაგულს მოაკლდეს ის დაძაბულობა, რომელსაც რუსეთის აგრესია უქმნის“

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.

  • შეშფოთება გამოხატა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით – კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

    შეშფოთება გამოხატა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით – კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

    “ქართული ოცნების” პრემიერი  ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

    “შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.

    მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.

    შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე”. – ნათქვამია განცხადებაში.