Category: მსოფლიო

  • რუსებმა სოლედარზე ძლიერი შეტევა დაიწყეს – უკრაინა

    რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს სოლედარზე – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება.

    “მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა […] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს.” – წერს მალარი.

  • რუსებმა მიკოლაევის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს

    რუსებმა მიკოლაევის ოლქში, ოჩაკოვაში საავადმყოფო დაბომბეს – ინფორმაციას, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

    ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი.

    მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

  • დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს – პესკოვი

    ”დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

  • თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუგანსკის მიწას ათავისუფლებენ – გაიდაი

    “რუსები დემორალიზებული არიან შეიარაღებული ძალების წარმატებებით და მუდმივი ბულინგით მათ არმიაში. დანებების მსურველები დახვრიტეს.

    მოინახულეთ ჩვენი დამცველები ფრონტის ხაზზე. განწყობა საბრძოლოა, მოტივაცია შესაშური. ჩვენი თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ”,

    აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

  • უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემული ბუკის სისტემების დაბრუნება სთხოვა – კასიანოვი

    უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნის თვალსაზრისით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა უკრაინამ იარაღის სასიცოცხლო საჭიროება რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. […]  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე

    აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.

  • ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით, 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ – პოდოლიაკი

    ”ომის დაწყების პირველ დღეებში მთელი ქვეყანა შოკირებული იყო. გაოცებული იყო დასავლეთიც. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ პატრიოტი უკრაინელების გარდა ყველას ეგონა, რომ დავმარცხდებოდით. არავის ეგონა რომ ეფექტურ კონტრშეტევებს დავიწყებით. ფიქრობდნენ რომ უკრაინა, მოსკოვის კონტროლქვეშ არსებული ერთი დიდი კრიმინალური ანკლავი გახდებოდა. 24 თებერვალს, დილით რვის ნახევარზე, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში შევედი და დავინახე ადამიანი რომელმაც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო. ეს ადამიანი სრულიად დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო. მას ვითარების სიმძიმე კარგად ესმოდა, თუმცა გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. რუსები კიევის 3 დღეში აღებას გეგმავდნენ, ვერ შეძლეს და ვერასოდეს აიღებენ – პირიქით მოუწევთ დააბრუნონ ყველაფერი რაც წაიღეს და გაანადგურეს. ომმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და მოლაპარკებები შეუძლებელი გახადა. უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით. 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ. რუსეთის შემოჭრის პირველი წუთებიდან ვიცოდით რომ ამ აგრესიას გადავურჩებოდით და მედგრად დავდგებოდით. პრეზიდენტმა ომის პირველივე დღეებიდან სწორი გადაწყვტილებები მიიღო და საზოგადოება მის ირგვლივ გაერთიანდა.”

    განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან.

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თადაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპივკას და დონეცკის ოლქის სოლედარის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, ვოდიანეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას, პობედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტში”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “რუსეთი უკვე მზად არის ყირიმიდან გაიქცეს”-პოდოლიაკი

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი მას დატოვებს, როგორც კი ყირიმი უკრაინის სრულ საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცევა.

    “თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოხვდება. მე არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები. ისინი მიხვდებიან, რომ  უნდა გაიქცნენ, იმიტომ, რომ რუსეთი უკვე მზად არის გაქცევისთვის. უბრალოდ, ისინი ჯერ არ გამოსულან ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები.

    არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს ბომბშესაფრებში სხედან, 3-5 წელიწადში კიდევ ახალი ფასი გადაიხადონ, რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“ – ან დღეს ჩვენ ბოლომდე მივალთ და მერე ჩვენი შვილები ცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ საცხოვრებლად, რადგან  უკრაინა არ იქნება“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

  • აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში ციხიდან გამოვიდა

    შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ანა მონტესი, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში.

    მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა,  პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და  კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

    2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის მთლიანად გაამხილა აშშ-ს სადაზვერვო ოპერაციები კუნძულზე.

    ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ოდესმე დაუკავებიათ და  მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.

    მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების ყველა საქმიანობის კომპრომეტირება მოახდინა  .

    „კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ ამის  სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მან შეძლო გავლენა მოეხდინა კუბაში სიტუაციის შეფასებაზე კოლეგებთან საუბრისას და ასევე იპოვა შესაძლებლობა მიეწოდებინა მოპოვებული ინფორმაცია სხვა სახელმწიფოებისთვის„- თქვა ვან კლივმა.

    მას შემდეგ, რაც მონტესი დააკავეს, მას ბრალი დასდეს ოთხი ამერიკელი დაზვერვის ოფიცრის ვინაობისა და უზარმაზარი საიდუმლო მასალის გამხელაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, რომ მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებას.

    ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მოქმედება ლათინურ ამერიკაში და მრავალი თვალსაზრისით სწორედ ამან უბიძგა ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან.

    აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მონტესი აღშფოთებული იყო, ამერიკის მხრიდან მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფის “კონტრასის“ მხარდაჭერით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო  ნიკარაგუაში ომის დანაშაულებებში და სხვა სისასტიკეში.

    მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას 1984 წელს მას მიმართა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანაკურსელმა. მოგვიანებით იგი გააცნეს კუბის დაზვერვის აგენტი და ის  უყოყმანოდ დათანხმდა კუბელებთან მუშაობას ნიკარაგუას დასახმარებლად.

    მომდევნო წელს მონტესი  ჰავანაში ჯაშუშად მომზადებისთვის გაემგზავრა და შემდეგ  თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოში დაიწყო მუშაობაშ, საბოლოოდ კი  კუბის მთავრობის უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობამდე დაწინაურდა.

    თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ის ხვდებოდა კუბელ კურატორებს ყოველ რამდენიმე კვირაში ვაშინგტონის რესტორნებში დამათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. მას ახალი დავალებებს რადიოგადამცემის საშუალებით აძლევდნენ, რომელიც მოკლე ტალღებზე მუშაობდა.

    2001 წლის სექტემბერში ის დააკავეს  მას შემდეგ, აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავრობის თანამშრომელიკუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

    გათავისუფლების შემდეგ მონტესი მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი წელი იქნება. მას ასევე ეკრძალება მთავრობაზე მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.

    თუმცა, FBI თვლის, რომ  ნაკლებად სავარაუდოა, მან კავშირები  კავშირებს თავის კუბელ კურატორებთან.

    „მისი ცხოვრების ეს ნაწილი უკან დარჩა“, – უთხრა CBS-ს პიტ ლაპმა, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც  მონტესი დააკავა.

  • კრემლს სურს შემოგთავაზოს ქვეყნის დაყოფის კორეული ვერსია–უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

    კრემლს სურს შემოგვთავაზოს ზავის კორეული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დაყოფას ორ ქვეყნად, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

    “ახლა გვთავაზობენ კორეულ ვერსიას. ეგრეთ წოდებული პირობითი 38-ე პარალელით. აქეთ არიან ასეთი უკრაინელები, იქით არც ისე უკრაინელები… ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ, არის 38-ე პარალელი”, – განაცხადა მან. დანილოვს მხედველობაში ქონდა ის პარალელი, რომლის გასწვრივაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა იყოფა.

    მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ხვდება ევროპაში გადამდგარ პოლიტიკოსებს და მათი მეშვეობით უგზავნის მესიჯებს ამჟამინდელ ლიდერებს, რომ რუსეთი მზად არის დათმობაზე წავიდეს, რათა გამოასწოროს არსებული სტატუს კვო და აიძულოს უკრაინა ზავი დადოს.