Category: არქივი

  • სუნთქვაა უკვე შეუძლებელი (ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას აცხადებს, რომ “ივანიშვილის მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის რეკორდი მოხსნა.

    გრიგოკლ ვაშაძის თქმითვე, ხელისუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს, რაც სიძლიერის კი არა, უკიდურესი სისუსტის ნიშანია და ხელისუფლებას ადამიანის კეთილდღეობა და სიცოცხლე არ აინტერესებს. “არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

  • ცილისწამება, დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია – შეხვედრა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის და ცილისწამების პრევენციისა და რეგულირების საკითხი –  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ თემებთან დაკავშირებით ხვდება.

    შეხვედრის დაწყების წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მიღებული და გათვალისწინებული იქნება. მისი სიტყვებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ საკითხზე მუშაობა და თანამშრომლობა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის განცხადებით კი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა:

    “გვინდა რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, გამოვკვეთოთ რა პრობლემებია, როგორ ხედავს ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემებს და როგორ ხედავს მატ გადაჭრის მექანიზმებს”, განაცხადა ქეთი მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.

  • არ იქნება სწორი, მესამე და მეოთხე ხელის გამავრცელებლებს შეაწმინდოს შსს-მ ხელი (ვიდეო)

    “ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთო კახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ემთხვევა “ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირებას, რაც ეჭვებს რაც ეჭვებს იწვევს. კახიძის თქმითვე, დასადგენია, ვინ დგას ამის უკან და არ იქნება სწორი,”მესამე და მეოთხე ხელის გამავრცელებლებს შეაწმინდოს შსს-მ ხელი.

  • სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს წელსვე მოეხსნებათ

    “გამოსაშვები გამოცდები” მე-12 კლასელებისთვის 2019 წლიდან უქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, სკოლაში განათლების მიღება.

    “მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • რატომ დაგროვდა ბინაში CO, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

    ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ბინაში, სადაც გუშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ბინა ამ დროისთვის დალუქულია. წინასწარი ინფორმაციით ტრაგედიის მიზეზად გაზის გამაცხელებლის მილში ნამწვის დაგროვება სახელდება. ექსპერტების თქმით მილში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი, სავარაუდოდ ჩიტის ბუდე, რამაც ნამწვის გატარებას ხელი შეუშალა და ბინაში CO დაგროვდა, რამაც შვიდი მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია.
    გარდაცვლილს შორის არიან მამა– შვილი და ორი ძმა. ისინი რეგიონიდან იყვნენ ჩამოსული, თბილისში მშენებლობაზე მუშაობდნენ და ბინას ერთად ქირაობდნენ. მათი ცხედრების ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და გარდაცვლილები საკუთარ სახლებში – რუსთავში, გორში, ასპინძაში და ზესტაფონში გადაასვენეს.
    ყაზტრანსგაზ თბილისმა გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც ტრაგედია მოხდა გაზის გამათბობელი თვითნებურად, კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებმა მარტში გეგმიური რევიზიის დროს გამათბობელი ჩაჭრეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს, თუმცა ბინის მეპატრონემ გამაცხელებელი თვითნებურად შეაერთა.
    ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბინის მეპატრონე გუშინ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

  • Seks, droga, ბითაძე გოგა – ასე უმღერიან ბუდუჩნოსტის ფანები ქართველ ცენტრს

    როგორც მოგეხსენებათ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი გოგა ბითაძე მონტენეგრული ბუდუჩნოსტის რიგებში ირიცხება და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. მან საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა არასრული ერთი სეზონის განმავლობაში და ადგილობრივ გულშემატკივარს თავი ძალიან შეაყვარა. სწორედ ამ პატივისცემის და სიყვარულის დასტურია ეს სიმღერაც, რომელიც გოგა ბითაძეს თამაშის შემდეგ უმღერეს. 

    სიმღერა სახელწოდებით – Seks, droga, Bodiroga ლეგენდარულ სერბ კალათბურთელს, დეიან ბოდიროგას ეძღვნება. ბოდიროგა იუგოსლავიის ლეგენდად ითვლებოდა და დღემდე უდიდეს პატივს სცემენ ევროპაში. მონტენეგროელი გულშემატკივრების მხრიდან კი 19 წლის ქართველის მიმართ ამ სიმღერის შესრულება დიდი პატივისცემის ნიშანია.
    {{VIDEO}}

  • რუსი პარლამენტარი: საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდის დაკისრება ჩვენ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

    რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთიდან 2006 წელს მასობრივად დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსეი ჩეპა აცხადებს, რომ რუსეთი არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეის სხდომებში.

    “მათ არ აურჩევიათ ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეს მოსამართლეები და შესაბმისად, არც მათი გადაწყვეტილებები უნდა აღიარონ. რუსეთის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიშასი კი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქცია პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავარუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინაღმდეგება.

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. აუცილებელია, გავაანალიზოთ, რამდენად არის ეს გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება, არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გმოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციააზე ყველა გარემოების გათვალისწინებით”, აცხადებს ანდრეი კლიშასი.
    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 13 წლის შემდეგ საქართელოს სარჩელი დააკმაყოფილა და 2006 წელს ქართველების დამამცირებელი დეპორტაციისთვის მოსკოვს 10 მილიონი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს თანხა სწორედ იმ 1500 ადამიანის კომპენსაციაა, ვინც რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 10 მილიონი მოსკოვმა საქართველოს 3 თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.