Category: არქივი

  • “ძალიან მოსაწყენია”-ტრამპი ჟურნალისტების ვახშამს არც წელს დაესწრება

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს არც წელს დაესწრება.ტრადიციული ვახშამი 27 აპრილს გაიმართება. 

    ტრამპმა ჟურნალისტებთან ერთად ვახშამს მოსაწყენი და ნეგატიური მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ მას რამე პოზიტიურის გაკეთება ურჩევნია. მისითქმით, ის ამ დღეს კალიფორნიაში მიტინგს დაესწრება.

    პრეზიდენტობის განმავლობაში ტრამპი  კორესპოდენტთა ასოციაციის არც ერთ ვახშამს არ დასწრებია.

    თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია 1920 წლიდან, ყოველ წელს, აპრილის ბოლო შაბათს,  მიღებას აწყობს.ტრადიციის მიხედვით, მიღებას  მოქმედი პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

  • “აშშ და ევროპა თურქეთის შიდა საქმეში ერევიან”-ერდოღანი

    “აშშ და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან”-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს.

    „ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენ  შიდა საქმეებში ერევიან. თურქეთმა დემოკრატიის მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა კი მოუწოდა ანკარას, არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უფლებამოსილების განხორციელება შეძლონ.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

    შეგახსენებთ, რომ ერდოღანისთვის 31 მარტს გამართული არჩევნები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

    დამკვირვებლების შეფასებით, ეკონომიკური პრობლემების გამო ერდოღანის პარტიის რეიტინგი დიდ ქალაქებში საგრძნობლად დაეცა.

  • ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ

    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დაუკავშირდნენ. ისინი საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ. რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდებიან. მათი თქმით ისინი ლიბიაში იანვარში დაღუპული ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ეკიპაჟის წევრები არიან და ახლა ქალაქ მისურატაში იმყოფებიან.
    მეზღვაურები ყვებიან, რომ ლიბიაში დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო რჩებიან, რომელიც მათი თქმით დროში გაიწელა. სამართალდამცავებმა ისინი რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მეზღვაურები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ პირობებს არ უჩივიან. იმყოფებიან სასტუმროში, იღებენ ხელფასს და უზრუნველყოფილი არიან საკვებით.
    რაულ ტაკიძის თქმით, ლიბიაში ამ დრომდე რჩება ეკიპაჟის 19 წევრი. ირწმუნება, რომ ახლობლებმა დახმარებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა მხოლოდ განცხადების დაწერა და განხილვა შესთავაზეს.

    ქართველი მეზღვაურები კი ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა, პროცესი უნდა დაჩქარდეს და საქართველოში ქართველი მეზღვაურები დროულად დაბრუნდნენ, რადგან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ომი გამოცხადდა.
    საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ,  რომ მეზღვაურები გამოძიების გამო რჩებიან ლიბიაში და მათ ხშირი კომუნიკაცია აქვთ ლიბიურ მხარესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით ქართველ მეზღვაურებს ჰყავთ ადვოკატი და აქვთ საშუალება იყვნენ კონტაქტზე საკონსულოსთან.
    რაც შეეხება ლიბიის დედაქალაქ, ტრიპოლში განვითარებულ მოვლენებს, უწყებაში ამბობენ, რომ ქართველი მეზღვაურები მისურატაში იმყოფებიან, ამ ქალაქში კი ამ დროისთვის სიმშვიდეა.
  • რუსთავში co-თი 6 ადამიანი მოიწამლა. აქედან 4 ბავშვია

    რუსთავში co-თი ინტოქსიკაცია 6 ადამიანმა მიიღო.
    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით შემთხვევა XXI მიკრორაიონში მოხდა, როცა სახლში ბებია, შვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ.
    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ-გაზის ეკიპაჟები.
    პაციენტები, 4 მცირეწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
    “ინფო რუსთავს” ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
  • ტიმოშენკომ უარი თქვა, ზელენსკი არბიტრს ეძებს

    უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა იულია ტომოშენკომ  არ მიიღო ზელენსკის გამოწვევა  და დებატების არბიტრობაზე უარი თქვა.ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის შტატის წარმომადგენელმა დიმიტრი რაზუმკოვმა დაადასტურა. 

    პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატების არბიტრობა იულია ტიმოშენკოს  ზელენსკიმ   შესთავაზა, მანამდე  კი  ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დებატებში გამოიწვია.

    უკრაინის პრეზიდენტობის მეორე ტურის კანდიდატების დებატები კიევის ოლიმპიურ  სტადიონზე გაიმართება, არბიტრის პოზიცია კი ჯერჯერობით  ვაკანტურია.

    ზელენსკის შტაბში აცხადებენ, რომ  მოდერატორის როლს სხვას შესთავაზებენ.

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდება. პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24%, ხოლო პეტრო პოროშენკომ 15,94%-ის მოიპოვა.

  • 25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს

    25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული ამბობს ის იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ტაქსის მძღოლმა ამით ისარგებლა, ავტომობილში ჩაჯდომისთანავე  მისი ნების წინააღმდეგ მამაკაცმა მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ამის შემდეგ კი მძღოლი მას ფიზიკურად გაუსწორდა პირადი ნივთები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.

    ბრალდებული 37 წლის დავით ცაკაშვილია რომელიც ამტკიცებს რომ გოგონამ ეს ისტორია მოიგონა და ის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. ბრალდებულის თქმით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ზუსტად ვერ მიასწავლა თუ სად უნდა მიეყვანა, ამიტომ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ გოგონას მძღოლმა მასთან სახლში წასვლა და დასვენება შესთავაზა. ბრალდებული ასევე აცხადებს რომ გოგონამ მას მოფერება დაუწყო.

    37 წლის მამაკაცი ყვება, რომ ამის შემდეგ გოგონა აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოითხოვა, რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და გოგონას შორის შეკამათება მოხდა. 37 წლის მამაკაცი განმარტავს, რომ კამათის დროს ახალგაზრდას პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა.

    დავით ცაკაშვილი აღიარებს რომ სახლში მისვლისას მანქანაში გოგონას ტელეფონი იპოვა თუმცა ამის შესახებ მან პოლიციას არ აცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ შამგონადან მამაკაცი გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია  “რუსთავი 2” ავრცელებს.  „კურიერის“ ინფორმაციით, გელა როსტობაია ოკუპანტებმა სოფელ შამგონაში თევზაობის დროს დააკავეს. მამაკაცს, სავარაუდოდ, გალში გადაიყვანენ.

    გატაცებულს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

  • ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვნეს

    ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვნეს.ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით გაითხარა 4 სამაროვანი, 150-მდე ადამიანის ნეშტი კი  იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

    საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე.  მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში. 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე პატივით დაკრძალავენ.

    მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ეპარქიის განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს ასეთი ადგილების დაზუსტებაზე 2012 წლიდან მუშაობენ ასევე აქვთ ინფორმაცია თუ სად შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტის ადგილები აჭარაში, თუმცა ეპარქიის მიერ დასახელებული ზონა მათი ინფორმაციის არეალში არ მოხვედრილა.ასევე ამბობს რომ ეპარქიის განცხადებაში არ ჩანს, ჩატარდა თუ არა სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა და არსებობს თუ არა დასკვნა, რა გახდა ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი.

    „თუკი არ არსებობს კრიმინალისტიკური და არქეოლოგიური ექსპერტიზა, ძნელი სათქმელია, ვის კრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით – 1920-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთ აჭარიდან (მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ მუსლიმი იყო) თუ ოსმალეთის და მუსტაფა ქემალის არმიის ასკერებს“- წერს ირაკლი ხვადიგიანი.

  • სოფელ მერეთში 4 წლის ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ მერეთში ბავშვს ავტომობილი საკუთარ ეზოსთან დაეჯახა.ადგილობრივების თქმით, ავტომობილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა, შეჯახების შემდეგ 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ბავშვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული.

    ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ-ირაკლი კობახიძე

    აკუსტიკის პრობლემა დღევანელი პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილვის თემა რამდენჯერმე გახდა.

    ოპოზიციონერმა დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით აკუსტიკის პრობლემებს შეეხებოდა.

    პარლამენტის სასესიო დარბაზში არსებულ აკუსტიკურ პრობლემებზე ივლისში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას.

    “სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    როგორც პარლამეტის წევრები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკური პრობლემის გამო, გამომსვლელთა განცხადებებს ვერ ისმენენ და ხშირ შემთხვევაში, ხმის სწორად მიცემასაც ვერ ახერხებენ.